/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

ვაჟკაცის აღზრდა

ვაჟკაცის აღზრდა
"ბიჭი ძნელი გასაზრდელია", - ხშირად გაიგონებთ მშობლების ჩივილს. მაინც როგორ უნდა გავზარდოთ ბიჭი? 1 წლამდე: დედის ტერიტორიასიცოცხლის პირველ წელს უმთავრესი გრძნობა, რომელიც უნდა დამკვიდრდეს და განვითარდეს ბავშვის არსებაში, არის სამყაროსადმი ნდობა. სწორედ ნდობის საფუძველზე ჩამოუყალიბდება მას ადეკვატური თვითშეფასება, გაუჩნდება პირადი გამოცდილების მიღების სურვილი, შეიძენს ქმედების ახალი სახეების ათვისების უნარს და, საბოლოო ჯამში, ახლო და ნდობით აღსავსე ურთიერთობების დამყარების ნიჭს.

გარემოში, სადაც ბავშვს მზრუნველობითა და სიყვარულით ავსებენ, მას თავი საყვარელ და სასიამოვნო პიროვნებად მიაჩნია. სწორედ ეს აკმაყოფილებს მის ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებას განვითარების ამ ეტაპზე. როცა პატარა ყოველთვის მშრალია, არ სცივა, არ შია, სამყაროსა და ადამიანებისადმი ნდობითაც ივსება; როცა მოვლა აკლია, მას უჩნდება უნდობლობა სამყაროსა და საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. ბიჭი დაბადებისთანავე დედის ტერიტორიაზე ხვდება. ის დედისგან იღებს საკვებსა და მზრუნველობას. დედის გვერდით ის ნეტარებას გრძნობს, ხოლო მისგან მოშორებით - სიცივესა და სიცარიელეს. სიცოცხლის ამ პერიოდში კავშირი დედასა და შვილს შორის ძალიან მჭიდროა. დედა უსიტყვოდ ხვდება შვილის მოთხოვნილებებს, პატარაც მყისვე რეაგირებს დედის განწყობაზე. ამ პერიოდში მშობლის ამოცანაა შვილთან კავშირის შენარჩუნება და მოვლა. სამყაროსადმი ნდობის ჩამოყალიბების ხარისხი შეიძლება შევაფასოთ ბავშვის რეაქციით მხედველობის ველიდან დედის გაუჩინარებაზე. ვაჟისთვის აუცილებელია, დედის ან მამის ხელში იყოს, სანამ იმ ასაკს არ მიაღწევს, რომ დამოუკიდებლად გამოიკვლიოს სამყარო. სწორედ მშობლებს ხელეწიფებათ იმის გაკეთება, რომ შვილმა საკუთარი ძალებისაც ირწმუნოს და სამყაროსადმი ნდობაც გაუჩნდეს.

1-დან 3-წლამდე - დამოუკიდებლობა

სულ რაღაც ორი წლის განმავლობაში ბავშვის განვითარებაში ძლიერი და მნიშვნელოვანი ნახტომი ხდება - ის სწავლობს დამოუკიდებლად გადაადგილებას, ჭამას, ლაპარაკს, სხეულის ფუნქციების კონტროლირებას, შეიცნობს საკუთარ ინდივიდუალობას. პატარას მთავარი მისწრაფებაა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ამ სტადიაში ის გაივლის გზას სრული დამოკიდებულებიდან და დედასთან ერთიანობიდან შეფარდებითი დამოუკიდებლობისკენ. სწორედ ამ დროს ჩნდება ბავშვის ლექსიკონში "მე!" "მე თვითონ!" ბავშვის მოუხეშავი მცდელობა, დამოუკიდებლად გააკეთოს რამე, არცთუ იოლი გამოცდაა მშობლებისთვის. დიდი მოთმინება გვმართებს, რათა პატარას ინიციატივას გაგებით მოვეკიდოთ. ამ პერიოდში ჩვენი დამოკიდებულებაა იმის განმსაზღვრელი, რამდენად ირწმუნებს პატარა ბიჭი საკუთარ ძალებს, რამდენად ექნება შემდგომ უნარი, დაისახოს მიზანი და მიაღწიოს კიდეც მას. როცა პატარა მშობლების მხარდაჭერას გრძნობს, როცა ისინი აცნობიერებენ ცდისა და შეცდომის აუცილებლობას, ბიჭიც სულ უფრო მეტი ხალისით ერკინება ახალ ამოცანებს. თუ მშობლები არ უწონებენ შვილს ასეთ მცდელობებს და მკვეთრად ზღუდავენ მის აქტივობას, ბიჭს რცხვენია საკუთარი უგერგილობისა და არასრულყოფილებისა, ეჭვი ეპარება თავის შესაძლებლობებში. ამიტომაც არის აუცილებელი, ერთი მხრივ, პატარას მხარდაჭერა და დადებითი რეაქცია მის დამოუკიდებელ ნაბიჯებზე და, მეორე მხრივ, მკვეთრი ჩარჩოები, რათა ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დავეხმაროთ პატარას სამყაროს შეცნობაში

