News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

მეანმა კერი გამოსაკვლევად ტეხასის ჰიუსტონის სახელობის საავადმყოფოში გაგზავნა. ქირურგ დარელ კასის თქმით, სიმსივნის ეს ნაირსახეობა იშვიათი არ არის, დიდი არ იზრდება და ნაყოფზე არ ახდენს გავლენას. სიმსივნის ზრდა შეინიშნება 40 შემთხვევიდან მხოლოდ ერთში. იმის გამო, რომ დიდი სიმსი-ვნე საფრთხეს უქმნიდა ნაყოფის სიცოცხლეს, გადაწყდა ოპერაციის დაუყოვნებლივ ჩატარება. საშვილო-სნოს სრული მოდუნებისთვის ოთხსაათიანი ოპერაციის დროს საჭირო გახდა ჩვეულებრივზე 7-ჯერ მეტი ნარკოზის გამოყენება. პლაცენტის დაუზიანებლად საშვილოსნოს გასაკვეთად იგი მთლიანად ამოიღეს, სიმსივნიანი ნაყოფი ისე ამოიყვანეს, რომ თავი საშვილოსნოში დატოვეს. შემდეგ კუდუსუნზე სიმსივნე ამოკვეთეს და ბავშვი, რომელიც საშვილოსნოს გარეთ 20 წუთი იმყოფებოდა, უკანვე ჩააბრუნეს. ოპერა-ციამ წარმატებით ჩაიარა და 10 კვირის შემდეგ, ვადაზე ერთი თვით ადრე, კერიმ გააჩინა ჯანმრთელი გოგონა, რომელსაც ქმართან ერთად დაბადებამდე დაარქვა მეისი ჰოუპი (ჰოპე - ინგლისურად იმედს ნიშნავს). დღეისთვის მსოფლიოში 20 დაუბადებელ ბავშვს გაუკეთეს ოპერაცია.

ქათმის გრიპის ვაქცინაციას რამდენიმე უსახლკარო პოლონელი შეეწირა

პოლონეთში აღძრულია საქმე სამი ექიმისა და ექვსი მედდის წინააღმდეგ, რომლებიც, სავარაუდოდ, უსა-ხლკაროთა თავშესაფრის ბინადრებს ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკურ გამოცდაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ. თავშესაფრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოკვლევის პერიო-დში მათ დაწესებულებაში სიკვდილიანობამ დაახლოებით 3-ჯერ მოიმატა.

პოლონეთის ქალაქ გრუძიონძში მდებარე თავშესაფარში 2007 წელს ექსპერიმენტული პრეპარატის უკანონო გამოცდა ტარდებოდა. ყოველი აცრისთვის გამოსაცდელი პირები 5-10 ზლოტის ტოლფას ანაზღაურებას იღებდნენ. ამის გამო ზოგიერთი მათგანი 10 და მეტ აცრაზეც კი თანხმდებოდა. გამომძიებლების ვერსიით, გამოსაცდელ პირებს ატყუებდნენ, რომ ცრიდნენ უკვე დამტკიცებული პრეპარატით, სინამდვილეში კი მათ უკეთდებოდათ ფრინველის გრიპის ვირუსისგან (H5N1) დამცავი ექსპერიმენტული ვაქცინა.

გამომძიებლები ფიქრობენ, რომ ექსპერიმენტის ორგანიზატორებს შეცდომაში შეჰყავდათ პრეპარატის მწარმოებლები, რომლებმაც არაფერი იცოდნენ კვლევაში მონაწილეთა შერჩევის მეთოდზე. თავშესაფრის დირექტორის მეჩისლავ ვაცლავსკის მონაცემებით, 2007 წელს გარდაიცვალა დაწესებულების 21 ბინადა-რი, მაშინ, როცა გასული რამდენიმე წლის განმავლობაში იქ წელიწადში სიკვდილის ცხრაზე მეტი შემ-თხვევა არ დაფიქსირებულა.

მართალია, სიკვდილიანობის მატებასა და გამოსაცდელ უცნობ ვაქცინას შორის მიზეზშედეგობრივი კავ-შირი ჯერ არ დადგენილა, მაგრამ პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა ევა კოპაჩმა განაცხადა, რომ დამნა-შავეები უმკაცრესად დაისჯებიან. სამედიცინო ეთიკის უხეშ დარღვევაში ეჭვმიტანილი მედიკოსები ამტკიცებენ, რომ უდანაშაულონი არიან. მათი თქმით, კვლევის ყველა მონაწილემ იცოდა, რა რისკს ეწეოდა და ხელიც მოაწერა საინფორმაციო ხელშეკრულებას კვლევაში მონაწილეობის მიღების თაობაზე.

ფერადი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი

ამერიკელმა მეცნიერებმა შეძლეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს ფერადი გამოსახულე-ბის მიღება, რაშიც მათ სხვადასხვა კონფიგურაციის მიკრომაგნიტები დაეხმარა. ახალი ტექნოლოგია ად-რინდელთან შედარებით გაცილებით ინფორმაციული სურათების მიღების საშუალებას იძლევა. მაგნი-ტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის პრინციპი ეფუძნება მაღალი ძაბვის მაგნიტურ ველში მყოფი წყალ-ბადის ატომების მიერ რადიოტალღების გამოსხივებას, რაც მიიღწევა განსაზღვრული კომბინაციის ელე-ქტრომაგნიტური ტალღების წყალბადის ატომებზე ზემოქმედების შედეგად. მიღებულ შავ-თეთრ გამოსა-ხულებაზე რუხი ფერის სიმკვეთრე ორგანიზმის შესაბამის სტრუქტურაში წყლის შემცველობის პროპო-რციულია.

ფერადი გამოსახულების მისაღებად კოლორადოს შტატში მდებარე აშშ-ის სტანდარტებისა და ტექნო-ლოგიების ნაციონალური ინსტიტუტის მკვლევარებმა შექმნეს 2-10 მიკრომეტრი დიამეტრის მაგნიტური მიკრონაწილაკები, რომლებიც ერთმანეთისგან არამაგნიტური ნივთიერებით გამოყოფილი ლითონის ფირფიტებისგან შედგება. გამოსაკვლევ გარემოში შეყვანის შემდეგ მიკრომაგნიტები ცვლის რადიო-ტალღების სიხშირეს. ცვლილება მაგნიტურ ფირფიტებს შორის არსებული მანძილის პროპორციულია.

თუ მიკრომაგნიტებს შევაკავშირებთ ნივთიერებასთან, რომელიც გროვდება განსაზღვრულ ქსოვილში (მაგალითად, კიბოს სიმსივნურ წარმონაქმნში), ეს ქსოვილი რადიოტალღებს გამოასხივებს. მიღებული სიგნალის კომპიუტერული გადამუშავების შემდეგ სხვადასხვა სიხშირის რადიოტალღა გარდაიქმნება სხვადასხვა ფერად, რაც ფერადი გამოსახულების მიღების საშუალებას იძლევა.

ვიდრე ახალ ტექნოლოგიას დაავადებათა დიაგნოსტირებისთვის გამოიყენებენ, ცხოველებზე ბიოლოგიურად ინერტული მაგნიტური ნაწილაკებით კვლევების მთელი სერია უნდა ჩატარდეს.

ექსპერიმენტული მიკრომაგნიტები დამზადებულია ტოქსიკური ლითონისგან - ნიკელისგან, მაგრამ გამოგონების ერთ-ერთი ხელმძღვანელის გარი ზეიბოუს აზრით, მისი შეცვლა ნებისმიერი უვნებელი მაგნიტური ლითონით შეიძლება.

მეცნიერებმა მიიღეს ტვინის ქერქის ნეირონული კავშირების ზუსტი სურათი

შვეიცარიელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა თავის ტვინის ქერქის ნეირონული კავშირების დღესდღე-ობით ყველაზე დახვეწილი გამოსახულება მიიღეს. გარდა ამისა, მოახდინეს იმ უბნის იდენტიფიცირება, სადაც გადამკვეთი (ტვინის სხვადასხვა ნაწილის შემაერთებელი) აქსონების სიმკვრივე ყველაზე მაღალია.

ინდიანის უნევირსიტეტის, ჰარვარდის სამდიცინო სკოლის (აშშ), ლოზანის უნივერსიტეტისა და ლოზა-ნის სახელმწიფო პოლიტექნიკური სკოლის (შვეიცარია) თანამშრომლებმა გამოიყენეს თავის ტვინის გამო-კვლევის ნოვატორული მეთოდი - დიფუზიური სპექტრული ტომოგრაფია. ეს მეთოდი ნერვული უჯრე-დების წანაზარდებს შორის არსებული სივრცული თანაფარდობის ფიქსირების საშუალებას იძლევა.

ფუნქციონალური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეთოდი დღემდე მხოლოდ სხვადასხვაგვარი სტიმულაციის პასუხად ტვინის ამა თუ იმ უბნის აქტიურობაზე დაკვირვების საშუალებას იძლეოდა, მაგრამ ამ უბნების დამაკავშირებელი ნერვული ბოჭკოების სტრუქტურებს უმთავრესად ცხოველების მოდელებზე შეისწავლიდნენ. გამოკვლევის ახალი ტექნიკის დახმარებით მეცნიერებმა შეძლეს თვალყური ედევნებინათ მილიონობით ნერვული უჯრედის წანაზარდისთვის და გამოევლინათ ამ წანაზარდების გადაკვეთის ყველაზე მაღალი სიმკვრივის უბნები, მარტივად რომ ვთქვათ, ტვინის კავშირების ცენტრალური კვანძი. აღმოჩნდა, რომ საკვლევ პირებს ეს ცენტრი ორივე ნახევარსფეროში ქერქის უკანა მედიალურ ნაწილში ჰქონდათ მოთავსებული.

"წინათ მეცნიერებს ეს უბანი სხვა მოსაზრებით აინტერესებდათ. მაგალითად, ცნობილი იყო, რომ მოსვე-ნებულ მდგომარეობაში ეს უბნები დიდი ოდენობის ენერგიას ფლობდა, მაგრამ ეს ფენომენი ბოლო დრო-მდე აუხსნელი გახლდათ", - განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა წამყვანმა ავტორმა ოლაფ სპონსმა. მომდევნო ეტაპზე მეცნიერებს განზრახული აქვთ გაარკვიონ, როგორ შეიცვლება მათ მიერ გამოვლენილი სტრუქ-ტურული კავშირები ტრავმებისა და ნეიროდეგენერაციული დაავადებების შედეგად.