/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

უშვილობა და ხელოვნური განაყოფიერება

უშვილობა და ხელოვნური განაყოფიერება
უშვილობა დღეს მთელი მსოფლიოსთვის აქტუალური პრობლემაა, მოსახლეობის გამრავლება და ადამიანის რეპროდუქციული ფუნქციის რეგულირება სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას იძენს,

საქართველოსთვის კი ამ პრობლემის მოგვარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ქვეყანას შობადობის დაბალი მაჩვენებელი აქვს. მეტიც - შეინიშნება გაუარესების ტენდენცია.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 30 000 ოჯახური წყვილია უშვილო. მიუხედავად ამისა, სადაზღვევო პროგრამები მის მკურნალობას არ ითვალისწინებს.

უშვილობის პრობლემის დაძლევაში ხელოვნური განაყოფიერების როლისა და მისი არსის შესახებ კითხვით მივმართეთ რეპროდუქციული მედიცინისა და უშვილობის ცენტრის გინეკოლოგს ქეთევან ტაბუცაძეს.

- ქალბატონო ქეთევან, როგორია ხელოვნური განაყოფიერების არსი და რა მეთოდები არსებობს საამისოდ?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- ხელოვნურ განაყოფიერებას უკვე 50 წელიწადზე მეტი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ წინათ თუ მეთოდების უმეტესობა განწირული იყო, დღეისთვის მათი საშუალებით დაორსულების ალბათობა 30%-მდე გაიზარდა. არსებობს ხელოვნური განაყოფიერების ორი ძირითადი მეთოდი: ხელოვნური ინსემინაცია მეუღლის ან დონორის სპერმით და ექსტრაკორპორალური, ანუ ინ ვიტრო განაყოფიერება.

- როდის მიმართავენ ხელოვნურ განაყოფიერებას და როგორია თითოეული მეთოდის არსი?

- ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართავენ როგორც მამაკაცის, ისე ქალის სხვადასხვა მიზეზით განპირობებული უშვილობის დროს, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება.

შეკითხვა ექიმს
<p>-Რამოდენიმე დღეა ხან მუცელი მტკივა ხან წელი ხან თავი ხან უბრალოდ გულისრევის შეგრძნებამაქ საჭმლის დროს ვიბერები! Ზოგჯერ უბრალოდ სუსტადვარ ზოგჯერ შემახურებს 5 წუთი მერე შემაციებს 5 წუთს მერე ისევ კარგადვარ ზოგჯერ თავი კიარ მტკივა უბრალოდ რაღაც რიგზე არარის თავში ესეთი განცთამაქ დამძიმებული მძიმე გულირომისდის ადამიანს რაღაც ეგეთი შეგრძნება თავის არეში! Რისი ბრალი იქნება ვინ ვნახო ან რატესტი გავიკეთო დიაგნოსტიკისთვის</p>

ხელოვნური განაყოფიერების ყველაზე მარტივი მეთოდია საშვილოსნოსშიგა ხელოვნური ინსემინაცია (IUI). ამ ტიპის მკურნალობისთვის აუცილებელი პირობაა, საშვილოსნოს მილები გამტარი იყოს, ხოლო სპერმის კრიტერიუმები - დამაკმაყოფილებელი.

საკვერცხეების მინიმალური სტიმულაციის ფონზე საშვილოსნოს ღრუში შეჰყავთ პარტნიორის დამუშავებული სპერმა, რომელიც მანამდე მინარევებისგან იწმინდება და კონცენტრირდება. ამის შემდეგ ყველაფერი გრძელდება ჩვეულებრივი, ბუნებრივი გზით - სპერმატოზოიდი გადაადგილდება საშვილოსნოს მილებში, სადაც ხვდება მომწიფებულ კვერცხუჯრედს და ანაყოფიერებს მას. ხელოვნური ინსემინაციისთვის იყენებენ ქმრის ან დონორის სპერმას. დაორსულების ალბათობა 15-18%-ია.

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია მეუღლის სპერმით ტარდება მაშინ, როდესაც ქალი რეპროდუქციული თვალსაზრისით ჯანმრთელია, ხოლო მეუღლეს დაქვეითებული აქვს სპერმის გამანაყოფიერებელი ფუნქცია - დამუშავებისა და უშუალოდ საშვილოსნოში შეყვანის შემდეგ ასეთ სპერმას შესწევს უნარი, კვერცხუჯრედი გაანაყოფიეროს.

