News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

რომლებიც სირტუინების საფუძველზე დაბერების საწინააღმდეგო საშუალებებს ამზადებენ. სირტუინები ცილებია, რომელთაც დაბერების პროცესის შემაფერხებელი და სიცოცხლის გამახანგრძლივებელი თვისებები აქვთ.

გამოკვლევა ჩაატარა სამხრეთ კალიფორნიის იმ ცნობილმა სამეცნიერო ჯგუფმა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ დაბალკალორიული დიეტის მეშვეობით გენომიდან ორი "ზედმეტი" გენის მოშორება და საფუარა სოკოს სიცოცხლის ათჯერ გახანგრძლივება შეძლო.

სირტუინებსა და SIRT გენზე ზღვა ლიტერატურა არსებობს. თავდაპირველად აღმოაჩინეს საფუარა სოკოს დაბერების საწინააღმდეგო და სიცოცხლის გამახანგრძლივებელი გენი, რომელსაც უწოდეს SIR - Silet Information Regulation (დაფარული ინფორმაციის რეგულაცია). გაირკვა, რომ სირტუინი (ცილა SIRT) შიმშილობისას აქტიურდება. ამ აღმოჩენამ საფუძველი ჩაუყარა შიმშილობის სკოლის განვითარებას. გარდა ამისა, დაიწყო მუშაობა გენ SIRT -ის ხელოვნურად გამააქტიურებელი ახალი ფარმაკოლოგიური პრეპარატის შესაქმნელად.

გამოკვლევამ ცხადყო, რომ სირტუინებს მართლაც შეუძლიათ სიცოცხლის გახანგრძლივება, მაგრამ დამანგრეველად მოქმედებენ ძუძუმწოვრების ტვინზე.

თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა ცხადყო, რომ მღრღნელები, რომელთაც დაბლოკილი ჰქონდათ ამ პროტეინების გამომუშავებაზე პასუხისმგებელი გენი SIRT, საკონტროლო ჯგუფის თაგვებზე ნაკლებს ცოცხლობდნენ. სამაგიეროდ, ტვინიც უფრო იშვიათად უზიანდებოდათ. ამრიგად, "გამაახალგაზრდავებელი" პროტეინის უქონლობა თაგვების "ინტელექტზე" კეთილისმყოფელ გავლენას ახდენდა.

მკვლევართა აზრით, სირტუინებს ცოცხალი ორგანიზმის ფუნქციონირებაში რთული როლი აკისრიათ და ვიდრე მათი ფუნქცია ბოლომდე არ იქნება შესწავლილი და ამოცნობილი, მათ საფუძველზე წამლის შექმნაზე საუბარი ნაადრევია.

დღეგრძელობის ჰორმონი

ადიპონექტინი და სომატოტროპული ჰორმონი გადამწყვეტ როლს ასრულებენ ადამიანის დღეგრძელობასა და 40 წელს გადაცილებულთა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, - მიაჩნიათ პიტსბურგში გამართული ნეიროენდოკრინოლოგთა VI საერთაშორისო კონგრესის მონაწილეებს.

პოლონელ მეცნიერთა მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ასაკის 133-მა ქალმა, რომელთაგან 25 ას წელს იყო გადაცილებული.

კვლევის შედეგების თანახმად, ასი წლის ქალბატონებს სისხლში ადიპონექტინის შემცველობა გაცილებით მეტი ჰქონდათ, ხოლო ინსულინისა და ლეპტინისა - გაცილებით დაბალი. ამასთან ერთად, აღენიშნებოდათ დაქვეითებული ინსულინრეზისტენტობა და ქოლესტერინის დაბალი შემცველობა.

ჰორმონ ადიპონექტინს ცოცხალი ქსოვილები გამოიმუშავებს. ის წარმოადგენს პეპტიდს, რომელიც ხელს უშლის სისხლძარღვთა კედლებზე ცხიმოვანი ნადების გაჩენას. ეს ჰორმონი დიდ როლს ასრულებს შაქრისა და ქოლესტერინის მეტაბოლიზმში.

