News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

დემენციის განვითარების ერთ-ერთ მიზეზად მიჩნეულია ჟანგვითი სტრესი, რომლისგანაც ორგანიზმს ანტიოქსიდანტები იცავს. ამით ხსნიან მკვლევრები ავადმყოფებში ანტიოქსიდანტების დონის დაქვეითებას.C ვიტამინსა და ბეტა-კაროტინთან ერთად სპეციალისტები იკვლევდნენ E ვიტამინის, ლიკოპინისა და კოენზიმ Q10-ის კონცენტრაციას. აღმოჩნდა, რომ დემენციით დაავადებულებს მათი დონეც ჯანმრთელ ადამიანებზე ნაკლები ჰქონდათ. შეგახსენებთ, რომ ალცჰაიმერის დაავადება, რომელსაც ადამიანი გონებასუსტობამდე მიჰყავს, გამოწვეულია თავის ტვინში ბეტა-ამილოიდური ფოლაქების დაგროვებითა და ნეირონების დამაკავშირებელი სინაფსების კვდომით.

მობილური დაძინებამდე ორი საათით ადრე გათიშეთ

ამერიკელმა მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მას, ვინც დაწოლამდე ორი საათის განმავლობაში მობილურ ტელეფონსა და პლანშეტურ კომპიუტერს იყენებს, შესაძლოა ძილთან დაკავშირებული პრობლემები გაუჩნდეს. ეს იმიტომ, რომ მობილური ტელეფონებისა და პლანშეტური კომპიუტერების ეკრანებისთვის გამოიყენება უკანა განათება, რომელსაც შეუძლია ნეგატიური გავლენა მოახდინოს ადამიანის ორგანიზმში მელატონინის გამომუშავებაზე, რაც, თავის მხრივ, ძილის დარღვევას იწვევს. მელატონინი აკონტროლებს ბუნებრივ სადღეღამისო რეჟიმს, სიბნელეში ორგანიზმს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საჭიროა დასვენებისთვის მომზადება. გაჯეტების გასანათებლად გამოყენებული მოკლეტალღოვანი სინათლის ზემოქმედების შედეგად მელატონინის გამომუშავება ნელდება, ზოგჯერ კი სულ მთლად წყდება. გარდა ძილის დარღვევისა, ამას შესაძლოა წონის მატება და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი მოჰყვეს, ხოლო სინათლის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ და ძილის ქრონიკულმა დარღვევამ, გამორიცხული არ არის,  სარძევე ჯირკვლის კიბოც კი გამოიწვიოს. მართალია, მეცნიერები ნეგატიურ ეფექტებს მობილურ ტელეფონებსა და პლანშეტურ კომპიუტერებზე ამოწმებდნენ, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ ძილის დარღვევები შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა სხვა გაჯეტმაც, რომელსაც ეკრანის უკანამხრივი განათება აქვს.

ჭკუასუსტობის განვითარების რისკის განმსაზღვრელი უჩვეულო სისტემა

საკვების ღეჭვის ხარისხი შესაძლოა ხანდაზმულ ასაკში ჭკუასუსტობის განვითარების რისკის მარკერად იქცეს - კაროლინის უნივერსიტეტისა და კარლშტადის ინსტიტუტის მეცნიერებმა მყარი საკვების ღეჭვასა და კოგნიტურ დარღვევებს შორის კავშირი აღმოაჩინეს. მეცნიერებმა გამოიკვლიეს 77 წელს გადაცილებული შვედეთის 557 მოქალაქე. შეაფასეს მათი გონებრივი მუშაობა, კბილების მდგომარეობა (რამდენი კბილი აკლდათ) და მაგარი საკვების ღეჭვის უნარი, გაითვალისწინეს ასაკი, განათლება, ფსიქიკური დარღვევების არსებობა-არარსებობა, სქესი და დაასკვნეს, რომ საკვების ღეჭვის უნარსა და კოგნიტურ დარღვევებს შორის აშკარა კავშირია. ცოტა ხნის წინ კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმაც აღმოაჩინეს კავშირი დემენციის განვითარების რისკსა და პირის ღრუს ჰიგიენას შორის. კერძოდ, იმ ქალებში, რომლებიც არარეგულარულად იხეხავენ კბილებს, დემენციის მაჩვენებელი ჰიგიენის მოყვარულებთან შედარებით 65%-ით მაღალია. მამაკაცებში განსხვავება 22%-ს აღწევს.