News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

თავდაპირველად მათ შეავსებინეს კითხვარი რაციონის შესახებ. ამის შემდეგ მოხალისეებმა გაიარეს რამდენიმე ტესტი, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციის, მეხსიერებისა და დასწავლის უნარის შესამოწმებლად იყო განკუთვნილი. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ის, ვინც რძის პროდუქტებს კვირაში 5-6-ჯერ მიირთმევდა, ყველაზე უკეთ ართმევდა თავს მეხსიერებასთან დაკავშირებულ ტესტებს, ხოლო მას, ვის რაციონშიც რძის ნაწარმი იშვიათი იყო, დავალების შესრულება უჭირდა. სავარაუდოდ, რძის პროდუქტები შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც მეხსიერებაზე დადებით გავლენას ახდენს. კერძოდ, ექსპერტები ასეთ ნივთიერებად მიიჩნევენ მაგნიუმს. ცნობილია, რომ რძის ნაწარმი ორგანიზმს გულის დაავადებებისა და ჰიპერტენზიისგან იცავს. საკვები ნივთიერებები, რომლებსაც უნდა ვუმადლოდეთ ამ ეფექტს, როგორც ჩანს, ტვინზეც ახდენს გარკვეულ ზემოქმედებას.

როგორ შევარჩიოთ ოპტიმალური რაციონი

ჰოვარდ ჰიუზის სამედიცინო ინსტიტუტის მეცნიერებმა თაგვების კვებითი ქცევის მაკონტროლებელი ნეირონები აღმოაჩინეს. ოპტოგენეტიკური მექანიზმების წყალობით (ოპტოგენეტიკა ნეირობიოლოგიის სფეროა, რომელიც ცხოველებში ნეირონული კავშირების კვლევის ოპტიკურ და გენეტიკურ მეთოდებს აერთიანებს) სპეციალისტები ააქტიურებდნენ ნეირონების ჯგუფს, რომელიც თაგვებს ან მადას უღვიძებდა, ან საერთოდ უკარგავდა ჭამის სურვილს. ექსპერტები განმარტავენ, რომ კვების პროცესის გამააქტიურებელი ნეირონების სტიმულაციისას თაგვები ჭამენ ძალიან ბევრს - 20-ჯერ მეტს, ვიდრე სტიმულირებამდე, მადის დამთრგუნველი ნეირონების სტიმულაციის შემთხვევაში კი მათი სადღეღამისო ულუფა 40%-ით მცირდება, რასაც თან ახლავს სხეულის მასის 7%-ით კლება. გამოკვლევის ხელმძღვანელი სკოტ სტერსონი ამბობს, რომ თუ ადამიანებთან გავავლებთ პარალელს, ეს მოზრდილი ადამიანის მიერ დღეში 5,5 კგ-ის დაკლებას შეესაბამება. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ გამოკვლევის შედეგები საფუძვლად დაედება კვებითი დარღვევების მკურნალობის ეფექტურ მეთოდებს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი ადამიანის კვებითი ქცევის თავისებურებათა განსაზღვრა უკვე შესაძლებელია. მაგალითად, კომპანია GENEX-ის მიერ შემუშავებული გენეტიკური დიაგნოსტიკის პროგრამა `დიეტა და მეტაბოლიზმი~ საკვები პროდუქტების შეთვისების ინდივიდუალურ და გენებზე დამოკიდებულ თავისებურებებს გამოავლენს. ეს ინფორმაცია საშუალებას იძლევა, ყოველ ადამიანს გენეტიკური პროფილის შესაბამისი ოპტიმალური რაციონი და ფიზიკური ვარჯიშების ინდივიდუალური პროგრამა შეურჩიონ.