რა ემართება თმას ორსულობისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ემართება თმას ორსულობისას

- როდესაც ქალი დედობისთვის ემზადება, იგი უფრო მეტ ყურადღებას აქცევს თავის ჯანმრთელობას. ორსულობის დროს თმის მდგომარეობა მომავალი დედის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ფონის ინდიკატორია. თმა კანის ნაწილია, ამიტომ ჰორმონული გარდაქმნები მასზეც მოქმედებს. ეს ზემოქმედება სხვადასხვანაირია და განსაკუთრებული სიცხადით ვლინდება ორსულობის მეორე ტრიმესტრში. ორსულობის დროს მიმდინარე გარდაქმნები უმეტესად დადებითად აისახება თმის მდგომარეობაზე, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ორსულობისას თმის მდგომარეობა უარესდება. სასქესო ჰორმონების ბალანსის დარღვევაზე თმა სწრაფად რეაგირებს, ხდება ცხიმიანი, მშრალი, მყიფე, უჩნდება ქერტლი, ადრინდელზე მეტად ცვივა...

- რით გამოიხატება ორსულობის დადებითი გავლენა თმაზე?

- ესტროგენების დონის მატება ახანგრძლივებს თმის სიცოცხლეს. ორსულობის დროს თმის სტრუქტურა, ჩვეულებრივ, უმჯობესდება, ფერხდება მისი ცვენა, თმა ხდება უფრო სქელი,  მსხვილი, მატულობს მისი ბუნებრივი ბზინვარება, მაგრდება თმის ბუდე, ამიტომ რაც უფრო იზრდება ორსულობისას ვადა, მით უფრო ნაკლები თმა რჩება სავარცხელზე და მეტი - თავზე. თუ თქვენ, ჩვეულებრივ, კარგავთ 50-80 ღერ თმას ყოველდღიურად, ორსულობისას ეს დანაკარგი რამდენჯერმე მცირდება (თუმცა ორსულობის შემდეგ უბრუნდება საწყის დონეს). ხშირად ორსულობა აუმჯობესებს სუსტი, მტვრევადი, უსიცოცხლო და დაზიანებული თმის მდგომარეობას.

- რა ხდება მშობიარობის შემდეგ?

- მშობიარობის შემდეგ თმა კვლავ მცირდება. ცვენა შესაძლოა განსაკუთრებით ინტენსიური გახდეს მშობიარობიდან 2-4 თვის შემდეგ, როდესაც ჰორმონული ფონი იწყებს გაწონასწორებას და თმა პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება, ამიტომ ბევრი ქალი თმის ცვენას ორსულობის დასრულებას უკავშირებს. მშობიარობის შემდეგ თმის ცვენა პათოლოგია კი არ არის, არამედ ნორმალური მოვლენაა. ამ დროს ცვივა ის თმა, რომელიც უნდა ჩამოცვენილიყო, ორსულად რომ არ ყოფილიყავით. ქალებს, რომლებიც წლამდე აწოვებენ ძუძუს, თმა ისე ძლიერ არ სცვივათ, როგორც იმ ქალებს, რომლებიც ძუძუს არ აწოვებენ. თმის ცვენა, ჩვეულებრივ, სრულდება მშობიარობიდან 3-6 თვის შემდეგ. თუ თქვენს ორგანიზმს არ ჰყოფნის კალციუმი, ცილა, ვიტამინები, თმის ცვენა შეიძლება გაგრძელდეს.

- შეიძლება თუ არა თმის შეჭრა ორსულობისას?

- ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცრუ შეხედულებაა ის, რომ ორსულობის დროს თმის შეჭრა არ შეიძლება. ფიზიოლოგიური ახსნა იმისა, რატომ არ უნდა შეიჭრათ თმა 9 თვის განმავლობაში და იაროთ მოუვლელმა, არ არსებობს. სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ შეჭრა არათუ ნებადართული, არამედ აუცილებელიცაა, ჯერ ერთი - იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ აქტუალური სახე, მეორე - იმისთვის, რომ მოიცილოთ გაყოფილი ბოლოები და ხელი შეუწყოთ თმის ზრდას. თუ მომავალი დედა ორსულობისას თმას შეიჭრის, არავითარი ზიანი ნაყოფს არ მიადგება.

- შეიძლება თუ არა თმის შეღებვა ორსულობის დროს?

