News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

სტატინების გვერდითი ეფექტებია კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე, სპაზმები და ზოგჯერ კუნთოვანი ქსოვილის გახლეჩაც კი, რაც თირკმელების დაზიანების რისკს აჩენს. ეს პრობლემები უმეტესად მაშინ იჩენს თავს, როდესაც ზემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტები კომბინირებულად ინიშნება. ექსპერტები ექიმებს სიმვასტატინის დოზის შემცირებას ურჩევენ - 20 მგ-ის მიღებისას გვერდითი ეფექტები უფრო იშვიათია. მათი აზრით, შეიძლება პაციენტის სხვა სტატინზე გადაყვანაც.

უჯრედული იმპლანტანტები მამაკაცის უნაყოფობის წინააღმდეგ

მამაკაცები, რომელთა უნაყოფობა ბავშვობაში ჩატარებული კიბოს საწინააღმდეგო თერაპიის ბრალია, ამ პრობლემას ღეროვანი უჯრედების დახმარებით დაძლევენ. ამას ადასტურებს იმ გამოკვლევათა შედეგები, რომლებიც პიტსბურგის უნივერსიტეტისა და Magee-Womens ინსტიტუტის მეცნიერებმა მაიმუნებზე ჩაატარეს. ცნობილია, რომ ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია სიმსივნურთან ერთად სპერმის მაპროდუცირებელ უჯრედებსაც ხოცავს. თუ მკურნალობის დაწყებამდე გამოვყოფთ სპერმის გამომმუშავებელ ღეროვან უჯრედებს და თერაპიის შემდეგ მათ ორგანიზმში უკანვე გადავნერგავთ, ფერტილობა აღდგება. მეცნიერებმა მაკაკებს ეს უჯრედები ამოუღეს და გაყინეს, მერე ცხოველებს ქიმიოთერაპია ჩაუტარეს, ამის შემდეგ კი შენახული უჯრედები უკანვე შეუყვანეს ორგანიზმში. შედეგად 12 ზრდასრულიდან ცხრამ და 5 პუბერტატული ასაკის მაიმუნიდან სამმა შემდგომში შეძლო კვერცხუჯრედის განაყოფიერების უნარის მქონე სპერმის გამომუშავება. უნიკალური შედეგის მიუხედავად, მეთოდს სპეციალისტების ერთსულოვანი მხარდაჭერა ჯერ არ მიუღია. მაგალითად, უნდა განისაზღვროს, როდის განხორციელდეს ღეროვანი უჯრედების გადანერგვა - თერაპიის დასრულებისთანავე, მას შემდეგ, რაც ექიმი სრულ განკურნებას დაადასტურებს თუ მაშინ, როცა მამაკაცი ოჯახის შექმნას გადაწყვეტს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებობს კიბოს რეციდივის საშიშროება, რადგან ადამიანს უკანვე უნერგავენ უჯრედებს, რომლებსაც კიბოს საწინააღმდეგო ზემოქმედება არ განუცდია - გამორიცხული არ არის, გაყინულ მასალაში სიმსივნური უჯრედები აღმოჩნდეს; ისიც შესაძლოა, ამ გზით მიღებულმა სპერმატოზოიდებმა რამდენიმე თაობაში ჯანმრთელი შთამომავლობა ვერ მოგვცეს.

თამბაქოზე უარის თქმა სიცოცხლეს ათი წლით ახანგრძლივებს

ოქსფორდელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ თუ მწეველი ქალი 30 წლამდე დაანებებს თავს სიგარეტს, თავიდან აიცილებს ნაადრევ სიკვდილს. 1996-2001 წლებში ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელშიც 1,3 მლნ ქალი მონაწილეობდა, ცხადყო, რომ თამბაქოს მიტოვებამ ასიდან 97 შემთხვევაში შეიძლება თავიდან აგვაცილოს ნაადრევი სიკვდილი. ეს დასკვნა შეესაბამება მამაკაცებში ჩატარებული ანალოგიური გამოკვლევის შედეგებს. გამოკვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, პროფესორ რიჩარდ პეტოს თქმით, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში 1940-იან წლებში დაბადებული ქალები პირველი აქტიურად მწეველი თაობაა, რომელზე დაკვირვებითაც დღეს შეგვიძლია ვიმსჯელოთ თამბაქოს ხანგრძლივი მოხმარების ეფექტებზე და დავადგინოთ მისი მიტოვების შორეული შედეგები. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალის ორგანიზმზე თამბაქო უფრო მავნე გავლენას ახდენს, ვიდრე აქამდე ეგონათ. მაგალითად, მწეველი ქალები (იგულისხმება ის, ვინც მთელი სიცოცხლე ეწეოდა) არამწეველებზე ათი წლით ადრე იხოცებიან. თამბაქოს წევის რამდენიმეწლიანი გამოცდილებაც კი ზრდის ნაადრევი სიკვდილის რისკს.