სიცოცხლის პირველ წლებში განვითარების მთავარი მომენტი გარე სამყაროს აღმოჩენაა. ამ პერიოდში ყველაფერი პირველად ხდება - ბავშვი სწვდება ჩხრიალას, იღებს ბურთს, სვამს ჭიქიდან, ადგაფუნებს წყალს ბანაობისას და ეს ყველაფერი მანამდე მეორდება, სანამ ცხოვრების განუყოფელ ნაწილად არ იქცევა. თავისი სიფხიზლის ყოველ წამს დაუღალავი მკვლევარი საკუთარი თავისა და მის მხეველობის ველში მოხვედრილი ყველა საგნისა თუ არსების შესწავლას უთმობს. ირგვლივ არაფერი რჩება გამოუკვლეველი - ყველაფერს ხელს შეახებს, გახსნის, გასინჯავს. ეს კი ნიშნავს, რომ პატარასთვის მხოლოდ ის საგნები უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რომლებიც მის სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნის. ვერავითარი მკაცრი კილო, ვერავითარი აკრძალვა თუ ცემა ვერ შეაჩერებს სამი წლის ბავშვს, როცა ის უცნობ ან მისთვის საოცნებო საგანს ხედავს, ამიტომ ყველაფერს სჯობია, მსხვრევადი და საშიში საგნები იმ დრომდე გადავმალოთ, სანამ ბავშვი ისე არ გაიზრდება, რომ მათ ფრთხილად მოეპყროს ან არ გააცნობიერებს, რომ ასეთ საგნებს მხოლოდ უნდა შევხედოთ, მაგრამ არ შევეხოთ. ბავშვის მისია კვლევაა, ჩვენ კი ვალდებულნი ვართ, უზრუნველვყოთ მისი უსაფრთხოება "კვლევითი მუშაობის" დროს. სამი წლის ბავშვს არ შეიძლება ჰქონდეს მიზანი, ზიანი მიაყენოს კონკრეტულ პიროვნებას ან კონკრეტული საგანი გააფუჭოს. "გაუგონრობა" და "უსაქციელობა" სინამდვილეში შემეცნების წყურვილი, გარე სამყაროს დამოუკიდებელი შესწავლის სურვილია და ძალზე მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ ბავშვის საქციელის ეს რეალური მოტივაცია. ჩვენ, უფროსებს, გვიჭირს წარმოვიდგინოთ, რაოდენ მაცდუნებელი და ამაღელვებელი შეიძლება იყოს გარე სამყარო და როგორი სასიამოვნოა ნებისმიერი დამოუკიდებელი და ახალი დასკვნა. ბიჭი მზადაა, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას გაჩერდეს, რათა ხელი მოჰკიდოს კედელს, მოგლიჯოს ბალახი, ისროლოს კენჭი, ხელი წაავლოს ხოჭოს და საერთოდ, ყველაფერს, რაც გზაზე შეხვდება. ბავშვი ნებისმიერ საშუალებას იყენებს სამყაროს შესაცნობად. ის, რაც გაუგონრობა გვგონია, უმეტესად სამყაროს შემეცნება და ამ სამყაროში საკუთარი ადგილის ძიებაა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ აუმჯობესებენ შინაური ცხოველები პატრონების ცხოვრების ხარისხს
როგორ აუმჯობესებენ შინაური ცხოველები პატრონების ცხოვრების ხარისხს
შინაურ ცხოველებს შეუძლიათ გააუმჯობესონ თავიანთი მფლობელების ცხოვრების
სრულად
როგორ უნდა ჩავატაროთ ბინის დეზინფექცია, როცა შინაური ცხოველები გვყავს
როგორ უნდა ჩავატაროთ ბინის დეზინფექცია, როცა შინაური ცხოველები გვყავს
თუ სახლში არის კატა ან ძაღლი, მფლობელებმა უნდა შეიძინონ ან დაამზადონ საკუთარი სპეციალური საწმენდი საშუალებები.
სრულად
საშიანაო აფთიაქის რომელი მედიკამენტების გამოყენებაა შესაძლებელი კატებისა და ძაღლებისთვის
საშიანაო აფთიაქის რომელი მედიკამენტების გამოყენებაა შესაძლებელი კატებისა და ძაღლებისთვის
კატებისა და ძაღლების მფლობელებს სახლის აფთიაქში აუცილებლად უნდა ჰქონდეს რამდენიმე "გადაუდებელი" წამალი,
სრულად
ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა გავლენას ახდენს მის შინაურ ცხოველებზე
ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა გავლენას ახდენს მის შინაურ ცხოველებზე
ჰელსინკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეაგროვეს მონაცემები 2545 ძაღლისა და 788 კატის 2724 მფლობელის (92% ქალი) შესახებ, ნათქვამია ჟურნალ iScience-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
სრულად
როგორ უნდა მოუაროთ ცხოველებს სახლის პირობებში
როგორ უნდა მოუაროთ ცხოველებს სახლის პირობებში
როგორ მოვუაროთ ცხოველებს სახლის პირობებში
სრულად
როგორ ვებრძოლოთ შინაური ცხოველის ბეწვს, ექსკრემენტებსა და უსიამოვნო სუნს?
როგორ ვებრძოლოთ შინაური ცხოველის ბეწვს, ექსკრემენტებსა და უსიამოვნო სუნს?
შინაურ ცხოველებთან თანაცხოვრებისას წესრიგისა და სისუფთავის დაცვა ბევრი დიასახლისისთვის გადაუჭრელი პრობლემაა.
სრულად
მგზავრობა ოთხფეხა მეგობრებთან ერთად
მგზავრობა ოთხფეხა მეგობრებთან ერთად
ყველაფერი მზად არის, ბარგი ჩალაგებულია, ტრანსპორტის საკითხი - მოგვარებული, ბილეთები - შეძენილი, მივდივართ! შესაძლოა, ცხოველთა მფლობელები არც კი დაფიქრებულან იმაზე, რომ ამ დროს მთავარი საზრუნავი ცხოველია, რომლისთვისაც მგზავრობა და გარემოს შეცვლა ძლიერი სტრესია.
სრულად
იცით, რომელი ცხოველები ჰყავთ ყველაზე ხშირად შინ ადამიანებს? - ნახეთ სტატისტიკა
იცით, რომელი ცხოველები ჰყავთ ყველაზე ხშირად შინ ადამიანებს? - ნახეთ სტატისტიკა
შინაური ცხოველები ადამიანების გვერდით უკვე ათობით ათასი წელია ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ვაჟკაცის აღზრდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვაჟკაცის აღზრდა