- ზოგიერთი სპეციალისტი არ გვირჩევს ორსულობისას თმის შეღებვას და ამას იმით ხსნის, რომ ქიმიური ხსნარი, რომელიც თავის თმოვან ნაწილზე ხვდება, შესაძლოა იქიდან მოხვდეს კანქვეშა სისხლის მიმოქცევაში, შემდეგ კი ნაყოფამდე მიაღწიოს. მაგრამ ასეთი შემთხვევები მეცნიერებას არ აღურიცხავს; მსოფლიოში უამრავი ქალი იღებავს თმას ორსულობისას და აჩენს ჯანმრთელ ახალშობილს. ქიმიური ნივთიერებების ნაყოფამდე მიღწევა ჰიპოთეზაა. ექიმებს ტიპური მეცნიერული მიდგომა აქვთ - თავს იზღვევენ და ორსულებს შესაძლო რისკის თაობაზე აფრთხილებენ. ზოგიერთი ექიმი იმასაც კი ამტკიცებს, რომ მთავარია, არ შევიღებოთ თმა ორსულობის პირველ ტრიმესტრში, როდესაც მიმდინარეობს ნაყოფის ორგანოებისა და ქსოვილების ინტენსიური ჩამოყალიბება. მაგრამ აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თითქმის ყველა იაფფასიანი საღებავი მზადდება ამიაკის საფუძველზე, რომლის ორთქლი მავნეა როგორც ქალისთვის, ასევე ნაყოფისთვისაც. ამასთან, არასასიამოვნო სუნმა შეიძლება გამოწვიოს გულყრა, თავბრუსხვევა და ა.შ. გარდა ამისა, თმის შეღებვისას შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქცია იმ საღებავზე, რომელსაც ადრეც ხმარობდით. უმეტესად კი ყველაფერი დამოკიდებულია ორსულის შეგრძნებებზე  და იმაზე, როგორ მიმდინარეობს ორსულობა. თუ ქალს აქვს ტოქსიკოზი და ქიმიური სუნები უბრალოდ აუტანელია მისთვის, ჯობს, შეღებვაზე უარი თქვას. შეღებვა შეიძლება კარგად განიავებულ შენობაში, ასე რომ, მიბრძანდით სალონში, სადაც კარგი ვენტილაციაა და გამოიყენეთ ნაკლებად საშიში, ნატურალური საღებავები, რომლებიც არ შეიცავს ამიაკს ან შეიღებოთ თმა ხალხური მეთოდებით. მაგალითად, ინით ან ბასმით, რომლებიც თმას მოწითალო ან მუქ ყავისფერ შეფერილობას აძლევს, რეგულარულად ივლოთ თმაზე ხახვის ფოთლების ან გვირილის ყვავილების ნახარში, რომლებიც ოქროსფერ ელფერს იძლევა, ანდა კაკლის ნაჭუჭის ნახარში, რომელიც თმას წაბლისფერს მისცემს. ნატურალური საღებავები, გარდა იმისა, რომ  თმას ელფერს უცვლის, ამავე დროს ამაგრებს თმის ძირებს, ამცირებს ქერტლის გაჩენისა და ალერგიული რეაქციების ალბათობას.


- როდის ეწყება თმის ცვენა ორსულს?

- ორსულებს, როგორც წესი, აკლიათ კალციუმი, რამაც შესაძლოა თმის ცვენა გამოიწვიოს. პარალელურად ფუჭდება კბილები, იფცქვნება ფრჩხილები... ამ დროს კარგია კალციუმის, თუთიისა და მაგნიუმის პრეპარტების მიღება. კალციუმის ნაკლებობა თმას აშრობს, ამიტომ იგი უნდა ვკვებოთ და დავატენიანოთ. ამაში დაგვეხმარება ზეთოვანი (მაგალითად, ბირკავას ზეთის) ნიღბები, სველი სახვევები, თმის დაბანა არა შამპუნით, არამედ, მაგალითად, ჭვავის პურის ფაფით.  ეს თმას აჯანსაღებს და ზრდაში უწყობს ხელს.

- რას გვეტყვით ქერტლის საწინააღმდეგო საშუალებებზე?

- ქერტლის საწინააღმდეგო საშუალებებს ორსულობისას ბევრი ექიმი არ გვირჩევს, თუცა ნაყოფზე იმ ქიმიკატების არასასურველი ზემოქმედება, რომლებსაც ქერტლის საწინააღმდეგოდ იყენებენ, დადასტურებული არ არის.

- შეიძლება თუ არა ორსულისთვის თმის ქიმიური დახვევა?

- შეიძლება, მაგრამ რთულია, რადგან ორსულობისას თმის სტრუქტურა იცვლება, ღერები მაგრდება, ნაკლებად რეაგირებს გარეგან ფაქტორებზე, ამიტომ წინასწარ ჩაიტარეთ ტესტი ერთ კულულზე - თუ არაფერი გამოვიდა, თმის დახვევაზე დროებით უარის თქმა მოგიწევთ.

- რას გვეტყვით აფრიკულ ვარცხნილობასა და თმის გაზრდაზე ?