საშვილოსნოსშიდა ხელოვნური განაყოფიერება ტარდება მაშინაც, როდესაც სპერმის მაჩვენებლები ნორმალურია, მაგრამ დადგენილია მეუღლეთა შეუთავსებლობა, რაც სპერმატოზოიდებზე საშვილოსნოს ყელის ლორწოს არასასურველი ზემოქმედებით არის გამოწვეული. ვინაიდან სპერმისთვის საშვილოსნოს ყელის ლორწო მომაკვდინებელია, სპერმატოზოიდები პირდაპირ საშვილოსნოს ღრუში შეჰყავთ.

ხელოვნური ინსემინაციით დაორსულების ყველაზე მეტი შანსი აქვთ 30 წლამდე ასაკის ქალებს, რომლებსაც არ უდასტურდებათ საშვილოსნოს მილების დეფექტი.

რეპროდუქციული სისტემის (საშვილოსნოს ღრუს, მილების, საკვერცხეების) პათოლოგიები რომ გამოირიცხოს, სასურველია, წინასწარ ჩატარდეს ფერტილოსკოპია. სასურველია აგრეთვე, ქალმა პროცედურის წინ მიიღოს ოვულაციის გამააქტიურებელი პრეპარატები, ხოლო ინსემინაციისთვის გამოყენებულ იქნეს ხარისხიანი სპერმა.

- როდის არის საჭირო პროცედურაში დონორის ჩართვა? დაცულია თუ არა ამ დროს ანონიმურობა?

- ხელოვნურ განაყოფიერებაში დონორის ჩართვა ძალიან იშვიათად არის საჭირო, რადგან დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით სტერილურ მამაკაცებს ეძლევათ საშუალება, იყოლიონ გენეტიკურად საკუთარი შვილი. არსებობს კლინიკები, სადაც წარმატებით ტარდება ნატიფი ოპერაციები სათესლე ჯირკვლებზე (TESA - ტესტიკულარული სპერმის ასპირაცია, MESE - მიკროქირურგიული ტესტიკულარული სპერმის ექსტრაქცია). იღებენ სპერმას, რომელსაც შემდგომ ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის იყენებენ. ასეთი ოპერაციის კანდიდატები არიან აზოოსპერმიის მქონე მამაკაცები.

TESA-ს ან MESE-ს გზით მიღებული და გაყინული სპერმის გამოყენების შემთხვევაში ორსულობის ალბათობა საკმაოდ მაღალია. თუ მეუღლის სპერმა სავსებით მოკლებულია განაყოფიერების უნარს ან შეუთავსებლობის ბარიერის გადალახვა შეუძლებელია, ორივე მეუღლის შეთანხმებით, განაყოფიერება დონორის სპერმით ხდება. ამ დროს ტაქტიკა ისეთივეა, როგორიც მეუღლის სპერმით ხელოვნური ინსემინაციის დროს, ხოლო ანონიმურობა, რასაკვირველია, დაცულია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

უშვილობა და ხელოვნური განაყოფიერება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უშვილობა და ხელოვნური განაყოფიერება

საქართველოსთვის კი ამ პრობლემის მოგვარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ქვეყანას შობადობის დაბალი მაჩვენებელი აქვს. მეტიც - შეინიშნება გაუარესების ტენდენცია.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 30 000 ოჯახური წყვილია უშვილო. მიუხედავად ამისა, სადაზღვევო პროგრამები მის მკურნალობას არ ითვალისწინებს.

უშვილობის პრობლემის დაძლევაში ხელოვნური განაყოფიერების როლისა და მისი არსის შესახებ კითხვით მივმართეთ რეპროდუქციული მედიცინისა და უშვილობის ცენტრის გინეკოლოგს ქეთევან ტაბუცაძეს.

- ქალბატონო ქეთევან, როგორია ხელოვნური განაყოფიერების არსი და რა მეთოდები არსებობს საამისოდ?

- ხელოვნურ განაყოფიერებას უკვე 50 წელიწადზე მეტი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ წინათ თუ მეთოდების უმეტესობა განწირული იყო, დღეისთვის მათი საშუალებით დაორსულების ალბათობა 30%-მდე გაიზარდა. არსებობს ხელოვნური განაყოფიერების ორი ძირითადი მეთოდი: ხელოვნური ინსემინაცია მეუღლის ან დონორის სპერმით და ექსტრაკორპორალური, ანუ ინ ვიტრო განაყოფიერება.