გარემოში, სადაც ბავშვს მზრუნველობითა და სიყვარულით ავსებენ, მას თავი საყვარელ და სასიამოვნო პიროვნებად მიაჩნია. სწორედ ეს აკმაყოფილებს მის ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებას განვითარების ამ ეტაპზე. როცა პატარა ყოველთვის მშრალია, არ სცივა, არ შია, სამყაროსა და ადამიანებისადმი ნდობითაც ივსება; როცა მოვლა აკლია, მას უჩნდება უნდობლობა სამყაროსა და საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. ბიჭი დაბადებისთანავე დედის ტერიტორიაზე ხვდება. ის დედისგან იღებს საკვებსა და მზრუნველობას. დედის გვერდით ის ნეტარებას გრძნობს, ხოლო მისგან მოშორებით - სიცივესა და სიცარიელეს. სიცოცხლის ამ პერიოდში კავშირი დედასა და შვილს შორის ძალიან მჭიდროა. დედა უსიტყვოდ ხვდება შვილის მოთხოვნილებებს, პატარაც მყისვე რეაგირებს დედის განწყობაზე. ამ პერიოდში მშობლის ამოცანაა შვილთან კავშირის შენარჩუნება და მოვლა. სამყაროსადმი ნდობის ჩამოყალიბების ხარისხი შეიძლება შევაფასოთ ბავშვის რეაქციით მხედველობის ველიდან დედის გაუჩინარებაზე. ვაჟისთვის აუცილებელია, დედის ან მამის ხელში იყოს, სანამ იმ ასაკს არ მიაღწევს, რომ დამოუკიდებლად გამოიკვლიოს სამყარო. სწორედ მშობლებს ხელეწიფებათ იმის გაკეთება, რომ შვილმა საკუთარი ძალებისაც ირწმუნოს და სამყაროსადმი ნდობაც გაუჩნდეს.

