კითხვა-პასუხი სექსის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კითხვა-პასუხი სექსის შესახებ

2. ესე იგი, სექსით შემიძლია გავხდე?

დიახ, ეს შესაძლებელია. ერთი წლის განმავლობაში 2 კილოგრამამდე დაიკლებთ, თუ გამოიყენებთ რეცეპტს: "ნახევარსაათიანი სექსი 2-3-ჯერ კვირაში".

3. რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს საშუალოსტატისტიკური მამაკაცის ერექცია?

ჩვეულებრივ, არა უმეტს საათისა. აქვე მოგახსენებთ, რომ სამ-, ოთხ- და ხუთსაათიანი ერექცია სიამაყის საფუძველი არ არის. ეს დაავადების სიმპტომია.

4. და ვიაგრის მიღების შემთხვევაში?

თუ დავუჯერებთ მეცნიერებს, დაახლოებით 33 წუთი.

5. მართალია, თუ არა, რომ რაც უფრო დიდია კლიტორი, მით უფრო ადვილად აღწევს ორგაზმს ქალი?

არა. ყველა კლიტორში ნერვული დაბოლოებების რიცხვი ერთნაირია, დაახლოებით 8 ათასი, ამიტომ, განურჩევლად ზომისა, ისინი ერთნაირად მგრძნობიარენი არიან.

6. ჩემს კაცს სექსის დროს დაეძინა. ეს როგორ გავიგო?

მოეშვით. ვის არ მოსვლია, დაიღალა კაცი. მაგრამ თუ პროცესი ხშირად მთავრდება არა ორგაზმით, არამედ თქვენზე წამოწოლილი პარტნიორის ხვრინვით, ჯობს, ზემოხსენებული პარტნიორი ექიმს აჩვენოთ.

7. მართალია, თუ არა, რომ სასქესო ასო შეიძლება მოტყდეს?

მართალია, მართალი. მაგალითად, თუ მამაკაცი მოულოდნელად დაეჯახა ასოთი რამეს ან, ვთქვათ, კარში მოიყოლა (არ გაგეცინოთ, ასეც ხდება), შესაძლოა, მოტეხილობა მიიღოს. ასე რომ, ჯობს, მისი სიმაგრე უფრო დამზოგველი მეთოდებით შეამოწმოთ.

8. როგორ გავიგოთ ასოს მოტეხილობის შესახებ?

პროცესს თან ახლავს დამახასიათებელი ხმა და სასქესო ასო მომენტალურად ლურჯდება.

9. ყველაზე პატარა რა ზომის ასოა აღწერილი ისტორიაში?

1,5 სანტიმეტრი.

10. ინტიმური ურთიერთობის შემდეგ ხშირად ცრემლები მომდის. ეს ნორმალურია?

სქესობრივი აქტის დროს ადამიანს თავს ატყდება ჰორმონული ცუნამი. ასე რომ, სენტიმენტები ნუ გაგაკვირვებთ.

11. რა სიჩქარით მიისწრაფვიან სპერმატოზოიდები სანუკვარი მიზნისკენ?

მისეირნობენ - საათში დაახლოებით 20-25 სანტიმეტრის სიჩქარით.

12. ცხოველებიც მასტურბირებენ?

დიახ. მაგალითად, ირმები და მაიმუნები. თუმცა მათგან მხოლოდ ერთეულები. და არა მარტო ხვადები - ძუ მაიმუნებსაც შეიძლება წააწყდეთ ამ მდგომარეობაში.

13. ჩვეულებრივ, რამდენ ხანს გრძელდება სქესობრივი აქტი?

თუ დავუჯერებთ მეცნიერებს, 3-დან 13 წუთამდე.

14. G წერტილი ყველა ქალს აქვს?

ამ წერტილის აღმომჩენთა განმარტებით, თითქმის ყველა ქალს. უმეტესად ის საშოს შესასვლელიდან 3-5 სანტიმეტრზე მდებარეობს.

15. მსგავსი წერტილი მამაკაცებსაც აქვთ?

ასეთი რამ მამაკაცებს არ აქვთ, მაგრამ, საბედნიეროდ, მათ აქვთ ანალოგი - პროსტატა. ამბობენ, რომ თუ თითით გააღიზიანებ ადგილს, რომელიც სწორ ნაწლავსა და სათესლე ჯირკვლებს შორის მდებარეობს, თქვენც და თქვენს პარტნიორსაც დიდი ბედნიერება გეწვევათ.

16. რა ფერის საცვლებს ანიჭებენ მამაკაცები უპირატესობას და მიიჩნევენ უფრო ეროტიკულად?

კვლევებს თუ დავუჯერებთ, წითელს. ისინი მზად არიან, წითელ საცვლებში გამოწყობილ სასურველ ობიექტს ხარის მძვინვარებით შეუტიონ!… ვინ თქვა, ხარები დალტონიკები არიანო?

17. საშუალოდ რამდენჯერ შეიძლება განუვითარდეს ერექცია მამაკაცს?

თერთმეტჯერ. არ ელოდოთ!

18. საინტერესოა, ოდესმე გამოიგონებენ ვიაგრას ქალებისთვის?

ქალებთან ყველაფერი შედარებით რთულადაა: ინტიმური პრობლემები აქ უფრო ფსიქოლოგიურ ხასიათს ატარებს და არა ფიზიკურს. ამ დროს ტაბლეტებით დახმარება წარმოუდგენელია. თუმცა არსებობს ზოგიერთი სხვა საშუალებაც, რომელთა არჩევა მხოლოდ გამოცდილი სპეციალისტის პრეროგატივაა.

19. აღგზნების დროს არცთუ იშვიათად ცემინებას ვიწყებ. ეს რა არის - ალერგია სექსზე?

სქემატურად ეს შეიძლება შემდეგნაირად აიხსნას: სქესობრივი აქტის დროს ცხვირის ქსოვილებისკენ, ისევე როგორ საშვილოსნოს ქსოვილებისკენ, ძლიერდება სისხლის მიდენა. შესაძლოა, სწორედ ეს იწვევდეს ცემინებას აღგზნების დროს, თუ სხვა მიზეზი არ არსებობს. "სხვა მიზეზს" კი მხოლოდ კვალიფიციური ექიმი აღმოაჩენს.

20. მართლა არსებობს თუ არა ეფექტური აფროდიზიაკი?

თავად სიტყვა "აფროდიზიაკი" მის რეალურობაზე მიანიშნებს. უბრალოდ, ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს წითელი ან შავი ღვინო, ზოგისთვის - ახალმომზადებული არომატული (არომატიზებულში არ აგერიოთ) ყავა, აფრიკული თუ ამერიკული ხის ფესვები, ქერქები, ფოთლები თუ ყვავილები.

21. ბავშვის ჩასახვისთვის რომელი პოზაა ყველაზე უკეთესი?

საწყისი მდგომარეობა: წევხართ ზურგზე, ფეხები გაშლილი გაქვთ მხრების... პარტნიორის მხრების სიგანეზე.

22. თუ მამაკაცი "იმ ადგილს" გაიპარსავს, გახდება თუ არა სექსი უფრო უკეთესი?

ამას სექსთან კავშირი არ აქვს. შეიძლება, უარესიც გახდეს, რადგან ახალწამოზრდილი თმა იჩხვლიტება.

23. შეიძლება თუ არა, თან გეძინოს, თან ინტიმური ურთიერთობა გქონდეს?

შეიძლება. ამას სექსსომნია ჰქვია (სექსომანიაში არ აურიოთ). თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, ძილის კლინიკების პაციენტების 8% ნამდვილი სექსმთვარეულია.