განსხვავებულნი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

განსხვავებულნი

ოჯახური საიდუმლოებანი

ზოგიერთი მშობელი სულ პაწაწინა ბავშვს ისე აცმევს, რომ მის სქესს გაუსვას ხაზი. პატარა გოგოს ახლახან ამოსულ თმაზე ბაფთა უკეთია, ხოლო ბიჭს ტანსაცმელზე მეკობრე ან თოფი ახატია. ამისგან განსხვავებით, არსებობს ჩაცმულობა, რომელიც ორივე სქესის ბავშვებს შეეფერება. ფსიქოლოგები პირველი ვარიანტის მომხრენი არიან. ისინი აღნიშნავენ, რომ ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, რას ამბობენ მის შესახებ, აუცილებელია, პატარას "ლამაზი გოგო" და "დიდი ბიჭი" დაუძახონ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გოგონა აუცილებლად ვარდისფრად უნდა გამოვაწყოთ, ხოლო ბიჭი - ხაკისფრად. უფრო მნიშვნელოვანია ტანსაცმლის სტილი, პატარა დეტალები, რომლებიც გარშემო მყოფებს ბავშვის სქესის ამოცნობაში დაეხმარება. აკონტროლეთ თქვენი სიტყვები, როცა ვაჟს მიმართავთ. ერიდეთ "უსქესო" მიმართვებს, მაგალითად "ჩემო პაწაწინა"; გამოიყენეთ ფრაზები, რომლებიც ხაზს უსვამს ბავშვის სქესს: "ჩემი პაწაწინა გოგო!", "ჩემი ღონიერი ბიჭი!" ფსიქოლოგების დაკვირვების თანახმად, მამები სხვადასხვა სქესის ბავშვებთან ურთიერთობისას იმთავითვე სხვადასხვანაირად იქცევიან. მათი კილოც კი მკვეთრად განსხვავებულია გოგონასა და ვაჟთან საუბრისას. ასეთი განსხვავების აღმოჩენისას ირონია დაუშვებელია.

თავისებურებები

ბიჭები და გოგონები, რასაკვირველია, პირველ რიგში პიროვნებები არიან, მაგრამ მათ აქვთ სქესთან დაკავშირებული მრავალი თავისებურებებიც. ისინი სხვადასხვაგვარად აღიქვამენ განმავითარებელ სტიმულებს, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ პატარებთან ურთიერთობისას.

ფიზიკური განვითარება

ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან ბიჭები "ძალოსნური" ვარჯიშებისადმი უფრო დიდ მიდრეკილებას ამჟავნებენ, ხოლო გოგონები ნატიფი ქმედებებისკენ არიან მიდრეკილნი. ბიჭები ხალისით ეჭიდებიან დედის ხელებს, სწევენ ტანს, ექაჩებიან მძიმე საგნებს. გოგონებს კი უყვართ მუსიკის თანხლებით თამაში - "ცეკვა", ტაშის დაკვრა... ასევე, გოგონებს ნაზი ხელსმა მოსწონთ, ხოლო ბიჭებს უფრო ენერგიული მასაჟი ურჩევნიათ. ბიჭები უფრო გვიან იდგამენ ფეხს, მაგრამ უფრო აქტიურად დაცოცავენ. ამას მარტივი ახსნა აქვს - მამაკაცის ბუნებრივი მიდრეკილებაა, აითვისოს სამყარო, შეისწავლოს ის და საკუთარ ინტერესებს დაუმორჩილოს.

პრაქტიკული რეკომენდაციები მშობლებისთვის

ბიჭების დედები უნდა განეწყონ საიმისოდ, რომ მათი პატარა მომავალი მამაკაცია და არ დაფრთხნენ, თუ მას კოპი დააჯდა; არ შეიძლება ბიჭის აქტიური "კვლევითი" საქმიანობის შეზღუდვა. სივრცის ათვისების თავისუფლება და წარმატებული ბავშვური ავანტიურები მომავალი მამაკაცური თვითშეგნების საფუძველია. გოგონების დედები გაგებით უნდა მოეკიდონ იმ ფაქტს, რომ პატარას სჭირდება საკუთარი კუთხე, საკუთარი ნივთები, კოლოფები მათ შესანახად. გართობისას ყურადღება მიაქციეთ, რომ, განურჩევლად სქესისა, ბავშვმა განივითაროს წვრილი და მსხვილი მოტორიკა.


სმენა

ბიჭებს უფრო მახვილი სმენა აქვთ, ხოლო გოგონები უფრო სწრაფად სწავლობენ მეტყველების გარჩევას და ადრე იდგამენ ენას. ბიჭები გაცილებით მეტხანს იყენებენ შორისდებულებს, მერე კი მარტივ ურთიერთობას არჩევენ: "მომე", "არ მინდა", "არა". სამაგიეროდ, მათ ჩქამიც კი ესმით და უფრო უკეთ ხვდებიან, რა გამოსცემს ამა თუ იმ ხმას.

