News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

მეცნიერები აკვირდებოდნენ მოტეხილობათა სტატისტიკას დაახლოებით 61 000 ქალსა და 35 000 მამაკაცს შორის. დაკვირვება 22 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. იმავდროულად, ხდებოდა სიმაღლეში ზრდის აღრიცხვაც. მიღებული შედეგის მიუხედავად, მეცნიერები მოგვიწოდებენ, რძესა და მის ნაწარმზე უარი არ ვთქვათ.

მავნე პროდუქტები ტვინს ასუსტებს

ავსტრალიელმა მეცნიერებმა  ვირთხებზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე დაადგინეს  კავშირი  შაქრითა და ცხიმით მდიდარ პროდუქტებსა და  კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითებას შორის. ექსპერიმენტის დროს შაქრითა და ცხიმით მდიდარ დიეტაზე მყოფ ვირთხებს მეხსიერების გაუარესება დაუდასტურდათ. კვლევის ავტორის მარგარეტ მორისის თქმით,  მეხსიერების დაქვეითების სისწრაფე შოკის მომგვრელად მაღალი იყო. მღრღნელების ჰიპოკამპში (ჰიპოკამპი ტვინის ის უბანია, რომელიც მოგონებების ფორმირებასა და შენახვას განაგებს) მკვლევრებმა  ანთება აღმოაჩინეს. მათი დასკვნით, სწორედ ეს უდევს საფუძვლად ხსენებულ კავშირს. ვირთხებში გამოვლენილის ანალოგიური მოვლენა აღინიშნა  ადამიანებშიც. მათ ტვინის აღმასრულებელი ფუნქცია, კერძოდ, რეაქციის სისწრაფე უქვეითდებოდათ. ცვლილებები შესამჩნევი ხდებოდა მავნე პროდუქტების პირველი მიღებიდან 5 დღის შემდეგ. ცხიმითა და ნახშირწყლებით მდიდარი დიეტა განსაკუთრებით აჩქარებს ორგანიზმის დაბერებას, მეხსიერების გაუარესებას და კოგნიტიური შესაძლებლობების დაქვეითებას. ახლა მეცნიერებს იმის გარკვევა სურთ, შესაძლებელია თუ არა სწორი კვებით მეხსიერების გაუმჯობესება.

K ვიტამინს ტვინის დაცვის უნარი აღმოაჩნდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაფანტული სკლეროზით დაავადებულ ექსპერიმენტულ ცხოველებზე ჩატარებული  კვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ ცენტრალური ნერვული სისტემის დამაზიანებელ  იმუნურ უჯრედებს D ვიტამინი მიგრირების საშუალებას არ აძლევს. მკვლევართა თქმით, დ ვიტამინი შესაძლოა თანამედროვე წამლებზე ეფექტური და უსაფრთხო აღმოჩნდეს. ამჟამად D ვიტამინის კლინიკური კვლევა მიმდინარეობს. გაფანტული სკლეროზის დროს იმუნური უჯრედები უტევენ ადამიანის ნერვულ უჯრედებს და აზიანებენ სიგნალების გადაცემაში მონაწილე მათ გარსს, რომელიც უზრუნველყოფს მოძრაობის, მეტყველებისა და სხვა ფუნქციების შესრულებას. იმუნური სისტემა თ-უჯრედებს ლიმფურ კვანძებში აგროვებს, საიდანაც ისინი ნეირონებისკენ მიემართებიან. დ ვიტამინის დიდი დოზა კი ამ უჯრედებს არ აძლევს ზურგისა და თავის ტვინში გადაადგილების საშუალებას და ამით ხელს უშლის იმუნიტეტის ტოტალურ დათრგუნვას. სავარაუდოდ, D ვიტამინი მონაწილეობს იმ სუბსტანციის გამომუშავებაში, რომელიც თ-უჯრედებს სისხლძარღვის კედლებზე აწებებს და თავის ტვინამდე აღარ უშვებს. ამგვარად, პათოლოგიური პროცესი ნელდება, მაგრამ თუ ვიტამინის მიღება შეწყდა, სკლეროზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ხელახლა იჩენს თავს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს ცუდი არ არის - თუ პაციენტს ინფექცია შეხვდა, თერაპიის დროებითი შეწყვეტა საშუალებას მისცემს, გაუმკლავდეს მას, მერე კი D ვიტამინის მიღება განაგრძოს. აღსანიშნავია, რომ იმუნიტეტის დამთრგუნველი თანამედროვე პრეპარატების ორგანიზმიდან გამოყვანა მხოლოდ 6-12 კვირის შემდეგაა შესაძლებელი.