News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ცნობილია, რომ ჰერპესის ვირუსი გამუდმებით იმყოფება ინფიცირებული ადამიანის ნერვულ უჯრედებში, თუმცა კლინიკურად დაავადება მხოლოდ გამწვავების ანუ გამომწვევის აქტიური გამრავლების პერიოდში ვლინდება. სხვა დროს (ლატენტურ პერიოდში) ვირუსული გენომი არ წარმოიქმნება, მის მატრიცაზე ვირუსული ცილები არ სინთეზირდება, დაავადება არ ვლინდება, თავად ვირუსი კი ნებისმიერი სახის მკურნალობის მიმართ გამძლეა. ლატენტურ პერიოდში ვირუსის ერთადერთი მოლეკულური პროდუქტია ლატენტური პერიოდის ტრანსკრიპტორული რიბონუკლეინის მჟავა (რნმ) (latency associated transcript RNA, LAT RNA),  რომლის ფუნქციაც დღემდე უცნობია.

ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს ჰერპესის ვირუსის ფუნქციონირება დაავადების ლატენტურ პერიოდში. მათ აღმოაჩინეს, რომ   LAT RNA სწრაფად იყოფა შედარებით წვრილ ნუკლეოტიდებად (მიკრორიბონუკლეინის მჟავებად), რომლებიც ვირუსის გამრავლების გამააქტიურებელი ცილების გამომუშავებას ბლოკავს. გამწვავების პერიოდი დგება მაშინ, როცა ვირუსმატარებელი ადამიანის ორგანიზმზე სტრესული ფაქტორების (მაგალითად, გადაციების) ზემოქმედებისას ვირუსი უფრო მეტი ინფორმაციული რნმ-ს გამომუშავებას იწყებს, ვიდრე მიკრო რნმ-ს შეუძლია დაბლოკვა. შესაბამისად, ხდება ცილების სინთეზის აღდგენა.

ამჟამად მკვლევართა ჯგუფი ცდის ახალ პრეპარატს, რომელიც ბოჭავს მიკრო რნმ-ს, რათა ვირუსი აქტიურ მდგომარეობაში გადაიყვანოს, რადგან სწორედ ამ დროს ექვემდებარება ჰერპესის ვირუსი ანტივურუსულ მკურნალობას. 

 

ბროკოლის კიბოს საწინააღმდეგო მოქმედების მექანიზმი

ჟურნალ PLOS ONE-ის ცნობით, ბრიტანელმა მეცნიერებმა ამოხსნეს ბროკოლის კიბოს საწინააღმდეგო მოქმედების მექანიზმი. ბროკოლი კომბოსტოს ჯიშია, რომლის ხშირი გამოყენება კიბოს განვითარების რისკს ამცირებს. გაირკვა, რომ მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები კიბოს საწინააღმდეგო გენს ააქტიურებს, ხოლო ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების ხელშემწყობ გენს ბლოკავს.

კვლევას, რომელიც ბრიტანეთის საკვები პროდუქტების კვლევის ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფმა ჩაატარა, რიჩარდ მითენი ხელმძღვანელობდა. მასში მონაწილეობა მიიღო 24-მა პაციენტმა, რომელთაც პროსტატის კიბოსწინარე ცვლილებები აღმოაჩნდათ. მათი ნახევარი ერთი წლის განმავლობაში ჩვეულ რაციონს ყოველდღიურად უმატებდა 400 გ ბროკოლის, დანარჩენები კი - ამდენივე მუხუდოს. გამოკვლევის დაწყების წინ, ასევე - ექვსი თვისა და ერთი წლის შემდეგ კვლევის მონაწილეებს ჩაუტარეს წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილის ბიოფსია და განსაზღვრეს პროსტატის კიბოს განვითარებაში მონაწილე ყველა შესაძლო გენის ექსპრესია.

გაირკვა, რომ იმ მამაკაცთა ორგანიზმში, რომლებიც ბროკოლის მიირთმევდნენ, გენების ექსპრესიამ კეთილსაიმედო ცვლილება განიცადა. მეცნიერთა თქმით, ეს ცვლილებები შეეხო როგორც კიბოს განვითარების ხელშემწყობ, ისე შემაფერხებელ გენებს, თუმცა დადებითი ეფექტი აღინიშნა მხოლოდ GSTM1 გენის მატარებელ მამაკაცებში, ამ გენის მატარებელი კი მსოფლიოს მოსახლეობის 50%-ია.

ახალი გამოკვლევები ნათელს ჰფენს ბროკოლის კიბოს საწინააღმდეგო ეფექტს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კომბოსტოს ეს თვისება მის შემადგენლობაში შემავალ სულფორაფანსა და იზოთიოციანატს უკავშირდება. ამ უკანასკნელს ყველა ჯვარედინყვავილოვანი ბოსტნეული შეიცავს.

პროსტატის კიბო განვითარებული ქვეყნების მამაკაცებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. მსოფლიოში ყოველდღიურად ამ დაავადების დაახლოებით 680 ახალი შემთხვევა ვლინდება. ამჟამად პროსტატის კიბოთი სიკვდილის 220 ათასამდე შემთხვევაა რეგისტრირებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შეცვლას გვირჩევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა რეკომენდაციას, მთლიანად შეიცვალოს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნებისთვის წარმოებული გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობა. ეს გადაწყვეტილება ეპიდემიის გამომწვევ ვირუსსა და ვაქცინის შემადგენლობაში არსებული ანტიგენების შეუსაბამობამ განაპირობა.