1-დან 3-წლამდე - დამოუკიდებლობა

სულ რაღაც ორი წლის განმავლობაში ბავშვის განვითარებაში ძლიერი და მნიშვნელოვანი ნახტომი ხდება - ის სწავლობს დამოუკიდებლად გადაადგილებას, ჭამას, ლაპარაკს, სხეულის ფუნქციების კონტროლირებას, შეიცნობს საკუთარ ინდივიდუალობას. პატარას მთავარი მისწრაფებაა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ამ სტადიაში ის გაივლის გზას სრული დამოკიდებულებიდან და დედასთან ერთიანობიდან შეფარდებითი დამოუკიდებლობისკენ. სწორედ ამ დროს ჩნდება ბავშვის ლექსიკონში "მე!" "მე თვითონ!" ბავშვის მოუხეშავი მცდელობა, დამოუკიდებლად გააკეთოს რამე, არცთუ იოლი გამოცდაა მშობლებისთვის. დიდი მოთმინება გვმართებს, რათა პატარას ინიციატივას გაგებით მოვეკიდოთ. ამ პერიოდში ჩვენი დამოკიდებულებაა იმის განმსაზღვრელი, რამდენად ირწმუნებს პატარა ბიჭი საკუთარ ძალებს, რამდენად ექნება შემდგომ უნარი, დაისახოს მიზანი და მიაღწიოს კიდეც მას. როცა პატარა მშობლების მხარდაჭერას გრძნობს, როცა ისინი აცნობიერებენ ცდისა და შეცდომის აუცილებლობას, ბიჭიც სულ უფრო მეტი ხალისით ერკინება ახალ ამოცანებს. თუ მშობლები არ უწონებენ შვილს ასეთ მცდელობებს და მკვეთრად ზღუდავენ მის აქტივობას, ბიჭს რცხვენია საკუთარი უგერგილობისა და არასრულყოფილებისა, ეჭვი ეპარება თავის შესაძლებლობებში. ამიტომაც არის აუცილებელი, ერთი მხრივ, პატარას მხარდაჭერა და დადებითი რეაქცია მის დამოუკიდებელ ნაბიჯებზე და, მეორე მხრივ, მკვეთრი ჩარჩოები, რათა ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს.

