სწორი ნაწლავის გამოვარდნა ბავშვებსა და ზრდასრულებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სწორი ნაწლავის გამოვარდნა ბავშვებსა და ზრდასრულებში

  • ყაბზობა, მუდმივი ჭინთვები;
  • მძიმე მშობიარობით გამოწვეული უკანა ტანის კუნთების ტრავმა, შორისის დიდი ზომის ჩახევები;
  • უკანა ტანის კუნთებისა და მყესების ასაკობრივი ცვლილებები;
  • ოპერაციები მცირე მენჯის ორგანოებსა (გინეკოლოგიური და სხვა) და სწორ ნაწლავზე.

რა ხდება ამ დროს?

დაავადება იწყება შეუპოვარი ყაბზობით (ხშირად - ბავშვობიდან) და დეფეკაციის სხვა სირთულეებით, თეთრეულზე განავლის გამოყოფით, მენჯის არეში მწველი ტკივილით. პაციენტები უჩივიან აირებისა და თხევადი განავლოვანი მასების შეუკავებლობასა და უკანა ტანიდან გამონაზარდს, თავდაპირველად - დეფეკაციის, მერე კი ხველისა და სიარულის დროსაც. პირველ ხანებში ნაწლავი თვითონვე შებრუნდება უკან, ანდა პაციენტი ხელით ჩაისწორებს, მერე და მერე კი ესეც შეუძლებელი ხდება. პაციენტი უჩივის სისველის მუდმივ შეგრძნებას, გამოეყოფა ლორწო და სისხლი, აწუხებს ანალური არის ქავილი.

როგორ ხდება დიაგნოსტიკა

სწორი ნაწლავის გამოვარდნის დროს უნდა მიმართოთ ექიმ პროქტოლოგს, რომელიც დიაგნოზის დასაზუსტებლად მიმართავს:

  • დათვალიერებას - პაციენტის გაჭინთვისას ჩანს ნაწლავის გამოვარდნილი ნაწილი;
  • სწორი ნაწლავის თითით გასინჯვას ნაწლავის კედლის მდგომარეობის შესაფასებლად;
  • ინსტრუმენტულ გამოკვლევას, კერძოდ, რექტომანოსკოპიასა და კოლონოსკოპიას პოლიპების გამოსარიცხად.

როგორ მკურნალობენ

სწორი ნაწლავის გამოვარდნის მკურნალობის კონსერვატიული მეთოდები ზრდასრულ პაციენტებთან წარმატების გარანტიას, სამწუხაროდ, არ იძლევა. გაცილებით ეფექტურია ქირურგიული მეთოდები, მაგრამ თუ ოპერაცია საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ ნაწლავის გამოვარდნა, განავლოვანი მასების შეუკავებლობის აღმოფხვრა ათიდან მხოლოდ ხუთ შემთხვევაშია შესაძლებელი. ხანდაზმული ასაკი არ წარმოადგენს ოპერაციის უკუჩვენებას - ანესთეზიის თანამედროვე მეთოდების პირობებში სწორი ნაწლავის გამოვარდნის ოპერაციული მკურნალობა შეიძლება - და საჭიროცაა - ნებისმიერ ასაკში ჩატარდეს. სწორი ნაწლავის გამოვარდნას ხშირად თან ახლავს შორისის დაწევა (უპირატესად - ქალებში) და სწორი ნაწლავის სოლიტარული (ერთეული) წყლულის სინდრომი. შორისის დაწევისას ქალები უჩივიან შარდის შეუკავებლობას და საშვილოსნოს გამოვარდნას. მკურნალობა უნდა ჩატარდეს გინეკოლოგთან ერთად. სწორი ნაწლავის წყლულის მკურნალობა ინდივიდუალურია. თუ სწორი ნაწლავის გამოვარდნის ნიშნები ჭარბობს, ექიმის ძალისმხმევა სწორედ გამოვარდნის კორექციისკენ იქნება მიმართული. წყლულის სამკურნალოდ იყენებენ კონსერვატიულ მეთოდებს: მალამოებს, საცხებს, სპეციალურ ინექციებს და სხვა. თუ კონსერვატიული თერაპია უეფექტო აღმოჩნდა, მიმართავენ ფოტოკოაგულაციასა და კრიოთერაპიას, რის შედეგადაც წყლულის ადგილას წარმოიქმნება ნაწიბური.

როგორ ვუმკურნალოთ ბავშვებს

ბავშვებში სწორი ნაწლავის გამოვარდნისას მკურნალობის სწორედ კონსერვატიულ მეთოდებს ამჯობნებენ. რეკომენდებულია:

  • რაციონში დიდი რაოდენობით ჩავრთოთ მცენარეული უჯრედისი (ქატო და სხვა);
  • მივაჩვიოთ ბავშვი კუჭის მოქმედებას დღის ერთსა და იმავე დროს;
  • ვასწავლოთ დეფეკაციის შემდგომი ჰიგიენა - უკანა ტანის ჩაბანა თბილი წყლითა და საპნით კუჭის მოქმედების შემდეგ;
  • ჩავუტაროთ ზოგადგამაჯანსაღებელი თერაპია (სათანადო და რეჟიმული კვება, ვიტამინები, სუფთა ჰაერზე დასვენება და სხვა);
  • გავუძლიეროთ უკანა ტანის კუნთები (აქტიური ფიზიოთერაპია, ელექტროსტიმულაცია, სამკურნალო ფიზკულტურა).

თუ ბავშვს უეცრად სწორი ნაწლავი გამოუვარდა, ფრთხილად სცადეთ მისი ჩასწორება. ეს პროცედურა უნდა ჩატარდეს სრულიად ძალდაუტანებლად, სათუთად, რათა ლორწოვანი არ დაზიანდეს. კონსერვატიული მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში დაისმის ქირურგიული მკურნალობის საკითხი.