News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ექსპერიმენტის დროს მღრღნელებს უკეთებდნენ 15-20 ჭიქა ლუდის ეკვივალენტურ ალკოჰოლის დოზას. "გამოსაფხიზლებლად" ცხოველებს, ჩვეულებრივ, 70 წუთი სჭირდებოდათ, ხოლო DHM-ის შეყვანის შემდეგ რეაბილიტაციისთვის სულ 5 წუთი იყო საკმარისი. უფრო მეტიც: DHM-ის შეყვანის შემდეგ  ვირთხები ლაბირინთში უფრო ადეკვატურად ახერხებდნენ ორიენტირებას და მეტ ცნობისმოყვარეობას იჩენდნენ. DHM ცხოველთა არჩევანზეც ახდენდა გავლენას: მღრღნელები დამტკბარ წყალს უფრო ხშირად ირჩევდნენ, ვიდრე ალკოჰოლს. ჩვეულებრივ, ცხოველები სამი თვის განმავლობაში ეჩვეოდნენ ალკოჰოლს და მისი დოზის გაზრდა სჭირდებოდათ, DHM-ის მიღების შემთხვევაში კი პირიქით ხდებოდა - დოზის შემცირება ხდებოდა საჭირო. საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ნაერთი ალკოჰოლს საშუალებას არ აძლევს, ტვინის გამა-ამინცხიმოვანი მჟავას ნეიროტრანსმიტერ რეცეპტორებამდე მიაღწიოს. ამის შედეგად სისხლში არსებული ალკოჰოლი ვერ ახდენს ჩვეულ ეფექტს. მალე დაიწყება ამ ნივთიერების ტესტირება ადამიანებზე.

პროდუქტები, რომლებიც ქალებს სიბერეს თავიდან ააცილებს

პომიდორი, სელის ზეთი, კომბოსტო, თევზი, შტოში, იოგურტი და ნიგოზი ის პროდუქტებია, რომელბიც, ამერიკელი დიეტოლოგების თქმით, უნდა მიირთვას ქალმა ხანდაზმულ ასაკში ყველაზე გავრცელებული დაავადებების (ოსტეოპოროზის, გულის დაავადებების, ძუძუს კიბოს) თავიდან ასაცილებლად. ლიკოპინით მდიდარი პომიდორი ამცირებს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს და გულის დაავადებების განვითარების რისკს. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებისა და უჯრედისის შემადგენლობაში შემავალი ლიგნინით მდიდარი სელის ზეთი აქვეითებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ქოლესტერინის - ე.წ. "ცუდი" ქოლესტერინის - დონეს. მეიოს კლინიკის ექსპერტთა მიერ ჩატარებული კლინიკური გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კლიმაქსურ პერიოდში "ალებისგან" თავის დასაღწევად და ძუძუს კიბოთი დაავადების რისკის შესამცირებლად საკმარისია დღეში 40 გრამი ამ პროდუქტის მიღება. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის დროს სელის ზეთი არ არის რეკომენდებული. კომბოსტოს ფოთლები, რომლებიც შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, მათ შორის ცილა ლუთეინს, ქალს კარგი მხედველობის შენარჩუნებაში ეხმარება. C ვიტამინი იმუნურ სისტემას აძლიერებს, ხოლო კალციუმი დაC ვიტამინი ამაგრებს ძვლებს და ოსტეოპოროზისგან იცავს. ზუთხი, თართი, ორაგული იცავს ქალს მშობიარობის შემდგომი დეპრესიისგან, აძლიერებს ნერვულ სისტემას, ამაღლებს ესტროგენების დონეს, რომელიც საგრძნობლად იკლებს 40 წლის შემდეგ.C ვიტამინითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი შტოშის წვენი, გარდა იმისა, რომ აძლიერებს იმუნურ სისტემას, საშარდე გზების ინფექციების თავიდან აცილებასაც უწყობს ხელს. ცხვრის რძისაგან მომზადებული ბერძნული იოგურტი მდიდარია ცილით და ნაკლები რაოდენობით შეიცავს შაქარს. ის ამცირებს დიაბეტით ავადობის რისკს, ასევე აუმჯობესებს კუნთოვანი ქსოვილების ტონუსს და ანელებს დაბერების პროცესს. ნიგოზი ამცირებს სარძევე ჯირკვლების სიმსივნური დაავადებებისა და ოსტეოპოროზის განვითარების რისკს. ბოლო ხანს ჩატარებული გამოკვლევები ადასტურებს, რომ თუ დღეში 50 გრამ ნიგოზს მივიღებთ, სიმსივნური უჯრედების ზრდა შეფერხდება. ის ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაშიც გვეხმარება.

გაზიანი სასმელები ვისცერულ გაცხიმოვნებას იწვევს

დანიელ მეცნიერს ბორნ რიჩელსენს მიაჩნია, რომ კოკა-კოლას რეგულარულმა სმამ შესაძლოა გაზარდოს ცხიმის კონცენტრაცია ღვიძლსა და მის გარემომცველ ორგანოებში, ცხიმის სიჭარბე კი, თავის მხრივ, საგრძნობლად სწევს მაღლა დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. რიჩელსენის ექსპერიმენტში 47 ჭარბწონიანი მოხალისე მონაწილეობდა. ცდისპირებს შესთავაზეს, ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე ესვათ თითი ლიტრი ჩვეულებრივი კოლა, დიეტური კოლა, წყალი ან რძე. ექვსი თვის შემდეგ ექსპერიმენტის იმ მონაწილეებს, რომლებმაც კოლას მიანიჭეს უპირატესობა, ცხიმის კონცენტრაცია შინაგანი ორგანოების გარშემო 25%-ით გაეზარდათ, ხოლო ცხიმის შემცველობა ღვიძლში თითქმის გაუორმაგდათ. ორგანოებში და მათ ირგვლივ განლაგებული ცხიმი კანქვეშა ცხიმზე სახიფათოდ არის მიჩნეული, რადგან შინაგან ორგანოებს ნორმალური მუშაობის საშუალებას არ აძლევს.