News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

.

  • შვედეთში ნიკოტინსაწინააღმდეგო ვაქცინის გამოსაცდელად ემზადებიან

შვედი მეცნიერები ექსპერიმენტული ვაქცინის გამოცდის სამზადისში არიან. გამოცდაში, რომელიც გაისად დასრულდება, მონაწილეობას მიიღებს სკანდინავიის ქვეყნების 400 მკვიდრი. შვედურმა კომპანია Independent Pharmaceutica-მ შეიმუშავა ვაქცინა ნიცინი (Niccine), რომელიც ნიკოტინის მიმართ ანტისხეულების გამომუშავებას ასტიმულირებს. მისი გავლენით ანტისხეულები მანამდე გამომუშავდება, ვიდრე ნიკოტინი თავის ტვინში არსებულ "დაკმაყოფილების ცენტრამდე" მიაღწევდეს. ამის შედეგად მწეველი მოწევისგან ჩვეულ სიამოვნებას ვეღარ იღებს და ბოლოს და ბოლოს თავს აღწევს სიგარეტისადმი ლტოლვას.

ნიკოტინის მიმართ ანტისხეულის გამომუშავება ბუნებრივ პირობებში არ ხდება, ამიტომ ვაქცინა შეიცავს ნიკოტინისა და ანტივირუსული იმუნური რეაქციის მატარებელი კომპონენტების კომპლექსს. ექსპერიმენტში მონაწილეობის მსურველები მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მწეველები არიან და ყველა მათგანს სურს, დაძლიოს ეს მავნე ჩვევა. მათ ნახევარს ექსპერიმენტული პრეპარატი დაენიშნება, ნახევარს (საკონტროლო ჯგუფს) კი პლაცებო.

მონაწილეებს 4 თვის განმავლობაში ექსპერიმენტული პრეპარატის ოთხ ინექციას გაუკეთებენ, მერე კი დაიწყება 12-თვიანი დაკვირვება. მოქმედების ანალოგიური პრინციპის მქონე ვაქცინის შესამუშავებლად კიდევ რამდენიმე ფარმაცევტული კომპანია მუშაობს. ზოგიერთი ამ პრეპარატთაგანი ჯერ კიდევ კლინიკური გამოცდის სტადიაშია, თუმცა ამ დროისთვის არსებული შედეგები მათ ეფექტიანობაზე მეტყველებს. კერძოდ, ამერიკული კომპანია Nabi Biopharmaceuticals-ის მიერ შექმნილი ვაქცინა NicVAX-ის გამოცდის მეორე ფაზაში მოწევას თავი დაანება მონაწილეთა 16%-მა, რაც საკონტროლო ჯგუფის მონაცემებს 6%-ით აღემატება.

  • ამფეტამინისადმი ლტოლვას ტვინშიგა ინექცია ანელებს

ჟურნალი შციენცე იუწყება, რომ ჩილეელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ტვინის უბანი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ეს აღმოჩენა შესაძლოა საფუძვლად დაედოს ნარკოტიკებზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო ეფექტურ მეთოდს.

სანტიაგოში მდებარე კათოლიკური უნივერსიტეტის სპეციალისტთა ყურადღება მიიპყრო კუნძულაკმა (ინსულარმა), რომელიც თავის ტვინის ქერქის ლატერალურ ღარში (ნაოჭში) მდებარეობს. მიიჩნეოდა, რომ ამ კუნძულაკში იყო ლოკალიზებული ლტოლვასა და მასთან დაკავშირებულ ემოციებზე პასუხისმგებელი ნერვული ცენტრები. ახლახან ჩატარებულმა კვლევამ კი დაადასტურა, რომ თავის ტვინის ამ უბნის დაზიანება თამბაქოსადმი მიდრეკილებას თრგუნავს.

ვირთაგვებს ლაბორატორიულ პირობებში ჩამოუყალიბეს ლტოლვა სინთეზური ნარკოტიკის ამფეტამინის მიმართ, მერე კი შეუყვანეს პრეპარატი, რომელიც ტვინის ამა თუ იმ უბანს თიშავდა. რამდენიმე მათგანს გაუკეთდა ლიდოკაინის ინექცია ზემოხსენებული კუნძულაკის არეში. მეცნიერთა ანგარიშში ნათქვამია, რომ კუნძულაკის გათიშვამ ვირთაგვებს ამფეტამინისადმი ლტოლვა მოუხსნა, მაგრამ 20 წუთის შემდეგ, როცა პრეპარატის მოქმედება დასრულდა, ვირთაგვებს კვლავ გაუჩნდათ ნარკოტიკისადმი მიდრეკილება. "კვლევა ადასტურებს, რომ ტვინის ეს უბანი ამუშავებს ინფორმაციას ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობის შესახებ და ქცევათა განსაზღვრა შეუძლია", - განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა ფერნანდო ტორეალბამ.

მეორე ექსპერიმენტის დროს ვირთაგვებს შეუყვანეს ლიტინი - ფსიქიკურ დარღვევათა სამკურნალო პრეპარატი, რომლის ერთ-ერთი თანმხლები ეფექტი მუცლის ტკივილია. ტვინში კუნძულაკის გათიშვის შემდეგ ცხოველები ტკივილს ვეღარ გრძნობდნენ. მკვლევართა აზრით, ეს ეფექტი მომავალში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს წამლების გვერდითი ეფექტების მოსახსნელად. კუნძულაკის გათიშვის პრინციპი შესაძლოა საფუძვლად დაედოს ნარკოტიკებზე დამოკიდებულების სამკურნალო მეთოდს, მაგრამ ჯერ მისი უსაფრთხოება უნდა დადასტურდეს. ჯერჯერობით უცნობია, რა შეიძლება მოჰყვეს ადამიანის ტვინში კუნძულაკის ხანგრძლივ ბლოკირებას.

  • ნიკოტინზე დამოკიდებულება პირველი ღერის მოწევისთანავე ყალიბდება

ერთი ღერი სიგარეტი არც ისე უვნებელია, როგორც ახალბედა მწეველებს ჰგონიათ - ბრიტანელ მკვლევართა აზრით, პირველი ღერი სიგარეტის ზემოქმედება შესაძლოა წლობით გაგრძელდეს და საბოლოოდ ნიკოტინზე დამოკიდებულებამდეც კი მიიყვანოს ადამიანი.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში ჩატარებულ გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 2000-მა ბრიტანელმა მოსწავლემ. მათზე დაკვირვება 11 წლის ასაკში დაიწყო და 5 წელი გაგრძელდა. 260 ბავშვიდან, რომელთაც 11 წლისთვის ერთხელ მაინც გაუსინჯეს გემო სიგარეტს, 14 წლის ასაკში მწეველად ჩამოყალიბდა 18%, ხოლო იმ ბავშვებიდან, რომელთაც კვლევის დაწყებისას ჯერ კიდევ არ იცოდნენ სიგარეტის გემო - მხოლოდ 7%.

აქედან გამომდინარე, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ნიკოტინის ერთჯერადი ზემოქმედება მომავალში ნიკოტინზე დამოკიდებულების რისკს აორმაგებს. ამ ურთიერთდამოკიდებულების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ თავის ტვინზე ნიკოტინის ერთჯერადი ზემოქმედება შესაძლოა სათავეს უდებდეს პათოლოგიურ პროცესს, რომელიც შემდგომ დეპრესიისადმი მიდრეკილებაში გადაიზრდება - ხშირად ხომ სწორედ დეპრესიული მდგომარეობა აჩენს ხელმეორედ მოწევის სურვილს. არც ის არის გამორიცხული, ამ კავშირს ფსიქოლოგია ედოს საფუძვლად - ახალბედა მწეველი შიშობს, არ დასცინონ იმის გამო, რომ სწორად არ უჭირავს სიგარეტი ან სწორად არ ჩაისუნთქავს კვამლს, ამიტომ გამოცდილებას კიდევ და კიდევ იმდიდრებს.

ასეა თუ ისე, მეცნიერთა მიერ მიღებულ მონაცემებს უდავოდ დიდი მნიშვნელობა აქვს თამბაქოს წევასთან მებრძოლი კამპანიების ორგანიზატორთათვის. გამოკვლევის კოორდინატორის ჯენიფერ ფუდლერის აზრით, ნიკოტინტან ბრძოლისას უდიდესი ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ბავშვებმა და მოზარდებმა სიგარეტი "არ გაიცნონ". მასწავლებლებმა, ექიმებმა და სოციალურმა მუშაკებმა კი უნდა იცოდნენ, რომ ბავშვი, რომელსაც ერთხელ მაინც გაუსინჯავს სიგარეტი, მოწევის რისკჯგუფის წარმომადგენელია.

საინტერესოა, რომ მწეველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელმა საიმონ კლარკმა კვლევის შედეგები საეჭვოდ მიიჩნია. "ის, ვინც 11 წლის ასაკში უსინჯავს გემოს სიგარეტს, თავისთავადაც (და არა სიგარეტის კვამლის ტვინზე ზემოქმედების გამო) რამდენიმე წელიწადში მწეველი გახდებოდა. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, დღეს მთავარი პრობლემა მოზარდთა მწეველობა კი არა, მათი აგრესიისადმი მიდეკილება და მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტია", - განაცხადა მან.

  • ოზონოთერაპია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საწინდარია

თანამედროვე მედიცინაში დიდი ადგილი უჭირავს მკურნალობის არამედიკამენტურ მეთოდებს, რაც განპირობებულია ალერგიის გახშირებით, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული მიკროორგანიზმების გამრავლებით და სხვა პრობლემებით.

ნუნუ ქემაშვილი, ექიმი თერაპევტი: - კლინიკა "მედიგარდის" სპეციალისტები ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად ცდილობენ მკურნალობის ისეთი მეთოდების შერჩევას, რომლებიც აღადგენს ორგანიზმში მეტაბოლურ პროცესებს და მიმართული იქნება როგორც დაავადებათა მიზეზების, ისე შედეგების აღმოსაფხვრელად. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია ოზონოთერაპია - სრულიად უვნებელი და ფიზიოლოგიური მეთოდი, რომელიც მოზარდებისა და ორსულებისთვისაც კი ნებადართულია.

ოზონოთერაპიით მკურნალობა 30 წლის წინ დაიწყეს გერმანიაში და მას შემდეგ წარმატებით იყენებენ მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში. ოზონს აქვს მრავალფეროვანი სამკურნალო ეფექტი: ებრძვის ბაქტერიებს, ვირუსებს, სოკოებს, აღადგენს ჟანგბადის ტრანსპორტს ქსოვილებსა და ორგანოებში, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ჰორმონულ ფონს, ხსნის ინტოქსიკაციას და ანთებას, ასტიმულირებს იმუნიტეტს, აფართოებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს.

კომპლექსურ თერაპიაში ოზონოთერაპიით მკურნალობენ: ჰერპესს, ციტომეგალოვირუსის, ეპშტეინ-ბარის, B და C ჰეპატიტების ვირუსებით გამოწვეულ დაავადებებს, ისეთ უროგენიტალურ ინფექციებს, როგორებიცაა ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, მიკობაქტერია, ასევე - ათეროსკლეროზს, გულის იშემიურ დაავადებას. შაქრიან დიაბეტსა და მის გართულებებს - ანგიოპათიებს, ნეიროპათიებს, რეტინოპათიასა და დიაბეტურ ტერფს. ოზონოთერაპიას უკუჩვენება თითქმის არ გააჩნია. სამკურნალო-სადიაგნოსტიკო რეაბილიტაციის ცენტრ "მედიგარდის" პროფესიონალი ექიმები ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებიან.

მის: ფალიაშვილის 17

ტელ: 225-20-50; 225-20-60