- როდის მიმართავენ ხელოვნურ განაყოფიერებას და როგორია თითოეული მეთოდის არსი?

- ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართავენ როგორც მამაკაცის, ისე ქალის სხვადასხვა მიზეზით განპირობებული უშვილობის დროს, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება.

ხელოვნური განაყოფიერების ყველაზე მარტივი მეთოდია საშვილოსნოსშიგა ხელოვნური ინსემინაცია (IUI). ამ ტიპის მკურნალობისთვის აუცილებელი პირობაა, საშვილოსნოს მილები გამტარი იყოს, ხოლო სპერმის კრიტერიუმები - დამაკმაყოფილებელი.

საკვერცხეების მინიმალური სტიმულაციის ფონზე საშვილოსნოს ღრუში შეჰყავთ პარტნიორის დამუშავებული სპერმა, რომელიც მანამდე მინარევებისგან იწმინდება და კონცენტრირდება. ამის შემდეგ ყველაფერი გრძელდება ჩვეულებრივი, ბუნებრივი გზით - სპერმატოზოიდი გადაადგილდება საშვილოსნოს მილებში, სადაც ხვდება მომწიფებულ კვერცხუჯრედს და ანაყოფიერებს მას. ხელოვნური ინსემინაციისთვის იყენებენ ქმრის ან დონორის სპერმას. დაორსულების ალბათობა 15-18%-ია.

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია მეუღლის სპერმით ტარდება მაშინ, როდესაც ქალი რეპროდუქციული თვალსაზრისით ჯანმრთელია, ხოლო მეუღლეს დაქვეითებული აქვს სპერმის გამანაყოფიერებელი ფუნქცია - დამუშავებისა და უშუალოდ საშვილოსნოში შეყვანის შემდეგ ასეთ სპერმას შესწევს უნარი, კვერცხუჯრედი გაანაყოფიეროს.

საშვილოსნოსშიდა ხელოვნური განაყოფიერება ტარდება მაშინაც, როდესაც სპერმის მაჩვენებლები ნორმალურია, მაგრამ დადგენილია მეუღლეთა შეუთავსებლობა, რაც სპერმატოზოიდებზე საშვილოსნოს ყელის ლორწოს არასასურველი ზემოქმედებით არის გამოწვეული. ვინაიდან სპერმისთვის საშვილოსნოს ყელის ლორწო მომაკვდინებელია, სპერმატოზოიდები პირდაპირ საშვილოსნოს ღრუში შეჰყავთ.

ხელოვნური ინსემინაციით დაორსულების ყველაზე მეტი შანსი აქვთ 30 წლამდე ასაკის ქალებს, რომლებსაც არ უდასტურდებათ საშვილოსნოს მილების დეფექტი.

რეპროდუქციული სისტემის (საშვილოსნოს ღრუს, მილების, საკვერცხეების) პათოლოგიები რომ გამოირიცხოს, სასურველია, წინასწარ ჩატარდეს ფერტილოსკოპია. სასურველია აგრეთვე, ქალმა პროცედურის წინ მიიღოს ოვულაციის გამააქტიურებელი პრეპარატები, ხოლო ინსემინაციისთვის გამოყენებულ იქნეს ხარისხიანი სპერმა.

- როდის არის საჭირო პროცედურაში დონორის ჩართვა? დაცულია თუ არა ამ დროს ანონიმურობა?

- ხელოვნურ განაყოფიერებაში დონორის ჩართვა ძალიან იშვიათად არის საჭირო, რადგან დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით სტერილურ მამაკაცებს ეძლევათ საშუალება, იყოლიონ გენეტიკურად საკუთარი შვილი. არსებობს კლინიკები, სადაც წარმატებით ტარდება ნატიფი ოპერაციები სათესლე ჯირკვლებზე (TESA - ტესტიკულარული სპერმის ასპირაცია, MESE - მიკროქირურგიული ტესტიკულარული სპერმის ექსტრაქცია). იღებენ სპერმას, რომელსაც შემდგომ ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის იყენებენ. ასეთი ოპერაციის კანდიდატები არიან აზოოსპერმიის მქონე მამაკაცები.