მკვლევართა აზრით, ექსპერიმენტის მონაწილეთა დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას უშუალო კავშირი აქვს ადიპონექტინის მაღალ შემცველობასთან.

პაციენტთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხარისხზე სომატოტროპული (ზრდის) ჰორმონის ხელოვნური მატების გავლენას შეისწავლიდნენ ვაშინგტონელი მეცნიერებიც. კვლევებმა ცხადყო, რომ ასაკის მატებასთან ერთად სომატოტროპინის გამომუშავება მცირდება, რაც მუსკულატურის მოდუნებას და მოძრაობის აქტიურობის დაქვეითებას იწვევს.

ფარმაცევტულმა კომპანია ,,ფაიზერმა" შეიმუშავა სომატოტროპული ჰორმონის გამომუშავების მასტიმულირებელი პრეპარატი - კაპრომორელინი. ამ პრეპარატს ერთი წლის განმავლობაში რეგულარულად იღებდა 65-დან 84 წლამდე ასაკის 395 მამაკაცი და ქალი. თითქმის ამდენივე მონაწილეს აძლევდნენ პლაცებოს. მათ, ვინც კაპრომორელინით მკურნალობდა, კუნთოვანი მასა აღუდგათ. იმ მონაწილეთა უმეტესობამ, რომლებიც წლების მანძილზე სხვისი დახმარებითაც ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას, დამოუკიდებლად შეძლო მოძრაობა. მათ, ვინც პლაცებოს იღებდა, უკეთესობა არ დასტყობიათ.

მიუხედავად კაპრომორელინის კლინიკური გამოცდის დროს მიღებული ხანგრძლივი ეფექტისა, ამერიკის შეერთებული შტატები პრეპარატის ბაზარზე გამოშვებას ჯერჯერობით არ აპირებს. მკვლევართა აზრით, პრობლემა ის არის, რომ პროდუქტებისა და მედიკამენტების სამმართველო სიბერეს დღესდღეობით დაავადებად არ განიხილავს და უნდობლობას უცხადებს ყველა იმ პრეპარატს, რომელიც ამ ბუნებრივი პროცესის შესაფერხებლად არის შექმნილი. გარდა ამისა, შეუსწავლელია გვერდითი ეფექტები, რომლებმაც შესაძლოა პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში იჩინოს თავი.

დღეგრძელობის ენი ხელს უწყობს ნათელი გონების შენარჩუნებას

გენი, რომელიც ჩვენს დღეგრძელობას განაგებს, იმაშიც გვეხმარება, რომ ნათელი გონება და სტაბილური მეხსიერება ღრმა სიბერეშიც კი შევინარჩუნოთ - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ებრაელი მეცნიერები, რომლებმაც ისრაელის 158 დღეგრძელი მოქალაქის გენომი შეისწავლეს.

იეშივას უნივერსიტეტის ალბერტ აინშტაინის სახელობის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერთა ჯგუფმა 95 წელს გადაცილებული 158 მოხალისე გამოიკვლია და დაასკვნა, რომ ამ გენის კონკრეტული ვარიანტის მატარებლები სიბერეში ნათელ გონებას სხვებზე ორჯერ უფრო ხშირად ინარჩუნებენ.

ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევისას, რომელშიც 75-დან 85 წლამდე ასაკის 124-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ამ ვარიანტის გენის მქონე ინდივიდებს ალცჰაიმერის დაავადება სხვა ფორმის ჭკუასუსტობასთან შედარებით 5-ჯერ იშვიათად გამოუვლინდათ.

კვლევამ დაადასტურა, რომ გენ CETP VV -ს უშუალო კავშირი აქვს დღეგრძელობასთან - გენის ამ ვარიანტის მატარებელია 70 წელს გადაცილებულთა დაახლოებით 8%, მაშინ როცა 100 წელს მიღწეულებს შორის მათ წილად 25% მაინც მოდის.