- ორსულობის დროს შეგიძლიათ გაიკეთოთ ერთიც და მეორეც, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ სტილისტის სავარძელში საკმაოდ დიდი ხნის გატარება მოგიწევთ, ამიტომ უმჯობესია, აირჩიოთ შენობა, სადაც სუფთა ჰაერი მოძრაობს. აფრიკული ნაწნავები კარგი ხერხია წამოზრდილი თმის ძირების დასამალავად, რაც მნიშვნელოვანია, თუ მათი შეღებვა გაშინებთ.

თმის მოვლის საფუძვლები ორსულთათვის

  • აირჩიეთ ვარცხნილობა, რომელიც გიხდებათ. თუ თმა გაგისქელდათ და სახეც გაგისუქდათ, მოგიხდებათ ვარცხნილობა, რომელიც დაფარავს ლოყებს. მეორე მხრივ, თუ თმა გამოშრა და მტვრევადი გახდა, უფრო მოკლე ვარცხნილობა შესაძლოა მეტად მოგიხდეთ, მოვლაც გაცილებით ადვილია. მარტივმა ვარცხნილობამ შესაძლოა დამალოს თმის ცხიმოვანი ბზინვარება, ხოლო მრავალშრიანმა - თმის სიმშრალე.
  • ჩაატარეთ ექსპერიმენტი სხვადასხვა შამპუნით. მშრალი თმა იშვიათად უნდა დაიბანოთ. გამოიყენეთ მსუბუქი შამპუნი, რომელიც თავის კანს არ აცილებს ბუნებრივ ცხიმს. თუ თმა ძლიერ ცხიმიანია, დაიბანეთ უფრო ხშირად.
  • გაიმშრალეთ პირსახოცით, ნაცვლად ფენისა. ვარცხნილობისთვის ფენის ნაცვლად გამოიყენეთ სპეციალური მუსი.
  • შხაპის ქვეშ ჩაიტარეთ თავის კანის მასაჟი თითის ბალიშებით. ეს ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას.

არ დაივიწყოთ, რომ თმის შესახედაობა და სტრუქტურა დამოკიდებულია ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე - კვებაზე, კუჭ-ნაწლავის მოქმედებაზე.

- ნებადართულია თუ არა ეპილაცია?

- ზოგიერთ სალონურ პროცედურას აქვს არა მარტო ესთეტიკური, არამედ ჰიგიენური ფუნქციაც. ასეთია, უპირველესად, ეპილაცია. სამართებელი და სპეციალური კრემები, რასაკვირველია, უვნებელია და მათი გამოყენება დიდ დროს არ მოითხოვს, მაგრამ ისინი უზრუნველყოფენ ხანმოკლე ეფექტს. ცვილის ეპილაცია, რომელიც სალონში ტარდება, ზედმეტი თმისგან მინიმუმ 3 კვირით დაგასვენებთ, ლაზერული და ფოტოეპილაცია კი თმისგან სამუდამოდ გათავისუფლებას გპირდებათ, მაგრამ ამისთვის საჭიროა, სულ ცოტა, ნახევარი წელი იაროთ პროცედურაზე. ორსულებისთვის ოპტიმალური არჩევანი, რასაკვირველია, ცვილია, ამასთან, ცხელი. შინ პროცედურის ჩატარებას სპეციალისტები ორსულებს არ ურჩევენ - ამ შემთხვევაში ის გაცილებით მტკივნეულია, ვიდრე სალონური პროცედურა. დამუშავება ნებისმიერი ზონისა შეიძლება, მათ შორის - ბიკინისაც. მტკივნეული შეგრძნებების მინიმუმამდე დასაყვანად გამოიყენეთ კრემები, რომლებიც ამცირებს კანის მგრძნობელობას. ელექტრო-, ფოტო- და ლაზერული ეპილაცია უკუნაჩვენებია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაორსულებამდე მისდევდით ამ პროცედურებს, შეისვენეთ და დროებით ცვილზე გადადით.

- რას გვეტყვით ლაზერის შესახებ?

- ორგანიზმზე ლაზერის ზემოქმედება ბოლომდე შესწავლილი არ არის, ამიტომ არ ღირს, დარტყმის ქვეშ დააყენოთ თქვენი პაწიაც და საკუთარი თავიც. რაც შეეხება ელექტროეპილაციას, მან შესაძლოა გამოიწვიოს ელექტროშოკი, რომლის შედეგები ხშირად არაპროგნოზირებადია.

- დეპილაციის საშუალებები?

- ორსულობის დროს შეიძლება დეპილატორის გამოყენება. აირჩიეთ შემადგენლობა თქვენთვის სასიამოვნო სურნელით. დაბოლოს, გახსოვდეთ: ორსულობისას უნდა მისდიოთ პრინციპს - არ ავნო. არსებობს ე.წ. კრიტიკული პერიოდები, როდესაც ორგანიზმზე აქტიური ზემოქმედება უნდა გამორიცხოთ. ესენია მე-2-3, მე-8-13, მე-18-22-ე და 28-32-ე კვირა. მოუარეთ თავსა და ბავშვს.