დავეხმაროთ პატარას სამყაროს შეცნობაში

სიცოცხლის პირველ წლებში განვითარების მთავარი მომენტი გარე სამყაროს აღმოჩენაა. ამ პერიოდში ყველაფერი პირველად ხდება - ბავშვი სწვდება ჩხრიალას, იღებს ბურთს, სვამს ჭიქიდან, ადგაფუნებს წყალს ბანაობისას და ეს ყველაფერი მანამდე მეორდება, სანამ ცხოვრების განუყოფელ ნაწილად არ იქცევა. თავისი სიფხიზლის ყოველ წამს დაუღალავი მკვლევარი საკუთარი თავისა და მის მხეველობის ველში მოხვედრილი ყველა საგნისა თუ არსების შესწავლას უთმობს. ირგვლივ არაფერი რჩება გამოუკვლეველი - ყველაფერს ხელს შეახებს, გახსნის, გასინჯავს. ეს კი ნიშნავს, რომ პატარასთვის მხოლოდ ის საგნები უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რომლებიც მის სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნის. ვერავითარი მკაცრი კილო, ვერავითარი აკრძალვა თუ ცემა ვერ შეაჩერებს სამი წლის ბავშვს, როცა ის უცნობ ან მისთვის საოცნებო საგანს ხედავს, ამიტომ ყველაფერს სჯობია, მსხვრევადი და საშიში საგნები იმ დრომდე გადავმალოთ, სანამ ბავშვი ისე არ გაიზრდება, რომ მათ ფრთხილად მოეპყროს ან არ გააცნობიერებს, რომ ასეთ საგნებს მხოლოდ უნდა შევხედოთ, მაგრამ არ შევეხოთ. ბავშვის მისია კვლევაა, ჩვენ კი ვალდებულნი ვართ, უზრუნველვყოთ მისი უსაფრთხოება "კვლევითი მუშაობის" დროს. სამი წლის ბავშვს არ შეიძლება ჰქონდეს მიზანი, ზიანი მიაყენოს კონკრეტულ პიროვნებას ან კონკრეტული საგანი გააფუჭოს. "გაუგონრობა" და "უსაქციელობა" სინამდვილეში შემეცნების წყურვილი, გარე სამყაროს დამოუკიდებელი შესწავლის სურვილია და ძალზე მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ ბავშვის საქციელის ეს რეალური მოტივაცია. ჩვენ, უფროსებს, გვიჭირს წარმოვიდგინოთ, რაოდენ მაცდუნებელი და ამაღელვებელი შეიძლება იყოს გარე სამყარო და როგორი სასიამოვნოა ნებისმიერი დამოუკიდებელი და ახალი დასკვნა. ბიჭი მზადაა, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას გაჩერდეს, რათა ხელი მოჰკიდოს კედელს, მოგლიჯოს ბალახი, ისროლოს კენჭი, ხელი წაავლოს ხოჭოს და საერთოდ, ყველაფერს, რაც გზაზე შეხვდება. ბავშვი ნებისმიერ საშუალებას იყენებს სამყაროს შესაცნობად. ის, რაც გაუგონრობა გვგონია, უმეტესად სამყაროს შემეცნება და ამ სამყაროში საკუთარი ადგილის ძიებაა.


მზადება მამის ტერიტორიაზე გადასასვლელად

როცა განვითარების წინა სტადია თავის თავს სავსებით ამოწურავს და დედის ტერიტორიაზე ბიჭი ყველაფერს სრულყოფილად შეისწავლის, მოაგროვებს სამყაროსადმი ნდობის იმ მარაგს, რაც აუცილებელია შემდგომი ნაბიჯებისთვის, ფსიქოლოგიური ძალა მას მამის ტერიტორიაზე გადასვლისკენ უბიძგებს. 3-დან 5 წლამდე ეს პროცესი გაუცნობიერებლად მიმდინარეობს. განვითარების მამაკაცური პროგრამის შინაგანი იმპულსი ბიჭს დედის თბილი ბუდიდან მამის ახალი და მომხიბლავი სამყაროსკენ ექაჩება. ბიჭს უჩნდება მოზრდილი მამაკაცების ყურადღების მოთხოვნილება, უნდა, დროის დიდი ნაწილი მამასთან ერთად გაატაროს, ჰგავდეს მას. ბიჭი აღფრთოვანებულია იმით, რასაც მამა აკეთებს, ცდილობს გაიმეოროს მისი ქმედებები - ჩააჭედოს ლურსმანი, ითამაშოს ფეხბურთი, იყვიროს კალათბურთის ყურებისას, მართოს ან შეაკეთოს ავტომობილი. თუ გვერდით მამა არ ჰყავს, ბიჭი ისწრაფის იმ მამაკაცისაკენ, ვისაც ოჯახში ხედავს ან უცნობებთან ცდილობს ურთიერთობის დამყარებას - ელაპარაკება მათ, ეთამაშება, უგდებს ბურთს. ყოველივე ეს მოწმობს, რომ დადგა მამაკაცთა ტერიტორიაზე გადასვლის დრო, საჭიროა, პატარამ გადაკვეთოს საზღვარი დედისა და მამის სამყაროთა შორის.

