News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

გარდა ამისა, იგი აფერხებს სიმსივნის ზრდას. სპეციალისტების აზრით, AHCC-მ შეიძლება ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეცვალოს. ტეხასის უნივერსიტეტის თანამშრომელი, დოქტორი ჯუდიტ სმიტი, აღნიშნავს, რომ ექსტრაქტის კვლევა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო. ნაერთი მოქმედებს როგორც იმუნოთერაპია, ანუ ვირუსთან საბრძოლველად იმუნურ სისტემას ააქტიურებს. ლაბორატორიულმა და კლინიკურმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ AHCC ზრდის ბუნებრივი კილერების, დენდრიტული უჯრედებისა და ციტოკინების, რაოდენობასა და აქტივობას, რაც საშუალებას აძლევს იმუნიტეტს, საფრთხეზე ოპერატიულად მოახდინოს რეაგირება და კიბოს უჯრედების გამრავლება დაბლოკოს.

ქერი - გასახდომი და ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო საშუალება

დიეტოლოგები გვირჩევენ, რაციონში შევიტანოთ ქერის პროდუქტები, რადგან იგი სხვა მარცვლეულზე ნაკლებკალორიულია, მაგრამ მდიდარია ვიტამინებით და, ამდენად, იდეალური პროდუქტია გახდომის მსურველთათვის. მცირე კალორიულობასთან ერთად წონის კლებას ხელს უწყობს მის შემადგენლობაში რამდენიმე პრინციპულად მნიშვნელოვანი ამინმჟავას არსებობაც. ქერი გავლენას ახდენს სისხლში შაქრის დონის ცვლილებაზე და ცხიმის დაგროვების პროცესზე. ექსპერიმენტულად დადასტურებულია, რომ იგი იწვევს არტერიული წნევის სტაბილიზებას ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებთან. გარდა ამისა, შეიცავს სპილენძს, რომელიც ამცირებს ართრიტის სიმპტომებს და თავისუფალი რადიკალების საწინააღმდეგო მოქმედებით ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას. ამასთან ერთად, სპილენძის, მანგანუმის, ფოსფორის, ც ვიტამინის შემცველობის წყალობით ქერი ხელს უშლის ოსტეოპოროზის განვითარებას. მის გამონაწვლილში ბევრია კალციუმი, ამიტომ, თუ გსურთ, ჯანმრთელი კბილები გქონდეთ, მიირთვით ქერი.

ჩასაბერ ინსტრუმენტებზე დაკვრა და ძალოსნური ვარჯიში მხედველობისთვის საზიანოა

ინგლისელმა ქირურგმა ოფთალმოლოგმა, პროფესორმა დენ რეინშტეინმა, განაცხადა, რომ ადამიანებს, რომლებიც სასულე ინსტრუმენტებზე უკრავენ ან ძალოსნური ვარჯიშით არიან დაკავებულნი, გლაუკომა და მხედველობის დაკარგვა ემუქრებათ. ოცწლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ სიმძიმის აწევისას, განსაკუთრებით - სუნთქვის შეკავების ფონზე, იმატებს მხედველობის ნერვის კომპრესია. ისეთი აქტივობები, როგორებიცაა ბანჯი-ჯამპინგი, უფრო მეტად ვნებს თვალებს. მუსიკოსებს, რომლებიც სასულე ინსტრუმენტებზე უკრავენ და უწევთ ხშირი ჩაბერვა სუნთქვის კონტროლით, მხედველობის დაკარგვის მაღალი რისკი აქვთ. სუნთქვის შეკავებისას ვიწროვდება სისხლძარღვები გულმკერდის, კისრისა და თავის არეში, რაც თვალშიდა წნევის მომატებას იწვევს. წნევა განსაკუთრებით იმატებს მაღალი ნოტების შენარჩუნების დროს. ზემოხსენებული აქტივობებით დაკავებულ პირებს ექიმები ურჩევენ, რეგულარულად გაიარონ ოფთალმოლოგიური გამოკვლევა თვალების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.