მამაკაცთა ტიპები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცთა ტიპები

ერთ-ერთი მათგანია სუპერსექსუალური მამაკაცი. ასეთ მამაკაცს არასოდეს ეშლება ქალთან ურთიერთობა. მის იმიჯს ქმნის ძალა, ჭკუა-გონება, ხმა, ტუჩები. სიმაღლეს, წონას, აღნაგობას, თვალების ფერს, ცხვირისა და ყურების მოყვანილობას მნიშვნელობა არ აქვს. დაბალი, ხავერდოვანი ხმა მაგიურ გავლენას ახდენს ქალებზე. შესაძლოა, ქალს მამაკაცი თვალითაც არ ჰყავდეს ნანახი, მაგრამ ტელეფონით საუბრისას თავდავიწყებით შეუყვარდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალი სულელი და ფუქსავატი არსებაა; უბრალოდ, საოცრი ძალით მოქმედებს ის, რასაც სუპერსექსუალური მამაკაცის იმიჯი ჰქვია.

არსებობს მამაკაცის კიდევ ერთი ტიპი - პერფექციონისტი. ასეთი მამაკაცი მიისწრაფვის, ყოველთვის ყველაფერი აკეთოს კარგად, უნაკლოდ, ავადმყოფურად მიილტვის სრულყოფილებისკენ. ის მომთხოვნია, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის მიმართ და მაქსიმალურ მობილიზაციას მოითხოვს სხვებისგანაც. თუ მიზანს ვერ მიაღწია, საშინლად ღიზიანდება. ის პესიმისტია. ყოველივე ახალი მასში ეჭვს იწვევს. პერფექციონისტ მამაკაცს არ უყვარს აქტიური ქალები, თუმცა არც მორჩილებას მოითხოვს. მასთან ცხოვრება არც ისე იოლია.

მსხვერპლი - ასეთი მამაკაცი თითქოს მაგნიტივით იზიდავს უსიამოვნებებს. ის გამუდმებით თავის უიღბლობაზე საუბრობს. თუ ქალმა ასეთი მამაკაცის მიმართ თანაგრძნობა გამოიჩინა, იგი ბოლომდე მისი ერთგული იქნება. მეორე მხრივ, უიღბლო, ხელმოცარულ მამაკაცთან ცხოვრება ალბათ რთული იქნება...

ჭორიკანა. ნუ გაგიკვირდებათ, თურმე ისეთი მამაკაცებიც არსებობენ, ჭორაობაში ქალებს ტოლს რომ არ უდებენ. ასეთმა მამაკაცმა შესაძლოა საყვარელი ადამიანიც კი გაჭოროს.

კრიტიკოსი. ასეთი იმიჯის მქონე მამაკაცის სტიქიაა კამათი, პოლემიკა. ის აკრიტიკებს ყველასა და ყველაფერს, ზოგჯერ - საკუთარ აზრსაც კი. ნებისმიერი საბუთის საპირისპიროდ უამრავ არგუმენტს პოულობს. ძნელი წარმოსადგენია, მისგან შექებას ან წახალისებას ეღირსოთ - იშვიათად თუ მოეწონება რამე, ჯიუტია და საკმაოდ პრინციპული. მასთან კამათის დროს თქვენს სიმართლეს ვერ დაამტკიცებთ, ამიტომ ამ ტიპის მამაკაცი ხშირად იწვევს გარშემო მყოფთა გაღიზიანებას.

სამყაროს ცენტრი. ეს არის ადამიანი, რომელიც ყველას ყველაფერს ასწავლის, გამუდმებით იძლევა რჩევებს და არაფერს იშურებს საკუთარი სიამოვნებისთვის. ასეთი მამაკაცი ეგოისტია. მისთვის ყოველგვარ სიტუაციაში ამოსავალი წერტილია "მე". მიისწრაფვის, მუდამ ყურადღების ცენტრში იყოს და ამით ხშირად გამოჰყავს მოთმინებიდან გარშემო მყოფები. ასეთ მამაკაცთან ცხოვრება საკმაოდ ძნელია.

მუყაითი. არსებობენ მამაკაცები, რომელთაც, გარდა სამუშაოსი, არაფერი აინტერესებთ. მათი ცხოვრების აზრი სამსახურია. ასეთი მამაკაცისთვის თავის მოწონება და, მით უმეტეს, შეყვარება ძნელია. ქალმა ეს რომ მოახერხოს, უნდა აგრძნობინოს, რომ მასაც უყვარს შრომა - ის ხომ ყველაზე მეტად შრომისმოყვარეობას აფასებს. აფასებს ასევე ინტელექტს, აზროვნებას, ლოგიკას, მაგრამ ვერ იტანს, როცა ქალს მასზე ჭკვიანად მოაქვს თავი ან, კიდევ უარესი - მართლა მასზე ჭკვიანია.

კალკულატორი. ამ ტიპის მამაკაცი ანგარებიანია, გასამრჯელოს გარეშე არაფერს გააკეთებს, გაწეული სამსახურისთვის მუდამ სამაგიეროს ითხოვს. არც უანგარო სიყვარული შეუძლია. უბრალო, ადამიანურ საქციელსაც კი გმირობად მიითვლის. თუ ასეთ მამაკაცს ყველაფერს დაუთმობთ, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს მისსავე "ანგარიშს" ემსხვერპლოთ.

არანაკლებ რთულია ურთიერთობა ავანტიურისტ მამაკაცთან. ასეთ მამაკაცს, როგორც წესი, ინტიმურ სფეროში ბადალი არ ჰყავს და მიილტვის კიდეც სასიყვარულო თავგადასავლებისკენ, თუმცა ერთგული ინდივიდებიც გვხვდებიან. ასეთი მამაკაცი არ არის ბოროტი, ჯაჯღანა და წუწუნა. თუ ქალმა მის სასიყვარულო ინტრიგებზე თვალი დახუჭა, შესაძლოა საუკეთესო მეუღლედაც კი იქცეს. ასეთმა მამაკაცმა ყოველთვის კარგად იცის ბედნიერების ფასი.

ამ ტიპოლოგიის გაცნობა ერთნაირად საინტერესოა როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვისაც. მამაკაცებმა შესაძლოა საკუთარი თავიც ამოიცნონ, ზოგი რამ გაითვალისწინონ და მშვენიერ სქესთან ურთიერთობისას გამოიყენონ.