საზღვრის გადაკვეთა

მას შემდეგ, რაც ბავშვი გააცნობიერებს თავის ცხოვრებაში მამის არსებობას, შეეცდება, ნებისმიერი ხერხით გაახაროს მამიკო. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ბიჭს აქვს მამის სიძულვილის რეალური საფუძველი, სულის სიღრმეში ის მაინც ოცნებობს, მამამ რამე მოუწონოს. მისი მისამართით გამოთქმული მამის უბრალო ქებაც კი სასწაულებრივი ძალის მქონეა. ის პატარას მატებს ღირსების გრძნობას. ბავშვი გრძნობს, რომ შეუძლია სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება. ბავშვობისას ნებისმიერი უყურადღებობა, კრიტიკული შენიშვნა, დაცინვა, განსაკუთრებით კი მამის მხრიდან, ბიჭს სულის სიღრმემდე შეძრავს და მოუშუშებელ ჭრილობას მიაყენებს. მაშ ასე, დაკვირვების გარეშეც ცხადია, რომ ბიჭი მზადაა, დატოვოს დედის სამყარო და მამისაში შეაბიჯოს. იგი მთელი არსებით აცხადებს, რომ პოზიციების შეცვლას აპირებს. ამიტომაც არის, რომ 3-5 წლის ასაკში ბიჭებს უსასრულოდ შეუძლიათ იმაზე ლაპარაკი, რა ღონიერია მათი მამა, რა მაგარი მანქანა ჰყავს, როგორ ასეირნებს და შეიძლება თავიც კი მოგვაბეზრონ ასეთი საუბრებით. პატარა ბიჭი ახალი სამყაროს აღმოჩენის ზღვარზეა. ეს არ არის მარტივი, პატარა ბავშვს არ შეუძლია, დამოუკიდებლად მოსწყდეს დედის კალთას, მეტადრე - 3 წლის ასაკში. ის გზის დასაწყისში ჩერდება და იცდის, თანაც ყოველ წუთს იმეორებს, რა მნიშვნელოვანია მისთვის მამა. ეს ეტაპი საკმაოდ ხანგრძლივია, ზოგჯერ წლობითაც კი გრძელდება. ამ შეფერხების მიზეზიც ცნობილია: მამა ხომ მუდამ თავისი საზრუნავით არის დაკავებული - შემოსავალი, კარიერა, საზოგადოებრივი მდგომარეობა, ცხოვრებით უკმაყოფილება... ამ ფონზე მამაკაცები ხშირად ვერც კი ამჩნევენ პატარას განცდებს. "ჯერ დედამ უნდა მიხედოს, გაიზრდება და მოვიცლი მისთვის", - ხშირად გაიგონებთ ბიჭის მამებისგან ასეთ სიტყვებს. მამა, ბებიები, ძიძა - ერთი სიტყვით, ყველა ის ადამიანი, ვინც ბიჭის აღზრდითაა დაკავებული, პატარას მამასთან ურთიერთობისთვის მეტისმეტად სათუთ არსებად მიიჩნევს. გამოდის, რომ მამის მხარე მზად არ არის ბიჭის მისაღებად, ხოლო დედისა - მის გასაშვებად. სწორედ ეს არის მთავარი შეცდომა ბიჭის აღზრდისას. ჩვენ ვხედავთ, რომ ჯანსაღი განვითარების ყველა მოდელი გულისხმობს, რომ ბავშვი დედის კალთას უნდა მოსწყდეს და მამის ტერიტორიაზე გადაინაცვლოს, თუმცა, სამწუხაროდ, თანამედროვე მშობლების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ეს არ შეესაბამება ჩვენი ცხოვრების სტილს. მამისთვის ეს ნიშნავს ცხოვრების წესის შეცვლას, პრიორიტეტების გადახედვას, მეგობრებთან ერთად გართობაზე უარის თქმას და თავისუფალი დროის არა სუფრასთან, არამედ პარკში თუ საბავშვო ღონისძიებებზე გატარებას. დედისთვის კი შვილის უბიდან მოგლეჯა რთული და ძალზე მტკივნეული პროცესია. ამრიგად, ჩვენი პატარა ბიჭი უცაბედად აჩენს შეკითხვებს: რა შეგიძლიათ გააკეთოთ ჩემთვის? სწორად არის თუ არა ორგანიზებული თქვენი ცხოვრება? მზად ხართ თუ არა, შეცვალოთ ის ჩემ გამო? ამ კითხვებზე ჩვენი პასუხი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ჩვენი ოჯახისა და შვილის მომავალ ცხოვრებას. თუ არ გვსურს ყოველივე ამის დანახვა ახლა, მომავალში მათ შედეგებთან შეჯახება მოგვიწევს. თუმცა, მოდი, ნუ ვისაუბრებთ პესიმისტური კილოთი; დავუშვათ, რომ ამ წერილს სწორედ ის მშობლები კითხულობენ, რომლებიც აცნობიერებენ, რომ ბიჭი მამის სამყაროსკენ ისწრაფვის და ცდილობენ, დაეხმარონ. მაშ ასე, მამა მზადაა, მიიღოს ბიჭი, დედაც ეთანხმება ამ ბუნებრივ ეტაპს, თავად პატარაც ყოველდღე გეგმავს გარკვეულ საქმიანობას მამასთან ერთად. დედისგან მამის სამყაროსკენ მიმავალ ვიწრო ბილიკზე ნაბიჯების გადადგმისას პატარას ევოლუციური ამოცანაა, შეინარჩუნოს ურთიერთობა დედასთან, მაგრამ ის უკანა პლანზე გადასწიოს.

