აბორტის წინამოსაფიქრებელი პერიოდი იზრდება
როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, მოსაფიქრებელი პერიოდის გაზრდა განპირობებულია იმით, რომ სამდღიანი პერიოდი აშკარად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქალბატონს გადაწყვეტილებების მიღებამდე სწორი ინფორმაცია მიეწოდოს და სწორად განემარტოს მისი შედეგები. '
"ამიტომ, გადავწყვიტეთ, კომპლექსურად შევცვალოთ ეს რეგულაცია. გაიზრდება არა მარტო მოფიქრების ხანგრძლივობა, არამედ დაემატება მთელი რიგი აუცილებელი კონსულტაციები, რომელიც, ჩვენი აზრით, ქალბატონებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება, - განაცხადა დავით სერგეენკომ. http://www.interpressnews.ge/