გარდამავალი ასაკის პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გარდამავალი ასაკის პრობლემები

ამ ეტაპს მენოპაუზა ანუ კლიმაქსი ეწოდება. სტატისტიკური მონაცემებით, მენოპაუზა 45-დან 55 წლამდე, საშუალოდ 51 წლის ასაკში იწყება. ამ დროს ქალებს აწუხებთ ალები, ოფლიანობა, ძილის დარღვევა, დეპრესიული მდგომარეობა, ადვილად აგზნება, თავბრუხვევა, გულისცემის აჩქარება, სხეულის სხვადასხვა უბანში მგრძნობელობის დარღვევა, შფოთვა. ეს ყველაფერი ორგანიზში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებების ბრალია. თუმცა, რა უსიამოვნოც უნდა იყოს ეს გამოვლინებები, ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს არ უქადის და ჰორმონული გარდაქმნების დასრულების შემდეგ თავისთავად ქრება. ამ ასაკობრივ ცვლილებებს, როგორც წესი, თან ახლავს ფსიქოლოგიური ცვლილებებიც. ქალს ეუფლება შიში, რომ ეთხოვება ახალგაზრდობას, მომხიბვლელობას, რომ მეუღლისთვის აღარ არის სასურველი ქალი, რომ ყველაფერი წარსულში დარჩა და ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ასე არ არის. არავითარ შემთხვევაში არ მიეცეთ დეპრესიას. ქალი ყველა ასაკში ქალია. ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს. ის კი არა, ამ ასაკში ცხოვრება ახალი ფერებით უნდა შეამკოთ, დატკბეთ მიღწევებით, შვილებით, შვილიშვილებით. არამც და არამც არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში, ნუ გაერიყებით საზოგადოებას, ივარჯიშეთ, ისეირნეთ, ხშირად მიაკითხეთ სილამაზის სალონს, შეიცვალეთ ვარცხნილობა, ხშირად შეხვდით მეგობრებს, ისაუბრეთ, აღნიშნეთ ღირსშესანიშნავი მოვლენები, კვლავ დატკბით ცხოვრებით. რაც შეეხება ამ ასაკისთვის დამახასიათებელ ზოგიერთ პრობლემას, მაგალითად, უნებლიე შარდვას, შარდის შეუკავებლობას, - მართალია, უსიამოვნოა, მაგრამ მასთან გამკლავებაც შესაძლებელია. არსებობს კუნთების განსაკუთრებული ჯგუფი - ანალურ-გენიტალიური კუნთები. სხვაგვარად მათ მცირე მენჯის ან ინტიმურ კუნთებსაც უწოდებენ. ეს კუნთები, ხელ-ფეხის კუნთებისგან განსხვავებით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდებიან - შარდის გამოყოფის, დეფეკაციისა და სქესობრივი კონტაქტის დროს. მენოპაუზის პერიოდში კი ეს კუნთები ეშვებიან, ამიტომ ისინი დამატებით უნდა ვავარჯიშოთ. ამისთვის ვარჯიშთა სპეციალური კომპლექსია საჭირო. გენიტალიური კუნთების სისუსტესა და მოდუნებას მცირე მენჯის ორგანოთა გადანაცვლება მოსდევს. ყველაზე ადრე ზარალდება შარდის ბუშტის, საშვილოსნოს, საკვერცხეების და სქესობრივი ფუნქციები, ვითარდება შარდის სტრესული შეუკავებლობა, საშვილოსნოს დაწევა, უნაყოფობა, ანთებითი და სიმსივნური პროცესები (საშვილოსნოს მიომა, ენდომეტრიოზი). რა თქმა უნდა, ამ კუნთთა ტონუსის უკმარისობის შედეგია სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა, დაწყებული სქესობრივი დუკმაყოფილებლობით, ორგაზმის სრული უქონლობით დამთავრებული. მცირე მენჯის კუნთების გაუმაგრებლად ამ პრობლემებს ვერ მოაგვარებთ. მათში უმოძრაოდ დარჩნილი სისხლი დედამიწის მიზიდულობას ემორჩილება და ამას ვერსად გავექცევით. ერთადერთი გამოსავალია, მცირე მენჯის კუნთები განვავითაროთ და მუშაობა ვაიძულოთ. ეს აუცილებელია, რადგან როცა სისხლი არ მოძრაობს, ნებისმიერი ინფექცია ანთებით პროცესს იწვევს. თუ ინტიმური კუნთები ისე არ ამუშავდა, როგორც საჭიროა, ამ ანთებით პროცესებს რამდენიც უნდა ვებრძოლოთ, მათ აღმოფხვრას ვერ შევძლებთ. ვარჯიშის დაწყებამდე უნდა გაიგოთ, უფრო სწორად, შეიგრძნოთ, სად მდებარეობს მცირე მენჯი და ინტიმური კუნთები. ამის მიღწევა შეიძლება შარდვის პროცესის პერიოდული შეწყვეტის გზით. თავდაპირველად შარდვის დროს საკმარისია 2-3 პაუზა, მერე კი მათი რიცხვი თანდათან გაზარდეთ. ჯერ ერთდროულად უნდა შეიკუმშოს როგორც გენიტალიური, ისე ანალური კუნთების ჯგუფები, მერე კი ისინი ცალ-ცალკე დაიძაბოს. როცა მოახერხებთ, თითოეული ამ კუნთის მუშაობა შეიგრძნოთ, შეძლებთ ივარჯიშოთ ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ მდგომარეობაში - ჯდომის, დგომისა თუ წოლის დროს. თქვენს საიდუმლო ვარჯიშს ვერავინ შეამჩნევს. ოღონდ გახსოვდეთ: მუცლის, საჯდომისა და თეძოს კუთები მოშვებული უნდა გქონდეთ. ოპტიმალურია 15-ჯერ გამეორება. კუნთები შეკუმშული უნდა გააჩეროთ 5 წამის განმავლობაში. არც ორსულობისას, არც მენსტრუაციის დროს ეს ვარჯიშები საშიში არ არის, ხოლო გინეკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში ნებართვა ექიმისგან უნდა აიღოთ. როდის უნდა ვივარჯიშოთ? ყოველთვის - ავადმყოფობის დროსაც და ავადმყოფობის შემდეგაც. ვარჯიში შეგიძლიათ შეუთავსოთ საყოფაცხოვრებო საქმიანობას, თუნდაც ჩაის სმას, და საჭესთან ჯდომასაც კი, როცა შუქნიშანზე ან ბენზინგასამართ სადგურთან ცოტა ხნით შეჩერება მოგიწევთ.