ფიტოთერაპია გლომერულონეფრიტის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფიტოთერაპია გლომერულონეფრიტის დროს

გლომერულონეფრიტის დროს ორგანიზმის რეაქტიულობის შეცვლის, ჰიპოტენზიური (წნევის დამწევი) და დიურეზული (შარდმდენი) ეფექტის მისაღწევად რეკომენდებულია შემდეგი ნაკრები:

  • არყის ფოთოლი - 10 გ;
  • შავი მოცხარის ფოთოლი - 10 გ;
  • ღვიის ნაყოფი -10 გ;
  • მრავალძარღვას ფოთოლი - 20 გ;
  • სვიის გირჩა - 10 გ;
  • წითელი მოცვის ფოთოლი - 20 გ;
  • ჭინჭრის ფოთოლი - 30 გ;
  • ასკილის ნაყოფი - 40 გ;
  • ტყის მარწყვის ნაყოფი - 60 გ;
  • ტყის შვიტას ბალახი - 30 გ.

აიღეთ ამ მცენარეთა 50-60 გრამი ნარევი, დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, ჩადგით წყლის აბაზანაში 30 წუთით (არ აადუღოთ!). გააცივეთ, გადაწურეთ. მიიღეთ 150 მლ დღეში სამჯერ თბილ-თბილი, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. თვალყური ადევნეთ გამოყოფილი შარდის ფერსა და ნალექს. ჰემატურიის (შარდში სისხლის არსებობა) გაძლიერების შემთხვევაში ნაკრებიდან ამოიღეთ ტყის შვიტა.

თირკმელების ფუნქციის გასააქტიურებლად და მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გირჩევთ:

  • დაფქვათ ნიახურის თესლი და ბარდის მარცვლები. აურიოთ ერთმანეთში და მიირთვათ თაფლში შეზავებული, 1-2 სადილის კოვზი ჭამიდან 15-20 წუთის შემდეგ;
  • მიირთვათ მოხარშული გოგრა და სვათ გოგრის წვენი;
  • სვათ ჩვეულებრივი სელის თესლის ნახარში;
  • მიირთვათ ხორბლის გაღივებული თესლი, დალიოთ მისი სამჯერადი ნახარში;
  • სვათ არყის წვენი;
  • მიირთვათ სამკურნალო ბურბუშელა. მოამზადოთ მისგან სალათები, დალიოთ მისი ფესვის ნახარში, დაღეჭოთ მისი ფესვები (ბურბუშელა ბუნების ერთ-ერთი საოცრებაა. ის წმენდს ორგანიზმს და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას).

გლომერულონეფრიტის დროს სასარგებლოა შვრიის ნახარში რძეზე. აიღეთ ერთი სადილის კოვზი შვრია, კარგად გარეცხეთ ცხელ წყალში. დაასხით ერთი ჩაის ჭიქა რძე, კარგად მოხარშეთ და გადაწურეთ. ნახარშის სმა უნდა დაიწყოთ ნახევარი ჭიქით (დღის განმავლობაში რამდენიმე ულუფად გაანაწილოთ, ანუ არ მიიღოთ მთელი ულუფა ერთბაშად) და ყოველდღიურად ზარდოთ დოზა მეოთხედი ჭიქით. ეს იმას ნიშნავს, რომ თავდაპირველად უნდა მიირთვათ ნახევარი ჭიქა, მომდევნო დღეს - 3/4, შემდეგ - მთელი ჭიქა და ა. შ. შესაბამისად იზრდება გამოყენებული შვრიისა და რძის ოდენობაც: ერთი სადილის კოვზი შვრია პირველ დღეს, 1,5 სადილის კოვზი - მეორე დღეს, ორი სადილის კოვზი - მესამე დღეს და ა. შ. როდესაც დღეში 5 ჭიქამდე მიხვალთ, ნახარშის მიღება უკუმიმდევრობით უნდა განაგრძოთ ანუ შეამციროთ ყოველდღიური ულუფა იმავე წესით (ჭიქის მეოთხედით). თუ ორგანიზმმა კარგად მიიღო აღნიშნული მკურნალობა, ერთი თვის შემდეგ შეგიძლიათ კურსი გაიმეოროთ. საყურადღებოა, რომ ეს ნახარში უხდება ღვიძლსაც. კარგია ასევე პოდაგრის დროს, თუმცა ამ შემთხვევაში სასურველია რძე სანახევროდ წყლით გააზავოთ.

გლომერულონეფრიტით დაავადებული ბავშვებისთვის რეკომენდებულია დღეში ორჯერ, ჭამის წინ, ახალგამოწურული წვენების მიღება:

  • პირველი დღე: სტაფილოს წვენი - 20 სადილის კოვზი, ჭარხლის წვენი - 6 სადილის კოვზი, კიტრის წვენი - 6 სადილის კოვზი;
  • მეორე დღე: სტაფილოს წვენი - 18 სადილის კოვზი, ნიახურის წვენი - 10 სადილის კოვზი, ოხრახუშის წვენი - 4 სადილის კოვზი;
  • მესამე დღე: სტაფილოს წვენი - 24 სადილის კოვზი, ოხრახუშის წვენი - 8 სადილის კოვზი;
  • მეოთხე დღე: სტაფილოს წვენი - 20 სადილის კოვზი, ისპანახის წვენი -12 სადილის კოვზი;
  • მეხუთე დღე: სტაფილოს წვენი - 24 სადილის კოვზი, თალგამის წვენი - 8 სადილის კოვზი;
  • მეექვსე დღე: მკურნალობა იწყება თავიდან (ანუ იგივეა, რაც პირველ დღეს).

დოზების დაცვა სავალდებულოა. წვენების მიღება უნდა გაგრძელდეს ერთი თვის განმავლობაში. მომდევნო ერთი თვე უნდა შეისვენოთ!