სიყრუე და მასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიყრუე და მასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები

გრძნობის ორგანოს დაკარგვით მხოლოდ განცდათა სპექტრიდან კი არ ამოვარდება ნაწილი, არამედ გარდაიქმნება მთელი პიროვნება, მთელი მისი დამოკიდებულება გარესამყაროს, გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ. ამრიგად, სიბრმავე, სიყრუე, სიმუნჯე არა მარტო ფიზიოლოგიური ან, თუნდაც, ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, - ეს არის განსაკუთრებული სოციალური როლი. თუმცა, როგორც ყოველთვის ფსიქოლოგიაში, ისეთი ტრაგიკული მოვლენაც კი, როგორიც მხედველობის ან სმენის დაკარგვაა, პიროვნების მთლიანი სურათის მიხედვით სხვადასხვანაირად განიცდება. მხოლოდ ბგერას, სიტყვას შეუძლია აზიაროს ადამიანი სრულფასოვან ცხოვრებას, მიაწოდოს ინფორმაცია გარშემო მყოფი ადამიანებისა და მათი ურთიერთობების შესახებ. ყრუ ადამიანის სოციალური როლი როგორც მისგან, ისე გარშემო მყოფთაგან სრულიად განსაკუთრებულ ქცევას მოითხოვს. ადამიანი, რომელსაც ინფორმაციის გადაცემის ბგერითი არხი "გამორთული" აქვს, მოკლებულია სამყაროს ადეკვატური აღქმის უნარს. მას არ შეუძლია ღრმად ჩასწვდეს არსებულ რეალობას და ადამიანურ ურთიერთობათა სირთულეებს, რომელთა შესახებ წარმოდგენას მხოლოდ სიტყვა იძლევა. დაბადებიდან ყრუ, რომელსაც არ ესმის სხვისი ნაუბარი, ვერც თავად სწავლობს ლაპარაკს - მუნჯი რჩება (ყრუ-მუნჯი სწორედ სიყრუის გამოა მუნჯი). ადამიანი მეტყველებას წაბაძვით სწავლობს. სმენის დაქვეითება, მით უმეტეს - სიყრუე, აუცილებლად იქცევა ინტელექტუალური განვითარების ბარიერად.

ცხოვრებასთან შერწყმა

ყრუ-მუნჯები ერთმანეთთან ჟესტების საშუალებით ამყარებენ ურთიერთობას. ჟესტები მშობლიური ენის კალკს წარმოადგენს. ხელოვნური ენა აკმაყოფილებს ადამიანის მოთხოვნილებას, გადასცეს და მიიღოს ინფორმაცია, მაგრამ ეს გამარტივებული ენაა. ის ძალზე ლაკონიურია. ჩვენი ყოველდღიური სამეტყველო ენა ასეთი ადამიანებისთვის უცხო ენის ტოლფასია. ჟესტებთან ერთად ყრუ-მუნჯებს აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობის სხვა საშუალებაც. ეს დაქტილოლოგიაა - თითების საშუალებით ფიგურების აგება. ეს ფიგურები ანბანის ასოებს შეესატყვისება. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ სმენადაქვეითებულ და ყრუ ბავშვებთან ურთიერთობისთვის უნდა გამოვიყენოთ ყველა ხელმისაწვდომი მეთოდი, ოღონდ კი პიროვნება განვითარდეს. მშობლები, აღმზრდელები და პედაგოგები თავიანთ ძირითად ამოცანად უნდა მიიჩნევდნენ, განუვითარონ ასეთ ბავშვებს სიტყვიერი მეტყველება. მაგრამ ეს ყველაფერი დროულად უნდა გაკეთდეს, მათ შორის - შეირჩეს შესაფერისი სასმენი აპარატიც. სასმენი აპარატის გარეშე მეტყველების დარღვევა გარდაუვალია. თუ წლამდე ასაკის ბავშვს შესაფერისი სასმენი აპარატი შევურჩიეთ, ორი წლისა ის სხვა ბავშვებივით ალაპარაკდება, მაგრამ თუ აშკარად ყრუ-მუნჯი ბავშვის სმენის კორექცია ხუთ წლამდე არ დავიწყეთ, მისი მეტყველების რეაბილიტაცია ძალიან გაძნელდება. ყრუ-მუნჯი ბავშვების სიმრავლის მიზეზია არა მხოლოდ ობიექტური ფაქტორები, არამედ მშობლების დაუდევრობაც. დროულად შერჩეული სასმენი აპარატი და დაუყოვნებელი კორექცია სმენადაქვეითებულ ბავშვს ასაკის შესაბამისად განვითარების და ცხოვრებასთან შეგუების საშუალებას მისცემს. სმენის დარღვევა, როგორც ითქვა, მეტყველების განვითარებასაც აფერხებს. თუ ადამიანს ბგერა არ ესმის, ის ვერ წარმოთქვამს მას. მეტყველება ინდივიდის მოქმედებაა ენის გამოყენებით. იგი, ადამიანის ინდივიდუალურ თავისებურებათა, მისი შინაგანი მდგომარეობისა და სიტუაციის შესაბამისად, განსაზღვრულ ფარგლებში იცვლება. თუ სმენითი არხი დახშულია, მეტყველება, როგორც ინდივიდის მოქმედება, დარღვეულია, გაწყვეტილია კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან, ადამიანი თავისი სოციალური წრის გამოცდილებას ვერ იძენს, ამიტომ ვერც ის მოხერხდება, კაცობრიობის მიერ შეძენილი ცოდნა და შემუშავებული ცნებები ინდივიდის საკუთრებად იქცეს. როცა ადამიანს მეტყველება არ შეუძლია, ის აზროვნებითაც ჩამორჩება - მეტყველებისა და სმენის გარეშე ლოგიკური აზროვნების განვითარება ხომ შეუძლებელია, ისევე როგორც შეუძლებელია ცნების ჩამოყალიბება სიტყვის გარეშე. თავის ტვინი სხვადასხვა აღქმის დეფიციტის აღმოსაფხვრელად და მათ საკომპენსაციოდ სხვა შეგრძნებებს ამძაფრებს. ყრუ და უსინათლო ადამიანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიბრაციის შეგრძნება, რომლის მეშვეობითაც ის ცნობს მუსიკალურ ნაწარმოებს, "ტკბება" მუსიკით, იგებს ადამიანის ფეხის ხმას და კარზე კაკუნს. ყრუ (მუნჯი, უსინათლო) ადამიანის ცხოვრებასთან შერწყმისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარშემო მყოფთა მზრუნველობას, ყურადღებას, თანაგრძნობასა და თანადგომას. იმისთვის, რომ მათ სრულფასოვან ადამიანებად იგრძნონ თავი, ახლობლები, მეგობრები უნდა დაეუფლონ ჟესტების ენას. ადამიანები, რომელთაც სმენითი არხი დახშული აქვთ, უნდა მოვამარაგოთ ყველა სპეციალური ტექნიკური საშუალებით, რათა მათ მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვება შეძლონ.