News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

მეცნიერები აკვირდებოდნენ თაგვებზე სპილენძის შემცველი წყლის გავლენას. ცხოველებს სამი თვის განმავლობაში აძლევდნენ სპილენძს მცირე კონცენტრაციით (გარემოს დაცვის უსაფრთხოების სააგენტოს მიერ დადგენილი დასაშვები დოზის მხოლოდ10%). ასეთ დოზას ადამიანები საკვებიდან იღებენ. ამის შედეგად მღრღნელებს ტვინში დაუგროვდათ ტოქსიკური ცილები. მეტიც - სპილენძის გამო დაირღვა ჰემატოენცეფალური ბერიერი, რამაც ტვინში მისი შეღწევა გააადვილა. სპეციალისტები გვირჩევენ, დიდი სიფრთხილით მოვეკიდოთ სპილენძის შემცველი ბადების მიღებას და საერთოდ, ვაკონტროლოთ ორგანიზმისთვის გარედან (საკვების, სასმლის სახით) მიწოდებული სპილენძის ოდენობა.

მეცნიერებმა ეპილეფსიის მიზეზი დაადგინეს

მეცნიერებმა რევოლუციური ტექნოლოგიის – ექო-ME სეკვენირების წყალობით აღმოაჩინეს ბავშვთა ეპილეფსიის მძიმე ფორმასთან დაკავშირებული 6 ძირითადი გენის 25 ახალი მუტაცია. სეკვენირების მეთოდის მეშვეობით გენომში მუტაციის ადგილის დადგენა მაშინაც კი შესაძლებელია, როდესაც ადამიანს რთულად სადიაგნოზო ან უცნობი გენეტიკური გადახრები აღენიშნება. დიუკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლის  დევიდ გოლდშტეინის სამეცნიერი ჯგუფმა  სეკვენირების მეთოდით აღმოუჩინა ეპილეფსიურ ენეცეფალოპათიასთან დაკავშირებული არამემკვიდრეობითი მუტაციები 264 ბავშვს, რომელთა მშობლებსაც არასდროს ჰქონიათ ეპილეფსია. შეგახსენებთ, რომ ეპილეფსიის დროს ნეირონები ავლენენ ანომალიურ აქტივობას. ამის შედეგად ვითარდება შეტევები. უფრო ადრე გენეტიკოსებმა აღმოაჩინეს გენები, რომლებიც დაკავშირებული იყო ამ დაავადებასთან, მაგრამ მაშინ საქმე ეხებოდა ეპილეფსიის მემკვიდრეობით ფორმებს.

ზოგიერთი სასმელი გაუწყლოებას იწვევს

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ალკოჰოლი, კოფეინის შემცველი და ზოგიერთი სხვა სასმელი იწვევს ადამიანის ორგანიზმის გაუწყლოებას. ნებისმიერი სასმელი შეიცავს განსაზღვრული რაოდენობის წყალს. მაგალითად, ყავაში 98%-მდე წყალია, გაზიან სასმელებში - 90%, ღვინოში - 80%-მდე, ღია ფერის ლუდში - 80%-მდე, ჩაიში კი 98%. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ საკმარისი რაოდენობის წყალს ვიღებთ (დღეში 8-10 ჭიქამდე). მუშაობის დროს ადამიანი ხშირად სვამს ყავას, ჩაის და გაზიან სასმელებს, საღამოობით კი სპირტიან სასმელს, ამიტომ ეჩვენება, რომ სითხის მიღება აღარ სჭირდება. კვლევის ავტორთა თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ გვგონია, ჩამოთვლილი სასმელები სუფთა, ნამდვილ H2O-ს შეიცავს. ცნობილია, რომ როდესაც ორგანიზმი აგზავნის მრავალრიცხოვან სიგნალს წყურვილის შესახებ, ის ამ დროს გაუწყლოებულია. ჩვენ კი წყურვილი ხშირად შიმშილში გვერევა, რის შედეგადაც ორგანიზმი გაუწყლოებული რჩება. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩაი, ყავა, გაზიანი სასმელები, კოფეინს შეიცავს. კოფეინი შარდმდენია, ის ქსოვილებიდან აძევებს წყალს, რის შედეგადაც გაუწყლოების ხარისხი იმატებს. ადამიანი ყოველდღიურად საშუალოდ 90 უნცია წყალს კარგავს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ჯანმრთელობა და ფიზიკური მდგომარეობა საფრთხეშია. მეცნიერები შეგვახსენებენ: წყალი ენერგიის მთავარი წყაროა; ნუ დალევთ ენერგეტიკულ სასმელებს; წყალი უზრუნველყოფს ორგანიზმში საკვები ნივთიერებების ტრანსპორტს; წყალს გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსიკური ნარჩენები და მიაქვს ღვიძლისა და თირკმელებისკენ, საიდანაც ისინი საბოლოოდ გამოიყოფა; წყალი ყველაზე რბილად მოქმედი საფაღარათო საშუალებაა და საუკეთესოა ყაბზობის წინააღმდეგ; წყალი კანს სიგლუვეს ანიჭებს და ამცირებს დაბერების ეფექტს; წყალი ამცირებს მენსტრუაციამდელი სინდრომის კლინიკას და ტკივილებს მენსტრუაციის დროს; წყალი აქვეითებს მადას და ასუსტებს საკვებისადმი ლტოლვას; წყალი ზრდის ზურგის ტვინის იმუნური მექანიზმების ეფექტურობას; წყალი აძლიერებს სქესობრივ ლტოლვას; წყალი სხეულს ახალგაზრდობას უნარჩუნებს.