სამედიცინო ტექნოლოგიების გამოფენა „ექსპო ჯორჯიაში“
ჯანდაცვის გამოფენა ყოველწლიურად ტარდება, წელს რიგით მეცამეტეა და სარგებლობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
ტრადიციულად გამოფენაში მონაწილეობს მრავალი უცხოური და ქართული კომპანია. წელს გამოფენაში მონაწილეობას იღებენ კომპანიები 15 ქვეყნიდან - საქართველო, უკრაინა, გერმანია, პოლონეთი, ბელარუსი, რუსეთი, შვეიცარია, სომხეთი, ჩინეთი, თურქეთი, აშშ, იტალია, ესპანეთი, ისრაელი, იაპონია.
გამოფენაზე მოსული დამთვალიერებელი იხილავს 100-მდე ბრენდს ჯანდაცვის დარგის სხვადასხვა მიმართულებებიდან - სამედიცინო დანადგარები და ხელსაწყოები, ელექტრომედიცინა, ტექნიკა ლაბორატორიისთვის, დიაგნოსტიკა, საავადმყოფოს მოწყობილობა და მასალები, სტომატოლოგია, ფარმაცევტული ნაწარმი.
ინტერესი სამედიცინო სფეროს მიმართ უაღრესად დიდია. უცხოური კომპანიები გამოფენის საშუალებით ეცნობიან ადგილობრივ ბაზარს, ამყარებენ საქმიან კავშირებს ადგილობრივ კომპანიებთან, ქმნიან წარმომადგენლობებს.
ჯანდაცვის გამოფენა, რაღა თქმა უნდა, საინტერესოა დარგის პროფესიონალებისთვის, საავადმყოფოებისა და კლინიკების ხელმძღვანელებისა და ექიმებისათვის, რამდენადაც ჩატარდება ლექციები, მასტერ-კლასები და მონაწილეების მიიღებენ სერტიფიკატებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს გამოფენა არანაკლებ მიმზიდველია მოსახლეობისთვის რადგან მონაწილე კომპანიები ატარებენ დიაგნოსტიკურ ტესტებს და ავრცელებენ ინფორმაციას სხვადასხვა საინტერესო საკითხის შესახებ.
გამოფენაზე დასწრებას შეძლებს ნებისმიერი მსურველი, ბილეთები გაიყიდება გამოფენის სარეგისტრაციო დახლთან, დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვებგვერდი და ფეისბუქის გვერდი - www.expogeorgia.ge და www.facebook.com/expogeorgia.
გამოფენის ცენტრი "ექსპო ჯორჯია" მე-11 პავილიონი: თბილისი, ა. წერეთლის გამზირი, 118.
ტელ.: 2 34 11 00, ფაქსი: 2 35 11 00
გამოფენის ოფიციალური გახსნა: 20 ივნისი, 2013 წ. - 11:00 სთ.
სამუშაო საათები: 20, 21, 22, 23 ივნისი 2013 წ. - 11:00 - 18:00 სთ.