News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ნერვული ქსოვილის დარჩენილი, დაუზიანებელი უბნები კი განაგრძობდნენ ერთმანეთთან კონტაქტს, რაც ხშირად ხდება ადამიანებშიც ზურგის ტვინით გამოწვეული კიდურების დამბლის დროს. მეცნიერებმა შეიმუშავეს კომპლექსური მეთოდიკა, რომელმაც ვირთხებს მოძრაობის უნარი დაუბრუნა. პროექტის ხელმძღვანელი გრეგორ კორტინი ამბობს, რომ ორკვირიანი რეაბილიტაციის შემდეგ, რომელიც მოიცავდა სპეციალურ მექანიკურ ვარჯიშებს და ელექტროქიმიურ სტიმულაციას, ვირთხებმა მხოლოდ სიარული კი არა, სირბილი, კიბეებზე ცოცვა და წინაღმდეგობის გადალახვაც შეძლეს. შედარებით სუსტი დაზიანების შემდეგ თავისა და ზურგის ტვინის აღდგენის შესაძლებლობა კარგა ხანია ცნობილია, მაგრამ ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ ძლიერი დაზიანების შემთხვევაში ნერვული სისტემის ფუნქციის აღდგენა შეუძლებელი იყო. მეცნიერებმა ამ მოსაზრების უმართებულობა დაამტკიცეს - ფუნქციის აღსადგენად საკმარისი ყოფილა ზურგის ტვინის რეგენერაციის უნარის გამოფხიზლება. ამ მიზნით ვირთხების ორგანიზმში მონოამინების ხსნარი შეჰყავდათ. მონოამინები ნეირომედიატორებია, რომლებიც უკავშირდება დოფამინის, ადრენალინისა და სეროტონინის რეცეპტორებს და ზურგის ტვინის უჯრედების საპასუხო რეაქციას იწვევს. მონოამინების ეს ნარევი ცვლიდა იმ ნეირომედიატორებს, რომლებიც ნორმაში გამოიყოფა ჯანმრთელი ცხოველების ორგანიზმში და მისი ნეირონების მოქმედების კოორდინაციას უზრუნველყოფს. ხსნარის შეყვანიდან 5-10 წუთის შემდეგ ეპიდურალურ სივრცეში მოთავსებული ელექტროდების მეშვეობით ექსპერიმენტატორები ვირთხების ელექტროსტიმულაციას იწყებდნენ. ელექტრული განმუხტვების მეშვეობით ისინი ააქტიურებდნენ ქვედა კიდურების მოძრაობის მაკონტროლებელ ნეირონებს, რომლებიც ნეირომედიატორების წყალობით წინასწარ იყო მომზადებული ელექტრული იმპულსების აღსაქმელად. ნეირონებს შორის კავშირის აღსადგენად მეცნიერებს სჭირდებოდათ თავის ტვინიდან მომდინარე იმპულსი, რომელიც, ჩვეულებრივ, ვირთხებს მოძრაობას აიძულებს. ამისთვის სწავლულებმა შექმნეს სპეციალური მექანიზებული აღკაზმულობა, რომელიც ვირთხებს წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარებოდა და რომლის წყალობითაც ისინი თავს პარალიზებულად არ გრძნობდნენ. მოძრაობის სურვილს მღრღნელებს შოკოლადით აღუძრავდნენ. საბოლოოდ თავის ტვინიდან წამოსული იმპულსის წყალობით ნეირონებს შორის დარღვეული კავშირი აღდგა. რამდენიმე ვარჯიშისა და სტიმულაციის შედეგად ვირთხებს მოძრაობის უნარი დაუბრუნდათ. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მალე დამბლისგან ადამიანების განკურნების მეთოდიკასაც შეიმუშავებენ.

პოპულარული ანტიბიოტიკები ღვიძლს აზიანებს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფართოდ გავრცელებულმა ანტიბიოტიკმა ლევოფლოქსაცინმა, რომელსაც სასუნთქი გზებისა და ცხვირის დანამატი ღრუების ინფექციების სამკურნალოდ უნიშნავენ, ხანდაზმულ ადამიანებში შესაძლოა ღვიძლის მძიმე დაზიანება გამოიწვიოს. იმავე ჯგუფის - ფტორქინოლონების - სხვა პრეპარატები, მაგალითად, მოქსიფლოქსაცინი, ასევე ნეგატიურ გავლენას ახდენს ღვიძლზე. როგორც ამბობს გამოკვლევის ერთ-ერთი მონაწილე, დოქტორი დევიდ იურლინკი, ღვიძლის დაზიანების გამო ონტარიოს საავადმყოფოებში მწოლიარე 66 წელს გადაცილებული ას ორმოცდაათამდე პაციენტის სამედიცინო მონაცემების შესწავლამ აჩვენა, რომ ისინი მხოლოდ ერთ ან ორ ანტიბიოტიკს იღებდნენ. აღსანიშნავია, რომ მანამდე მათ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონიათ. საბოლოო ჯამში, 88 პაციენტი გარდაიცვალა. მეცნიერებმა ღვიძლით დაავადებული იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც ლევოფლოქსაცინს ან მოქსიფლოქსაცინს იღებდნენ, კლარითრომიცინით ნამკურნალები პაციენტებისას შეადარეს. აღმოჩნდა, რომ პირველი ორი მედიკამენტის მიღება თითქმის ორჯერ ზრდიდა ღვიძლის დაზიანების რისკს. ვინაიდან ლევოფლოქსაცინის ტიპის პრეპარატების გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათია, ისინი, როგორც წესი, არ ვლინდება მედიკამენტის ბაზარზე გატანამდე ჩატარებული ტესტირების დროს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ანტიბიოტიკებს ხშირად უნიშნავენ ექიმები და მათ წლების განმავლობაში იღებს მილიონობით ადამიანი, ნათელი გახდება, რომ სეროზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე.