News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

  • თაფლი - ყველაზე ჯანსაღი და უნივერსალური პროდუქტი

ძველ საბერძნეთში ათლეტები მთელ ტანზე საგანგებოდ ისვამდნენ თაფლს, რომ ძალ-ღონე მომატებოდათ. თაფლი შეიცავს გლუკოზასა და ფრუქტოზას, რომლებიც ღვიძლში ცხოველური სახამებლის დაგროვებას იწვევს. მართალია, ერთ კოვზ თაფლში 22 კალორიაა, მაშინ როცა შაქრის ანალოგიური მაჩვენებელი 15 კალორიას არ აღემატება, მაგრამ თაფლი უფრო სასარგებლოა, რადგან ის, გლუკოზისა და ფრუქტოზის თანაბარი შემცველობის გამო, ორგანიზმში მოხვედრისთანავე კვებავს ტვინს. ძილის წინ მიღებული ერთი ჩაის კოვზი თაფლი ტვინს ღამის განმავლობაში დასვენების საშუალებას აძლევს. ფრუქტოზა ღვიძლში ლაგდება და ელოდება დროს, როდესაც საჭირო გახდება ტვინის "გამოკვება".

ღამით ტვინი მუშაობას განაგრძობს, ამიტომაც მას ენერგია სჭირდება. ჰიპოკრატე თაფლს ყოველდღე მიირთმევდა და მას სიფილისისა და წყლულების სამკურნალოდ იყენებდა. თაფლი აძლიერებს იმუნური სისტემის დაცვით ფუნქციებს, მას აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი, ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფად შეხორცებას და ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში ეხმარება. რამდენიმე წლის წინ გაირკვა, რომ თაფლს შესწევს უნარი, რეზისტენტული მიკროორგანიზმებით გამოწვეულ ინფექციებს ებრძოლოს, რის შემდეგაც მას ოფიციალურად მიენიჭა სუპერპროდუქტის სახელი.

ექსპერტები გვირჩევენ, თაფლი გამოვიყენოთ ჰერპესის, პაროდონტის დაავადების, კიდურების ინფიცირებული წყლულების, ფსორიაზის, ეგზემისა და ართრიტის სამკურნალოდ.

პენსილვანიის შტატის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ერთი კოვზი თაფლი გაციების საწინააღმდეგოდ გამოყენებულ ნებისმიერ მედიკამენტზე ეფექტურია. თაფლი ასევე კარგად უმკლავდება იმუნოდეფიციტის სიმპტომებს - დაღლილობას, ხშირ გაციებას, ინფექციებს, ალერგიას. შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს, ამინმჟავებს, ბიოფლავონოიდებს. რეკომენდებულია ასევე საჭმლის მონელების დარღვევის დროს, რადგან სასარგებლო ბაქტერიებს იცავს.

  • თუ სიმაღლეში გაზრდა გსურთ, მიირთვით ნარინჯისფერი ხილი

იერუსალიმის უნივერსიტეტის მეცნიერები ხანგრძლივი კვლევის საფუძველზე იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ნარინჯისფერი ბოსტნეული - გოგრა, სტაფილო, ტკბილი წიწაკა - ბავშვებს, რომლებიც სიმაღლეში ნელა იზრდებიან, ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.

კვლევაში 3-დან 16 წლამდე ასაკის 300-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც თანატოლებს სიმაღლეში ჩამორჩებოდნენ. მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს. ერთი ჯგუფის ყოველდღიურ რაციონში ჩართეს ნარინჯისფერი ბოსტნეული, ხოლო მეორე ჯგუფის წარმომადგენლები ჩვეულებრივად აგრძელებდნენ კვებას.

პირველი ჯგუფის ბავშვებმა თანატოლებთან შედარებით სიმაღლეში უფრო ინტენსიურად დაიწყეს ზრდა - მათ წელიწადში საშუალოდ 8 სმ მოიმატეს. მეორე ჯგუფის ბავშვებში იმავე მაჩვენებელი წელიწადში 4 სმ აღმოჩნდა. ცნობილია, რომ A ვიტამინის, რკინისა და თუთიის ნაკლებობა ზრდის შეკავებას იწვევს.

დოქტორ ტალი სინაის თქმით, სიმაღლეში ჩამორჩენილი ბავშვების უმრავლესობა ჯანმრთელია, მაგრამ ვიტამინების ფარული ნაკლებობა აღენიშნება. მეცნიერები არ წასულან იოლი გზით - ბავშვები სინთეზური ვიტამინებით კი არ "გაჭყიპეს", არამედ უპირატესობა ნატურალურ ბეტა-კაროტინს მიანიჭეს. ეს "ერთ კაფსულაში" მოთავსებული ნარინჯისფერი საღებავი და ანტიოქსიდანტი A ვიტამინის წინამორბედია. "ქიმიისგან" განსხვავებით, მის ვიტამინად ქცევას თავად ორგანიზმი არეგულირებს მოთხოვნილებების შესაბამისად, რის გამოც მისი გადაჭარბებული დოზით მიღება პრაქტიკულად გამორიცხულია.

A ვიტამინი მონაწილეობს ძვლების ზრდაში, იცავს თვალებს, სასუნთქი სისტემის ლორწოვან გარსს და სისხლძარღვებს. მისი დეფიციტის შემთხვევაში ბავშვები არა მარტო ცუდად იზრდებიან, არამედ ხშირად ცივდებიან, ემართებათ კარიესი, უჩივიან დაღლილობას, უგვიანდებათ სქესობრივი მომწიფება.

მოზრდილთათვის ბეტა-კაროტინის ყოველდღიური დოზა დაახლოებით 6 მგ-ია, ბავშვებისთვის, შესაბამისად, ნაკლები, ასაკიდან გამომდინარე - 2,5-დან 5,5 მგ-მდე. ბავშვისთვის ნარინჯისფერი ბოსტნეულის საჭირო რაოდენობის გამოთვლა არ არის ძნელი, თუ გვეცოდინება, რომ 100 გ გოგრა შეიცავს 1,5 მგ-ს, სტაფილო - 1,1 მგ-ს, ტკბილი წიწაკა - 2 მგ-ს. პროდუქტის დამუშავების დროს ბეტა-კაროტინის დაახლოებით მესამედი იკარგება. სასარგებლო პიგმენტს შეიცავს ატამი (0,5 მგ 100 გრამზე), ნესვი (0,4 მგ 100 გრამზე), პომიდორი (1,2 მგ 100 გრამზე), მწვანილი და მუქი მწვანე ბოსტნეული, მაგრამ ყველაზე მეტია იგი ქაცვში (10 მგ 100 გრამზე), ცირცელში (9 მგ 100 გრამზე) და მშრალ ასკილში (6,7 მგ 100 გრამზე). გასათვალისწინებელია, რომ E ვიტამინი ცხიმში ხსნადია, ამიტომ ბავშვის რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ცხიმი.