პრაქტიკული რეკომენდაციები მშობლებისთვის

ბიჭები უფრო ხმაურიანები არიან და თავადაც უყვართ ხმოვანი ეფექტების მოხდენა. მშობლები ამას შემწყნარებლურად უნდა მოეკიდონ. ნუ დაღონდებით, თუ თქვენი ვაჟი არ ლაპარაკობს, მაშინ როცა მისი თანატოლი გოგონები ენას არ აჩერებენ. ხშირად ესაუბრეთ, ხშირად გამოიყენეთ საუბრისას ზმნები - ბიჭებს უყვართ მათი გამოყენება, მოუყევით სხვადასხვა ამბავს, ყოველთვის გაუკეთეთ კომენტარი თქვენს ქმედებას. თუ გოგონა გეზრდებათ, ხშირად უყიდეთ მას მელოდიური სათამაშო და უფრო მეტხანს ესაუბრეთ. ყურადღება მიაქციეთ: მის მეტყველებაში მალე გაჩნდება ბავშვისთვის ნაკლებად დამახასიათებელი იშვითი სიტყვები.

აზროვნება

ახალშობილზე საუბრისას "ლოგიკური აზროვნების" ხსენება უცნაურია, თუმცა ბიჭუნები მას სიცოცხლის პირველსავე წელს ამჟღავნებენ. ისინი დიდი სიამოვნებით ითვისებენ საგნების კლასიფიკაციას, აზუსტებენ მიზეზშედეგობრივ კავშირს. გოგონები კი უფრო შაბლონურად მოქმედებენ, დეტალებს აქცევენ ყურადღებას.

პრაქტიკული რეკომენდაციები მშობლებისთვის

უყიდეთ ბიჭებს კონსტრუქტორი - ისინი სიამოვნებით იწყებენ შემოქმედებით საქმიანობას, ცდილობენ ჩასწვდნენ თამაშის არსს, თანაც ისე, რომ დახმარებისთვის არ მიმართონ უფროსებს. გოგონებს უფრო მეტად აქვთ თქვენი დახმარების იმედი და სურთ, ჯერ უჩვენონ, როგორ ითამაშონ, მერე კი სწორად მიბაძვის გამო შეაქონ. გოგონებს საგნების ერთი ნიშნის მიხედვით შეგროვება უფრო მოსწონთ, ვიდრე მათი კლასიფიკაცია, ბიჭებს კი მათი თემატურად "დახარისხება" ურჩევნიათ. ბიჭებიც და გოგონებიც ერთნაირ ინტერესს ამჟღავნებენ სახვითი ხელოვნების მიმართ, თუმცა ეს ინტერესი სხვადასხვაგვარად ვლინდება - ბიჭები უფრო თამამ ხაზებს ავლებენ, ხოლო გოგონები ცდილობენ, შემოქმედებითად მიუდგნენ დეტალებს; ბიჭები აქტიურად ურევენ ფერებს და საბოლოო ჯამში რაღაც გაურკვეველი ფერის მასას იღებენ, ხოლო გოგონათა შემოქმედების ნაყოფში ფერის გარჩევა შესაძლებელია.

პრაქტიკული რეკომენდაციები მშობლებისთვის

გოგონები მზად არიან, იმუშაონ ნიმუშის მიხედვით, ხოლო ბიჭებს ექსპერიმენტები ხიბლავთ, ისინი საღებავს ცვალებად მასალად აღიქვამენ. იგივე ეხება ძერწვას. ნაძერწსა და ნახატს გოგონები უფრო ადრე აღიქვამენ შემოქმედების ნაყოფად, ვიდრე მათი თანატოლი ბიჭები. არ ღირს, ბიჭებს თავს მოვახვიოთ "სუფთა წერის" მსგავსი სტილი; ჯობს, მათ ექსპერიმენტების საშუალება მივცეთ.

განსაკუთრებული მიდგომა

ზემოთქმული სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დავიცვათ სტერეოტიპი "ბიჭები არ ტირიან!" და "გოგონამ თოჯინებით უნდა ითამაშოს!" უბრალოდ, აუცილებელია ზოგიერთი ნიუანსის გაგება, რათა სწორად შევაფასოთ ბავშვის ქმედებები და ინტერესები. თუმცა, ცხადია, ყაჩაღანა გოგონები და პოეტური ბიჭებიც არსებობენ. ნებისმიერი ბავშვი პიროვნებაა, რომლის მიმართაც ყურადღება და ინდივიდუალური მიდგომა უნდა გამოვავლინოთ.