News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

კვლევის ავტორებმა დაასკვნეს, რომ რინიტის დროს ანტიბიოტიკების დანიშვნას მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში აქვს აზრი. ექიმები საკმაოდ ხშირად ნიშნავენ ანტიბიოტიკებს ზედა სასუნთქი გზების ინფექციების დროს, თუ პაციენტს ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენი აღენიშნება. ანტიბიოტიკები ასეთ შემთხვევებში, სავარაუდოდ, ეფექტურია, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მათ ზიანის მოტანაც შეუძლიათ, ამიტომ ისინი მხოლოდ მაშინ უნდა მივიღოთ, თუ სიმპტომები დიდხანს გაგრძელდა. კვლევის შედეგად დადგინდა ისიც, რომ ანტიბიოტიკებს ახასიათებს გვერდითი ეფექტები, მათ შორის - ღებინება, ფაღარათი და მუცლის ტკივილი. ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის პროფესორმა ჯიმ კენედიმ განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში ოჯახის ექიმები თავიანთ პაციენტებს სურდოს დროს იშვიათად უნიშნავენ ანტიბიოტიკებს (ყოველი 100 პაციენტიდან ერთს). ანტიბიოტიკების დანიშვნას მხოლოდ მაშინ მიიჩნევენ მიზანშეწონილად, როცა პაციენტს ბრონქული ასთმა ან სინუსიტი აქვს. მეცნიერები ექიმებს მოუწოდებენ, გაითვალისწინონ ის ფაქტიც, რომ ანტიბიოტიკების ფართოდ გამოყენების შემთხვევაში პაციენტებს მათდამი რეზისტენტობა უვითარდებათ.

ჩაი სასარგებლოა კბილებისთვის

უკანასკნელ ხანს ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ  ჩაის  უნარი შესწევს, დაგვიცვას  ღრძილების დაავადებისა  და კბილებზე ახალი ღრმულების გაჩენისგან, ოღონდ ამისთვის დღეში სამი-ოთხი ფინჯანი ჩაის სმაა საჭირო. განსაკუთრებით სასარგებლოა ამ კუთხით შავი ჩაი - ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ეფექტურად ებრძვის პაროდონტის ქსოვილების ანთების განვითარებაში მონაწილე ლაცტობაცილლუს-სა და სტრეპტოცოცცუს მუტანს-ს. ამავე დროს, ჩაი ხელს უშლის მჟავას გამოყოფაში იმ ბაქტერიებს, რომლებიც აქტიურდებიან საკვების მიღების დროს. კვლევამ იგივე შედეგი აჩვენა ჩაიში შაქრის დამატების დროსაც. ასეთივე აღმოჩნდა მწვანე ჩაის ეფექტი. რამდენიმე ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მწვანე ჩაის გასახდომი ეფექტიც აქვს. მეცნიერები ამას ხსნიან დამატებითი ენერგიის გენერაციით, რომელიც ცხიმის წვის დროს იხარჯება.