TESA-ს ან MESE-ს გზით მიღებული და გაყინული სპერმის გამოყენების შემთხვევაში ორსულობის ალბათობა საკმაოდ მაღალია. თუ მეუღლის სპერმა სავსებით მოკლებულია განაყოფიერების უნარს ან შეუთავსებლობის ბარიერის გადალახვა შეუძლებელია, ორივე მეუღლის შეთანხმებით, განაყოფიერება დონორის სპერმით ხდება. ამ დროს ტაქტიკა ისეთივეა, როგორიც მეუღლის სპერმით ხელოვნური ინსემინაციის დროს, ხოლო ანონიმურობა, რასაკვირველია, დაცულია.


- რას გვეტყვით ექსტრაკორპორალური ანუ ინ ვიტრო განაყოფიერების შესახებ?

- ინ ვიტრო ანუ ექსტრაკორპორალური განაყოფიერება (IVF) არის უშვილობის მკურნალობის დამხმარე მეთოდი, რომლის დროსაც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების შერწყმა ხდება ორგანიზმის გარეთ, სინჯარაში, ხოლო ამგვარად მიღებული ემბრიონი ქალის საშვილოსნოში ინერგება. ამჟამად ეს მეთოდი მთელ მსოფლიოში უშვილობის მკურნალობის ყველაზე თანამედროვე და წარმატებულ მეთოდად მიიჩნევა.

განაყოფიერების პროცესის გამოკვლევისა და ადრეული ემბრიონული განვითარების მოდელირებას მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ. 1978 წელს ინგლისში გამოყვეს ერთი კვერცხუჯრედი, საშვილოსნოს ღრუში გადაიტანეს ერთი ემბრიონი, რის შედეგადაც განვითარდა ორსულობა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის განყოფილებაში გაჩნდა მსოფლიოში პირველი სინჯარის ბავშვი - ლიზა ბრაუნი. დღეს მას უკვე თავისი შვილი ჰყავს, რომელიც ბუნებრივი გზით არის ჩასახული. ამ პრობლემაზე მსოფლიოს მრავალი კლინიკა მუშაობს და მეთოდი წლიდან წლამდე იხვეწება.

- როგორ ხდება განაყოფიერება ამ მეთოდით?

- ექსტრაკორპორალური განაყოფიერება მოიცავს რამდენიმე ეტაპს. თავდაპირველად საკვერცხეებში სპეციალური პრეპარატების საშუალებით ასტიმულირებენ სასქესო უჯრედებს. შემდეგ საკვერცხეებიდან იღებენ მომწიფებულ კვერცხუჯრედებს.

ორივე ეტაპი ულტრაბგერითი კონტროლით მიმდინარეობს. ინ ვიტრო განაყოფიერება შეუძლებელია სპერმის სპეციალური დამუშავების გარეშე, რისი მიზანიც სუფთა და აქტიური სპერმატოზოიდების გამოყოფაა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე ემბრიონების გადატანას და იმას, რამდენი ემბრიონი უნდა მოხვდეს საშვილოსნოში. მიღებულ კვერცხუჯრედებს ინკუბატორში ათავსებენ და 5 საათის შემდეგ დამუშავებული სპერმით ანაყოფიერებენ.

კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდების შეერთება (კვერცხუჯრედის ინსემინაცია) სინჯარაში ხორციელდება. განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს ინკუბატორში ათავსებენ. ინკუბატორი წარმოადგენს სპეციალურ ჭურჭელს, რომელშიც მოთავსებულია განსაზღვრული ტემპერატურის საკვები ხსნარი. განაყოფიერების შემდეგ კვერცხუჯრედი დაყოფას იწყებს, მერე კი ამ გზით მიღებული ცოცხალი ორგანიზმი, უკვე ემბრიონი (ჩანასახი), გადაგვაქვს საშვილოსნოს ღრუში, სადაც ჩანასახი ემაგრება საშვილოსნოს ლორწოვანს და მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში ვითარდება. ამ დროს ორსულობის განვითარების ალბათობა 40-45%-ია და დამოკიდებულია ქალის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მიღებული ემბრიონების ხარისხზე.

- როგორ იღებენ მომწიფებულ კვერცხუჯრედს?

