News
ძუძუს ქსოვილის სიმკვრივის მატება კიბოს განვითარების რისკის მომატების მაუწყებელია, ხოლო შემცირება - დაქვეითებისა. დამტკიცებულია, რომ ჰიდროქსითიროზოლი ხელს უწყობს ჯირკვალში მეტაბოლიზმის ნორმალიზებას და პათოლოგიურ პროცესებს აფერხებს. ამ ნივთიერების გვერდითი მოვლენების შესასწავლად მეცნიერებს განზრახული აქვთ ჩაატარონ კვლევა ქალებზე, რომელთა ნახევარს მენოპაუზა უკვე დაუდგა. მოხალისეები მთელი წლის განმავლობაში მიიღებენ ჰიდროქსითიროზოლის შემცველ კაფსულებს. გამოკვლევა ჩატარდება ყოველ სამ თვეში ერთხელ.
"კენგურუს სისტემა" სასარგებლოა დღენაკლული ბავშვებისთვის
DNA India-ს ცნობით, პროფესორ რუტო ფელდმანის მიერ ჩატარებულმა ათწლიანმა კვლევამ ცხადყო, რომ ე.წ. “კენგურუს სისტემა” ანუ მუდმივი უშუალო ფიზიკური კონტაქტი მკვეთრად აუმჯობესებს დღენაკლული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას. აღმოჩნდა, რომ ადრეულ ასაკში დედასთან კონტაქტი ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაზე გავლენას ათი წლის შემდეგაც კი ახდენს. ასეთ ბავშვებს უკეთესი აქვთ სტრესთან გამკლავებისა და კოგნიტიური უნარები. მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს დღენაკლული ბავშვებისადმი მედიცინაში არსებული ორი მიდგომა. დედებისა და დღენაკლული ბავშვების ჯგუფი ორად გაყვეს. პირველ ჯგუფში დედებს შვილებთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მეორე ჯგუფის ბავშვები სპეციალიზებულ გარემოში იყვნენ მოთავსებულნი. ათწლიანი დაკვირვების განმავლობაში ბავშვების მდგომარეობა შვიდჯერ შემოწმდა. აღმოჩნდა, რომ პირველი ჯგუფის ბავშვები უკეთ სწავლობდნენ, ადეკვატურად რეაგირებდნენ სტრესზე და უფრო ადვილად უმკლავდებოდნენ მას.