მამის მხარე

მამის ამოცანაა, პატარა "ბილიკზე გადაიყვანოს". ამიერიდან ბიჭის გულში მთავარი ადგილი მას ეკუთვნის, მისი ყოფნა თუ არყოფნა ბავშვის ქცევაზე უდიდეს გავლენას ახდენს. განურჩევლად მამა-შვილის ურთიერთობის ხასიათისა, ბიჭი სწორედ მამისაგან იგებს, რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამაკაცი. თუ მამა დიდხანს არ არის შინ, თუ ის მხოლოდ სამსახურზე ფიქრობს და ოჯახის ცხოვრებისგან იზოლირებულია, შინ ყოფნის დროსაც ბავშვის მოვლა, მასთან ურთიერთობა ქალების საქმედ მიაჩნია, დიდია ალბათობა, მომავალ ოჯახში შვილიც ასე მოიქცეს. თუ მამა სასტიკია, ლოთი ან ნარკომანი, ანდა ოჯახიდან წასულია, არსებობს საფრთხე, შვილმაც მის მაგალითს მიბაძოს. აუცილებელია, პატარა ბიჭი მამაკაცების სამყაროში თანაგრძნობით, სიმტკიცითა და მამობრივი მზრუნველობით მივიღოთ. ცხადია, რთულია დედის მიტოვებაც... მამის სამყარო პატარა ბიჭს კიდეც ხიბლავს და კიდეც აშინებს, მისთვის ეს ყველაფერი მიმზიდველიცაა და შიშის მომგვრელიც. ბარიკადების ამ მხარეს ბავშვისთვის უცნაური პარადოქსი იჩენს თავს - მას მამაკაცური აღნაგობა აქვს, მამას ჰგავს, მაგრამ გრძნობს მისგან სავსებით განსხვავებული დედის სხეულის ძალას. მამისგან ბიჭი იღებს ინფორმაციას არა მარტო თავისი მამაკაცური აღნაგობის, არამედ მამაკაცური აზროვნების, სულის, ქცევის შესახებაც. ის იგებს, როგორ უნდა მიაღწიოს წარმატებას, როგორ შეცვალოს სამყარო. ამ მოთხოვნებს მამასთან უსიტყვო ურთიერთობაც კი აკმაყოფილებს. მარტოხელა დედები ამ გარდამავალ პერიოდშიც მარტონი არიან. დედა შეიძლება ესაუბროს შვილს იმის შესახებ, რომ ქალი და მამაკაცი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, აუხსნას, რა როლი აკისრია მამაკაცს ამქვეყნად, რომ ყველა პატარა ბიჭი მომავალი კაცია. თუმცა დედა ქალია და არა მამაკაცი, ამიტომ მისი მაგალითით ბავშვი ვერ ისწავლის, რას ნიშნავს იყო კაცი. ამიტომ, თუ ბავშვს მამა არ ჰყავს, აუცილებელია ურთიერთობა პაპებთან, ბიძებთან, ოჯახის უახლოეს და უერთგულეს მამაკაცებთან. მათ შეუძლიათ, იზრუნონ ბიჭზე და პირადი მაგალითი მისცენ. სამწუხაროდ, ცხოვრება ისეთია, რომ იდეალური ოჯახი, სადაც მოსიყვარულე და მზრუნველი მამაა, არც ისე ხშირია, ამიტომ ახალგაზრდებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მამაკაცებთან ურთიერთობა, მათი მონათხრობის მოსმენა, მათ ცხოვრებაზე დაკვირვება ასწავლის პატარა ბიჭს, როგორი უნდა იყოს თავად.