- მომწიფებული კვერცხუჯრედების აღება თავდაპირველად ლაპაროსკოპიული მეთოდით - მუცლის წინა კედლიდან სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოს საშუალებით ხდებოდა. დღეისათვის კვერცხუჯრედებს სპეციალური ნემსის საშულებით საკვერცხეების საშოსმხრივი პუნქციით (ჩხვლეტა) იღებენ. პროცესი ულტრაბგერითი მეთოდით კონტროლდება.

- რამდენი ემბრიონის გადატანაა შესაძლებელი საშვილოსნოს ღრუში და რამდენად ხშირად იბადება ტყუპი ნაყოფი ასეთი განაყოფიერების შედეგად?

- პრაქტიკამ აჩვენა, რომ საშვილოსნოს ღრუში ორზე მეტი ემბრიონის გადატანა მიზანშეწონილი არ არის, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მრავალნაყოფიანი ორსულობა, რაც სამეანო თვალსაზრისით გაუმართლებელია. ტაქტიკა - რაც მეტ ემბრიონს ჩავნერგავთ საშვილოსნოში, მით უფრო მეტია ორსულობის შანსი, არ არის სწორი. დღეს უკვე არსებობს შესაძლებლობა, აირჩეს საუკეთესო ემბრიონები, ამიტომ 35 წლამდე ასაკის პაციენტებთან - 2, ხოლო 35 წელს გადაცილებულებთან მაქსიმუმ 3 ემბრიონი გადააქვთ.


- როგორ მიმდინარეობს ამ დროს ორსულობა?

- პაციენტები აუცილებლად იღებენ ორსულობის შემანარჩუნებელ მედიკამენტებს. ასეთ ორსულებს ყურადღება სჭირდებათ პირველი ტრიმესტრის განმავლობაში, სანამ პლაცენტა სრულყოფილად ჩამოყალიბდება, შემდგომ კი ორსულობის მიმდინარეობა და მართვა ისეთივეა, როგორიც ბუნებრივი ორსულობისას. იგივეა საკეისრო კვეთის ჩვენებაც.

- როდის მიმართავენ ექსტრაკორპორალურ განაყოფიერებას?

- გარდა კლასიკური პროცედურებისა, უკანასკნელ წლებში ინ ვიტრო მეთოდის სხვადასხვა ვარიანტი იქნა გამოყენებული, რამაც რეპროდუქციის დამხმარე მეთოდების სპექტრი გააფართოვა და დახვეწა. დღეისათვის ძნელი სათქმელია, რა შემთხვევაში არ მიეცემა უშვილო წყვილს ინ ვიტრო განაყოფიერების რეკომენდაცია. აღნიშნული მეთოდით შეიძლება შვილი იყოლიოს უშვილო ოჯახების თითქმის 99%-მა (ერთ ცდაზე წარმატების სიხშირე – 25-30%-ია).

ცნობილია, რომ თავდაპირველად ძირითადი ჩვენება ინ ვიტრო მეთოდის გამოყენებისა იყო საშვილოსნოს მილების არარსებობა ან გაუვალობა, ამჟამად კი იგი მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად მეთოდად ითვლება ისეთი პათოლოგიების დროს, როგორებიცაა:

  • უცნობი გენეზის უნაყოფობა;
  • იმუნოლოგიური ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა.

ექსტრაკორპორალურ განაყოფიერებას მიმართავენ ენდომეტრიოზის, პოლიკისტოზის, საკვერცხის არარსებობის ან მათი ფუნქციური უკმარისობის დროს. ინ ვიტრო მეთოდით განაყოფიერება ნაჩვენებია მამაკაცის უშვილობის სხვადასხვა შემთხვევის დროს. თანამედროვეობის მიღწევად ითვლება მიკრომანიპულაციური ტექნიკის შემუშავება, რომლის გამოყენებითაც ორსულობა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, როცა მამაკაცის სპერმაში თუნდაც ერთი ცოცხალი სპერმატოზოიდია, რომელიც შეჰყავთ მომწიფებულ კვერცხუჯრედში სპეციალური დამატებითი ტექნოლოგიის საშუალებით.

დღეისათვის ამ მეთოდის გამოყენებით მამაკაცის უშვილობის პრობლემა თითქმის მთლიანად გადაიჭრა.

- რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს წყვილმა და რამდენი ხანი სჭირდება ამ პროცედურას?

