News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ორსულთა ჰიპერტენზიასა და ბავშვის ინტელექტუალურ დონეს შორის კავშირის შესასწავლად 1934-1944 წლებში ნამშობიარევი 398 ქალის მონაცემები გამოიკვლიეს, მერე კი შეისწავლეს მათი შვილების გონებრივი შესაძლებლობები 20 და 69 წლის ასაკში. იმ მამაკაცებს, რომელთა დედებსაც ორსულობისას მაღალი არტერიული წნევა ჰქონდათ, ინტელექტუალური განვითარების მაჩვენებელი საკონტროლო ჯგუფზე 4,36 პუნქტით დაბალი აღმოაჩნდათ. იმავდროულად, დადასტურდა, რომ ნაადრევი მშობიარობა და მამის საქმიანობა IQ-ზე გავლენას არ ახდენს.

ინსულტგადატანილებისთვის ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა

კანადის სამედიცინო ასოციაციის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისადმი მიძღვნილ კონგრესზე მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს ინსულტგადატანილი პაციენტების მეხსიერებას, მეტყველებასა და აზროვნებას. ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ იმ პაციენტების წილი, რომლებსაც ინსულტის შემდეგ მძიმე ან ზომიერი კოგნიტიური დარღვევები ჰქონდათ, ცხოვრების აქტიურმა წესმა 66%-იდან 37%-მდე შეამცირა. ტორონტოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტთა რეაბილიტაციის ცენტრის თანამშრომელმა, კვლევის წამყვანმა ავტორმა სიუზენ მარზოლინიმ აღნიშნა: "სტატისტიკის თანახმად, კოგნიტიური დარღვევების მქონე ადამიანებს ინსულტის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში სიკვდილიანობის რისკი სამჯერ უფრო მაღალი აქვთ. თუ შევძელით მათი კოგნიტიური ჩვევების გაუმჯობესება სპეციალური ვარჯიშებით, შესაძლოა მოვახერხოთ ინსულტის შემდგომ პაციენტთა რეაბილიტაციის სრულყოფილი სტანდარტის შექმნაც. მთლიანად სისტემას ექნება უპირატესობები როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის". გამოკვლევაში მონაწილეობდა 41 პაციენტი, რომელთა 70%-ს მძიმე კოგნიტიური დარღვევები ჰქონდა. რეაბილიტაციის პროგრამის მიხედვით, კვირაში ხუთი დღე მათ რეგულარულ ფიზიკურ დატვირთვას, მაგალითად, სიარულს ან სიმძიმეების აწევას აიძულებდნენ. კვირაში ორი დღე დასვენებისთვის იყო გამოყოფილი. სამი თვის შემდეგ მეცნიერებმა შეამჩნიეს უკეთესობა თავის ტვინის სხვადასხვა უბნის მუშაობაში. გაუმჯობესდა მეტყველება, მეხსიერება, ფიზიკური ძალის საშუალო მაჩვენებელი. დოქტორი მარზოლინი ამბობს: "ჩვენ მიერ მიღებული შედეგები დამაჯერებლად მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ აერობული ვარჯიშებისა და კუნთოვანი მასის გაზრდის გზით გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის გაუმჯობესების ფონზე ინსულტგადატანილ ადამიანებს შეუძლიათ გაიუმჯობესონ თავის ტვინის ჯანმრთელობა. ინსულტიანი პაციენტებისთვის მეტად მნიშვნელოვანია ვარჯიშების მოდიფიცირებული პროგრამების შექმნა. შესაძლებელია მათი ადაპტაცია სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისთვის. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მათ შეუძლიათ უზრუნველყონ დადებითი ეფექტი, რომელიც, შეიძლება ითქვას, მედიკამენტების ეფექტსაც კი გადააჭარბებს".