სიახლეები

ავსტრალიის ჯანდაცვის სამინისტრო მკაცრი დიეტების წინააღმდეგ ილაშქრებს

ავსტრალიის ჯანდაცვის სამინისტრო მკაცრი დიეტების წინააღმდეგ ილაშქრებს

ავსტრალიაში მიმდინარეობს სარეკლამო კამპანია, რომლის მიზანი მკაცრ და ხანმოკლე დიეტებთან ბრძოლაა. კამპანიის ორგანიზატორები ცდილობენ, მოსახლეობა ცხოვრების ჯანსაღ რეჟიმზე გადაიყვანონ. კამპანია 300 ათას ამერიკულ დოლარად არის შეფასებული და ავსტრალიის სამედიცინო ასოციაციის მხარდაჭერით სარგებლობს. მას უშუალოდ ავსტრალიის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს.

ვსტრალიაში სიმსუქნე კატასტროფულ ზღვარს აღწევს. ავტრალიელები მკაცრ დიეტებს მიმართავენ, რომლებიც წონის სწრაფ კლებას იწვევს. ქვეყნის მოსახლეობა გასახდომ საშუალებებზე დღეში 1 მილიონს ხარჯავს, მაგრამ უშედეგოდ.
მეცნიერების აზრით, რადიკალურ დიეტას ეფექტი უდავოდ აქვს, მაგრამ მისი ხანგრძლივი გამოყენება დაუშვებელია. მკაცრი დიეტის დიდხანს დაცვისას ორგანიზმს

აკლდება აუცილებელი ნივთიერებები. ასეთმა დიეტამ შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, თავის ტკივილი, გულისრევა, შეკრულობა და ორგანიზმის გაუწყლოება.

 

 

ამ ავტორის სხვა სტატიები