- ინ ვიტრო განაყოფიერება არ არის მარტივი პროცედურა. პაციენტის მომზადება მენსტრუალური ციკლის მიხედვით ხდება, ამიტომ გარკვეული პერიოდია საჭირო, რომ მივიდეთ იმ ეტაპამდე, როდესაც შესაძლებელია საკვერცხეების სტიმულაციის დაწყება. ხშირად გაუთვალისწინებელ სიტუაციას ვაწყდებით - პაციენტი საჭიროებს ოპერაციულ ან მედიკამენტურ მკურნალობას, ეს კი პროცესს უფრო მეტად აჭიანურებს. ინ ვიტრო განაყოფიერება საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურაა, ძვირი ღირს წამლებიც, ამიტომ ვატარებთ სრულყოფილ გამოკვლევას, რათა ორსულობისთვის ხელის შემშლელი ყოველგვარი მიზეზი გამოირიცხოს. ჩვენი მიზანია, პირველსავე ჯერზე მივაღწიოთ შედეგს.

- რას გულისხმობს განაყოფიერება დონორის კვერცხუჯრედით?

- იმ შემთხვევაში, როდესაც სხვადასხვა პათოლოგიის გამო არ არსებობს საკვერცხეები, ან მედიკამენტური ჩარევის მიუხედავად საკვერცხეებში ფოლიკულის მომწიფება ვერ ხერხდება, გამოიყენება დონორის კვერცხუჯრედი. ამ დროს ჯანმრთელი ქალი-დონორისაგან იღებენ კვერცხუჯრედებს, ანაყოფიერებენ მეუღლის სპერმით და შემდგომში გადააქვთ მომავალი დედის საშვილოსნოში.

- რას გვეტყვით სუროგატი დედების შესახებ?

- იმ შემთხვევაში, როდესაც ქალს აქვს განუვითარებელი საშვილოსნო, საშვილოსნოს დეფექტი ან საშვილოსნო საერთოდ არ გააჩნია, აგრეთვე - ქალის ისეთი ექსტრაგენიტალიური დაავადებებისას, როდესაც ორსულობა უკუნაჩვენებია, მიმართავენ სუროგატული დედის დახმარებას. ამ დროს პაციენტის საკვერცხეებიდან აღებულ კვერცხუჯრედებს ანაყოფიერებენ მეუღლის სპერმატოზოიდით, რაც უზრუნველყოფს წყვილის ემბრიონის გენეტიკურ ფორმირებას, რომელიც გადაიტანება სხვა ქალის (სუროგატული დედის) საშვილოსნოში. დღეისათვის სხვადასხვა სამართლებრივი პრინციპების გამო უკანასკნელი ორი მეთოდის წარმოება ბევრ ქვეყანაში აკრძალულია.

- რას ნიშნავს სპერმის ბანკი?

- ბიოლოგიური მასალების კრიოპრეზერვაციის მიღწევებმა ხელი შეუწყო დონორი გამეტების და სპერმატოზოიდების (კრიოპრეზერვირებული - გაყინული) გამოყენებას უშვილობის გარკვეული შემთხვევებისას. ამ დროს ყინავენ და ინახავენ დონორთა სპერმას, რომელიც შეიძლება იქნეს გამოყენებული ხელოვნური ინსემინაციის, აგრეთვე მამაკაცების აბსოლუტურული უშვილობისას. სპერმის გაყინვა ხდება თხიერ აზოტში სპეციალური აპარატურით. ასეთ მდგომარეობაში სპერმა რამდენიმე წელი ძლებს.

- რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ხელოვნური განაყოფიერების მანიპულაციებს?

- მოცემულ ოპერაციას, ისევე როგორც ნებისმიერ ოპერაციულ ჩარევას, შეიძლება მოჰყვეს სხვადასხვა გართულება:

  • საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი;
  • მრავალნაყოფიანი ორსულობა ორი, სამი და ოთხი ნაყოფით;
  • მილების არსებობისას რჩება საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების ალბათობა;
  • ფარული ინფექციის თანაარსებობისას შესაძლოა განვითარდეს გართულებები;
  • სისხლძარღვთა დაზიანებისას - სისხლდენა.

- რამდენი პროცენტია დაორსულების ალბათობა ინ ვიტრო განაყოფიერების დროს?