გენი CETP დიდ როლს ასრულებს ქოლესტერინის ცვლაში და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ინსულტის და მოხუცებულობის ჭკუასუსტობის ზოგიერთი ფორმის განვითარების ალბათობას ამცირებს.

კვლევის ავტორი ჭკუასუსტობის რისკის შემცირებასთან დღეგრძელობის გენის კავშირს იმედის მომცემ აღმოჩენად მიიჩნევს. მეცნიერები არ გამორიცხავენ ისეთი პრეპარატის შექმნას, რომელსაც გენ CETP VV-ის არმქონე ადამიანის ორგანიზმზე ამ გენის მსგავსი ზემოქმედების მოხდენა შეეძლება.

შაკიკი - მეხსიერების შენარჩუნების საუკეთესო გზა

ჟურნალ Neurology-ს ცნობით, შაკიკით დაავადებულ ქალებს ხანდაზმულ ასაკში გაცილებით იშვიათად უქვეითდებათ კოგნიტური შესაძლებლობები.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 1448 ქალი გამოიკვლიეს. 204 მათგანი შაკიკის რეგულარულ შეტევებს უჩიოდა. ყველა მონაწილეს ჩაუტარდა კოგნიტური ფუნქციის კვლევა - მეხსიერების შესამოწმებელი ტესტირება. განმეორებითი ტესტირება 12 წლის შემდეგ ჩატარდა. შაკიკით დაავადებულ ქალბატონებს კვლევის დასაწყისში კოგნიტური ფუნქცია სხვებთან შედარებით უმნიშვნელოდ აღმოაჩნდათ დაქვეითებული, 12 წლის შემდეგ კი, თუმცაღა კოგნიტურ შესაძლებლობათა გაუარესება ორივე ჯგუფში შეიმჩნეოდა, შაკიკიან ქალბატონებს მეხსიერება სხვებთან შედარებით 17%-ით ნაკლებად ჰქონდათ დაქვეითებული.

ურთიერთკავშირის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მკვლევართა აზრით, შესაძლოა, განსაზღვრულ ეფექტს ახდენდეს შაკიკის საწინააღმდეგო წამალი (იბუპროფენი), დიეტა და ცხოვრების წესი. გარდა ამისა, შაკიკით დაავადებულები ცდილობენ, იშვიათად მიიღონ ალკოჰოლი და დიდხანს იძინონ... გასათვალისწინებელია ისიც, რომ ისინი უფრო ხშირად იღებენ ვიტამინებსა და საკვებ დანამატებს, რადგან უფრო მეტად უფრთხილდებიან ჯანმრთელობას.

სოიის პროდუქტები მეხსიერებას აქვეითებს

ბრიტანელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სოიის პროდუქტების ხშირი მიღება ასაკოვან ადამიანებში მეხსიერების დაქვეითებას იწვევს. ისინი გვირჩევენ, 60 წლის შემდეგ მათ გამოყენებას ვერიდოთ.

ლაფბოროსა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში მკვლევარებმა შეისწავლეს და ერთმანეთს შეადარეს კუნძულ იავის 52-დან 98 წლამდე ასაკის 720 მკვიდრის კვებითი ჩვევები და მეხსიერება. აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც სოიის პროდუქტს დღეში ერთ ჯერზე მეტად იღებდა, მეხსიერება 20%-ით უარესი ჰქონდა, ვიდრე დანარჩენებს.

კვლევის შედეგების საფუძველზე მეცნიერებმა რეკომენდაციები შეცვალეს: აქამდე ითვლებოდა, რომ აქტიური იზოფლავონების შემცველობის გამო სოია ძალიან სასარგებლოა, მაგრამ იზოფლავონებთან ერთად სოია შეიცავს ფიტოესტროგენებს, რომლებიც დადებითი ზემოქმედების პარალელურად აქვეითებენ მეხსიერებას და ზრდიან მოხუცებულობის დემენციის განვითარების რისკს. ამგვარი ზემოქმედების მექანიზმი ჯერ კიდევ დაუდგენელია.