როგორ ვმართოთ გულსისხლძარღვოვანი დაავადებები? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვმართოთ გულსისხლძარღვოვანი დაავადებები?

- ბატონო ვაჟა, მომატებული არტერიული წნევის მართვა მხოლოდ სისხლის წნევის ციფრების დარეგულირებას ითვალისწინებს?

- ესენციური ჰიპერტენზია, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში,  ყველაზე უფრო სასტიკ და ვერაგ პათოლოგიად, #1 მკვლელადაა შერაცხული, მაგრამ ამავე დროს იგი თავისი შინაარსით ერთი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია და მეტი არაფერი. პაციენტს მაღალი არტერიული წნევის ციფრები არ ჰკლავს. სიცოცხლისთვის საშიში ამ ციფრებით გამოწვეული გართულებებია, მაგალითად, ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, თირკმლის გამოხატული უკმარისობა და სხვა. ამ გართულებების ალბათობა კი მით უფრო მაღალია, რაც უფრო მეტი სხვა თანმხლები რისკ-ფაქტორი აღენიშნება პაციენტს. ეს შეიძლება იყოს: თამბაქოს მწეველობა, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი შემცველობა სისხლში და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, არტერიული ჰიპერტენზიის მართვა მხოლოდ სისხლის წნევის ციფრების დარეგულირებას არ ითვალისწინებს. ასეთ დროს სასურველია, პაციენტს მუდმივად და დამაჯერებლად ვურჩიოთ გახდომა, თუ ეს საჭიროა, თუ ის ეწევა - თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებება, აქტიური დინამიური დატვირთვა - თუ ადამიანი ნაკლებად მოძრავი ცხოვრების მიმდევარია და ასე შემდეგ. სასურველია, აღნიშნული რჩევა-დარიგებები გამაღიზიანებელი არ იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანთა უმრავლესობისთვის დამახასიათებელი წინააღმდეგობის ინსტინქტის გამო შეიძლება აბსოლუტურად საწინააღმდეგო შედეგი მივიღოთ. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ცხოვრების წესის შეცვლას სტაბილური სახე არ მიეცა, სასურველ შედეგიანობას ნურც ველოდებით.

- მაშ, როგორ უნდა ვმართოთ გულსისხლძარღვოვანი დაავადებები?

- სიმართლე გითხრათ, თავად ტერმინი "მართვა", კარგა ხანი მეც ყურს მჭრიდა. ჩვენთვის ერთი შეხედვით უფრო მისაღები დაავადების მკურნალობაა, მაგრამ თუ დავფიქრდებით, სხვაობა საკმაოდ იოლი დასანახია. როგორ ვმართოთ გულსისხლძარღვთა დაავადებები? - ეს კითხვა  რიტორიკულის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ დეტალური განხილვისას ვნახავთ, რომ არც მთლად ასეა საქმე. ჩვენ მტკიცებულებითი მედიცინის ხანაში ვცხოვრობთ. ეს ნიშნავს, რომ ამა თუ იმ დაავადების მკურნალობის ან გამოკვლევის მეთოდის შეფასება უმთავრესად სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სამედიცინო ცენტრებში ადექვატური პროტოკოლით ჩატარებული მრავალი პაციენტის მომცველი მეცნიერული კვლევების შედეგებზე დაფუძნებული მიდგომით ხდება. ამ პრინციპებზეა დამყარებული ის გაიდლაინები (ქართულად – მეთოდური რეკომენდაციები), რომლებიც ყოველდღიური სამედიცინო პრაქტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენენ ევროპასა და აშშ-ში. "ოქსფორდ მედიკალში" ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა სწორედ ზემოთ აღნიშნულ მიდგომას ემყარება. მე სავსებით ვეთანხმები ჩვენი ევროპელი კოლეგების მოსაზრებას, და ვფიქრობ, ამაში ყველა ადამიანი დამეთანხმება, რომ მკურნალობის დაწყებამდე სასურველია, შეფასდეს ყოველი კონკრეტული პაციენტის რისკ-ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ დაავადების მოსალოდნელ გართულებათა ალბათობას. რეკომენდებულია, ეს ყველაფერი გათვალისწინებული იყოს ყოველი ინდივიდუალური პაციენტის როგორც გამოკვლევის მეთოდების, ისე მკურნალობის სქემის შემუშავებისას. ამგვარად, უმჯობესია, ყველა გულსისხლძარღვოვანი პათოლოგიის მართვა სწორედ მტკიცებულებებით გამყარებული მეთოდური რეკომენდაციების მიხედვით ხდებოდეს. ისიც უნდა იცოდნენ ადამიანებმა, რომ დაავადებების ევროპული გაიდლაინებით განპირობებული მიდგომა სხვა მეთოდოლოგიებთან შედარებით სულ მცირე 10%-ით ნაკლები სიკვდილიანობითა და ავადობით გამოირჩევა. 10 გადარჩენილი სიცოცხლე, დამეთანხმებით, ცოტა არ არის. ამ სერიოზული მიმოხილვითი კვლევის შედეგები, რაც მრავალი ქვეყნის მონაცემებზეა დაფუძნებული, ევროპაში კარგა ხანია, ცნობილია. ასე რომ, სასურველია, ევროპული გაიდლაინების ადექვატური გამოყენება ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიური პრაქტიკის განუყოფელი ნაწილი გახდეს. კიდევ ერთხელ მივესალმები იმას, რომ "ოქსფორდ მედიკალში" ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა სწორედ ზემოთ აღნიშნულ მიდგომას ემყარება.

დევი დევიძე