- ექსტრაკორპორალური განაყოფიერების წარმატება დამოკიდებულია მრავალ გარემოებაზე:

  • ქალის საკვერცხეების პრეპარატის მიმართ რეაქციაზე - რაც უფრო მეტი კვერცხუჯრედია მიღებული, მით უფრო მაღალია დაორსულების შანსი;
  • მომწიფებული კვერცხუჯრედების დროულად მიღებაზე;
  • პუნქციის ჩატარებისა და ემბრიონის გადატანის ტექნიკაზე;
  • სპერმის ხარისხზე;
  • მეუღლეების ფსიქოლოგიურ მომზადებაზე.

ავადმყოფებისგან მკურნალობის მეთოდი მოითხოვს დიდ მოთმინებას, დისციპლინირებას და ექიმის ყველა დანიშნულების სკრუპულოზურ შესრულებას. დღესდღეობით მკურნალობის ამ მეთოდის ეფექტურობა შეადგენს 30-40%. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სავსებით ჯანმრთელ ქალებსა და მამაკაცებში ჩასახვის ალბათობა არ აღემატება 30%-ს.


- როგორია ინ ვიტრო განაყოფიერებით დაბადებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა?

-ათასობით ახალშობილი მოევლინა ქვეყანას ამ მეთოდის გამოყენებით, მრავალი კვლევა და დაკვირვება ტარდება მათზე და სტატისტიკური მონაცემებით, ინ ვიტრო განაყოფიერებით დაბადებულ ბავშვებში გენეტიკური და სხვა დაავადების ალბათობა, მათი გონებრივი, ფსიქოლოგიური და სოციალური განვითარება ისეთივეა, როგორიც ზოგად პოპულაციაში.

ჩვენ არაფერს ვქმნით, მხოლოდ იმ სასქესო გამეტებს ვახვედრებთ ერთმანეთს, რომლებიც მიზეზთა გამო ბუნებრივ პირობებში ერთმანეთს ვერ ხვდებიან, ხოლო ისეთი რთული ბიოქიმიური პროცესები, როგორიც არის ბირთვების შერწყმა, განაყოფიერება, დაყოფა, ხდება ბუნებრივად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე, ოღონდ ორგანიზმის გარეთ, სპეციალურ გარემოში.

- შესაძლოა თუ არა, ინ ვიტროს შემდეგ პაციენტი თავისით დაორსულდეს?

- დიახ, ასეთი შემთხვევები ყოფილა.

- რამდენად ხშირად მიმართავენ საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერებას?

-რამდენიმე ათეული წელია, უშვილობის პრობლემა ძალზე აქტუალურია არა მარტო საქართველოში - მთელ მსოფლიოში. სტატისტიკის მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ყოველი მერვე ოჯახი უშვილოა. გაჩნდა საზოგადოებაში დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების დანერგვის, განვითარების აუცილებლობა და წარმატებულმა მკურნალობამ მრავალ უშვილო ოჯახს აჩუქა ის დიდი ბედნიერება, რასაც შვილი ჰქვია. დიახ, საკმაოდ ბევრი "ხელოვნური" ბავშვია საქართველოში, მაგრამ ზუსტი რიცხვის დასახელება არ შემიძლია - ამას სტატისტიკური აღრიცხვა სჭირდება, რაც ჩვენს ქვეყანაში ვერ ხერხდება.

- როდის ეუბნებიან პაციენტს უარს ინ ვიტრო განაყოფიერებაზე?

- ერთადერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი, რომელსაც ვერაფერს მოვუხერხებთ, ქალის ასაკია. მოგეხსენებათ, 35 წლიდან საკვერცხის ფოლიკულური აპარატი თანდათან მცირდება და კვერცხუჯრედში ხშირდება ქრომოსომული აბერაციები, ამიტომ ასაკოვან პაციენტებში (რეპროდუქციული თვალსაზრისით ასაკოვნად ითვლება 35 წელს გადაცილებული ქალი) ხშირად ვიღებთ უხარისხო კვერცხუჯრედებსა და ემბრიონებს. ამრიგად, რეპროდუქციის დამხმარე მეთოდების გამოყენებამ თითქმის გადაჭრა კაცობრიობის უდიდესი პრობლემა - უნაყოფობა. მეთოდის ტექნიკური თუ მეცნიერული პროგრესი იძლევა საფუძველს, რომ XXII საუკუნეს კაცობრიობა უშვილობის პრობლემის გარეშე შეხვდეს.