News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ტექნოლოგია ასეთია: თავდაპირველად უნდა შეიქმნას მოლეკულები, ეგრეთ წოდებული მეტალოორგანული სტრუქტურები, მერე კი ეს სტრუქტურები შეივსოს ნახშირჟანგის, აზოტის ჟანგისა და გოგირდწყალბადის ნაწილაკებით (ორგანიზმის რომელიმე სითხესთან კონტაქტის შემთხვევაში ეს ნარევი გამოსვლას დაიწყებს). ისმის კითხვა: როგორ მიეწოდოს ეს სტრუქტურები გულს? უახლოეს მომავალში მეცნიერები სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობას აპირებენ. მათ სჯერათ, რომ ზემოხსენებული სტრუქტურები სისხლის გამათხიერებელი ალტერნატიული პრეპარატის მაგივრობას გასწევს, ანდა კათეტერის ზედაფენის როლს შეასრულებს.

 

ვიტამინი B12 ხელს უწყობს ც ჰეპატიტის ვირუსის განადგურებას

ნეაპოლის უნივერსიტეტის თანამშრომელმა ჟერარდო ნარდონემ და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ პაციენტის რაციონში ვიტამინ B12-ის დამატება C ჰეპატიტის მკურნალობის ეფექტიანობას ზრდის. სტანდარტულ თერაპიაში (პეგილირებული ინტერფერონი და რიბავირინი) მისი ჩართვა იმ პაციენტებშიც კი ახდენდა პასუხის ინიცირებას, რომლებსაც უიმედოებად მიიჩნევდნენ: ექსპერიმენტულ ჯგუფში შედეგი 72%-ს გაუტოლდა, ხოლო საკონტროლო (ჩვეულებრივი სქემის მიმდევარ) ჯგუფში ვერ გადააჭარბა 38%-ს. რეაქცია მდგრადი პირველი გენოტიპისა და დიდი ვირუსული დატვირთვის შემთხვევაშიც კი დადებითი აღმოჩნდა. სპეციალისტების თქმით, მკურნალობის ხარჯის სულ 20 დოლარით გაზრდა (ვიტამინის თერაპიაში ჩასართავად) საკმარისია, რათა ვირუსული პასუხის მაჩვენებელი 41%-ს გაუტოლდეს. იმავდროულად, ვიტამინის უსაფრთხოება უკვე დამტკიცებულია, ხოლო ახალი თაობის ანტივირუსული პრეპარატები ჯერ კიდევ საფუძვლიან გამოკვლევას მოითხოვს, ამიტომ ბაზარზე მათი გატანა შესაძლოა გაჭიანურდეს. ასე რომ, უფრო მიზანშეწონილია იმ საშუალებებით მუშაობა, რომლებიც უკვე არის არსენალში.