2007-2008 წლებში გავრცელებული გრიპის ვირუსების სხვადასხვა ტიპის ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობის შესწავლისას გაირკვა, რომ ამჟამინდელი ვაქცინა ანტიგენური თვისებებით ნაწილობრივ არ შეესაბამება A ტიპის გრიპის ვირუსს და საერთოდ არ შეესატყვისება B ტიპისას. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაქცინაზე ორგანიზმის იმუნურ პასუხს ყოველთვის არ ძალუძს, დაავადება თავიდან აგვაცილოს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, მომავალში ეპიდემიური სეზონი ვირუსის შემდეგი ქვეტიპით იქნება განპირობებული:  А (ბრისბენი) Н1N1, А (ბრისბენი) Н3N2 და В (ფლორიდა) 2006 წლის მე-4 ქვეტიპი. აქედან გამომდინარე, ვაქცინა შესატყვის ანტიგენებს უნდა შეიცავდეს.

სიცოცხლის გამახანგრძლივებელი ცილები ტვინს აზიანებს.


 

ამერიკელ მეცნიერთა მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგებმა შესაძლოა დიდი იმედგაცრუება მოუტანოს ფარმაცევტულ ლაბორატორიებს, რომლებიც სირტუინების საფუძველზე დაბერების საწინააღმდეგო საშუალებებს ქმნიან. სირტუინები ცილებია, რომლებსაც დაბერების პროცესის შეფერხებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების უნარი შესწევთ. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ცილა სირტუინი შიმშილობის გავლენით აქტიურდება. სწორედ ამ აღმოჩენამ ჩაუყარა საფუძველი "სასიცოცხლო შიმშილობის" სკოლას. გარდა ამისა, დაიწყო მუშაობა SIRT გენის ხელოვნურად გამააქტიურებელი ფარმაკოლოგიური პრეპარატის შესაქმნელად.

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებულმა ცდამ სირტუინების კეთილისმყოფელი ეფექტი დაადასტურა, მაგრამ ისიც აჩვენა, რომ ეს ცილები დამანგრეველად მოქმედებს ძუძუმწოვრების ტვინზე.

თაგვები, რომელთაც დაბლოკილი ჰქონდათ ამ პროტეინების გამომუშავებაზე პასუხისმგებელი გენი SIRT, საკონტროლო ჯგუფის მღრღნელებზე ნაკლებ ხანს ცოცხლობდნენ. სამაგიეროდ, ტვინის ოქსოდატური დაზიანება მათზე იშვიათად უვითარდებოდათ. დასკვნა ასეთი გახლდათ: პროტეინის არქონა თაგვების ტვინზე დადებითად მოქმედებდა.

მკვლევარების აზრით, სირტუინები მრავალმხრივ როლს ასრულებს ცოცხალი ორგანიზმის ფუნქციონირებაში და ვიდრე ამ როლს ბოლომდე არ შეისწავლიან, მათ საფუძველზე წამლის შექმნაზე ფიქრიც კი ნაადრევია.

საზამთრო ვიაგრას ვერ შეცვლის

ტეხასის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის თანამშრომელმა ბჰიმუ პატილმა, რომელმაც მცირე ხნის წინ გამოთქვა აზრი, რომ საზამთრო ერექციის დარღვევას ვიაგრაზე არანაკლებ კარგად მკურნალობს, განაცხადა, რომ სამეცნიერო დაწესებულების პრეს-სამსახურში მისი ნათქვამი არასწორად გაიგეს.

"საზამთროს ვიაგრას მსგავსი მოქმედება აქვს" - ამ სათაურის მქონე პრესრელიზი ცოტა ხნის წინ დაიბეჭდა ტეხასის უნივერსიტეტის ბეჭდვით ორგანოში. სათაურს საფუძვლად დაედო პატილის ნათქვამი, თითქოს საზამთრო მდიდარი იყო ნივთიერება ციტრულინით.

ცნობილია, რომ ციტრულინი ადამიანის ორგანიზმში გარდაიქმნება ამინომჟავა არგინინად, რომელსაც აქვს ვაზოდილატაციური თვისება - სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევას აძლიერებს. სისხლში არგინინის კონცენტრაციის მატება არტერიულ წნევას აქვეითებს და სხვადასხვა ორგანოში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. პრესრელიზში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ციტრულინის წარმოებულის ამ თვისებას სქესობრივი პოტენციის ამაღლება შეუძლია.

ოპონენტები მიიჩნევენ, რომ სილდენაფილის (ვიაგრა) და სხვა ანალოგიური პრეპარატებისგან განსხვავებით, ციტრულინი და არგინინი სასქესო ასოსთვის სისხლის მიწოდებაზე პირდაპირ გავლენას არ ახდენს, ამიტომ მათთან საზამთროს შედარება, მეტი რომ არ ვთქვათ, არაკორექტულია.

ერთ-ერთი სამედიცინო გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ბჰიმუმ აღიარა, რომ არაფერი იცის იმ კლინიკური კვლევების შესახებ, რომლებიც ციტრულინის მეშვეობით პოტენციის ამაღლების შესაძლებლობას დაადასტურებდა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ნათქვამი საზამთროს მარგებლობის შესახებ კონტექსტიდან ამოგლიჯეს და უსაფუძვლოდ დაუკავშირეს ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატების მოქმედებას, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ მომავალში საზამთროსა და ციტრულინით მდიდარი სხვა სურსათის სამკურნალო თვისებები მეცნიერულად დადასტურდეს.

ამჟამად პატილი მუშაობს სამეცნიერო პროექტზე, რომლის მიზანიც ციტრულინით მდიდარი გულის მქონე საზამთროს ჯიშების გამოყვანაა.