არასრულფასოვანი საკვებით გაზრდილი ბავშვები თანატოლებს ინტელექტით ჩამორჩებიან
ინტელექტის ფორმირებაზე. აღმოჩნდა, რომ ბავშვებს, რომლებსაც მშობლები სიცოცხლის ორ წლამდე ორცხობილებით, გალეტებით, ტკბილი სასმელებით, შოკოლადითა და ჩიფსებით ანებივრებდნენ, 8 წლისთვის ინტელექტის კოეფიციენტი ჯანსაღ საკვებს მიჩვეულ თანატოლებზე დაბალი ჰქონდათ. IQ-ტესტირების დროს არადამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენეს ხელოვნურ საკვებზე გაზრდილმა ბავშვებმაც, რომლებსაც შაქრით მდიდარ ნარევებს აძლევდნენ. ასეთი კვების მავნე გავლენას განაპირობებს არა იმდენად შაქრის ზემოქმედება, რამდენადაც ის, რომ დაუბალანსებელი რაციონის დროს ტვინი საკმარისი რაოდენობით ვერ იღებს საჭირო ნივთიერებებს. ფასტ-ფუდში თითქმის არ არის მიკროელემენტები, ფლავონოიდები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები, რომლებსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ნატურალური და მცენარეული საკვები. მეცნიერები ადრეც ვარაუდობდნენ, რომ შინ მომზადებული, დაბალანსებული შემადგენლობის მქონე საკვები, სამრეწველო წარმოების პროდუქტებისა და ფასტ-ფუდისგან განსხვავებით, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ბავშვის ინტელექტზე, მაგრამ ასე თვალნათლივ ეს მოსაზრება პირველად დადასტურდა. ტკბილეულის მოყვარული ბავშვების ინტელექტუალური ჩამორჩენა რვა წლის ასაკში არცთუ ისე მკვეთრია (საქმე ეხებოდა მხოლოდ რამდენიმე პუნქტს), თუმცა მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ასაკთან ერთად განსხვავება გაიზრდება.იხილეთ აგრეთვე