რომელი სჯობს სახლის პირობებში მექანიკური თუ ავტომატური წნევის აპარატი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი სჯობს სახლის პირობებში მექანიკური თუ ავტომატური წნევის აპარატი?

სახლის პირობებში არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის შეფასების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. გასათვალისწინებელია, რომ წნევის გაზომვისას მიღებული შედეგების სანდოობა დიდწილად არის დამოკიდებული აპარატსა და პროცესის სწორად წარმართვაზე. სწორედ ამიტომ, ხშირად ისმება კითხვა, სახლის პირობებში არტერიული წნევის კონტროლისთვის რომელი აპარატის გამოყენება სჯობს, მექანიკურის თუ ავტომატურის? სწორედ აღნიშნულ თემასა და წნევის სწორად გაზომვის ტექნიკაზე დეტალურად საუბრობს ოჯახის ექიმი, ენდოკრინოლოგი მაია ანჩიბაია:

maia-1793602328.jpg

  • ქალბატონო მაია, რა მთავარი განსხვავებაა მექანიკურ და ავტომატურ აპარატებს შორის, სიზუსტისა და სანდოობის თვალსაზრისით, როდესაც არტერიულ წნევას სახლის პირობებში ვაკონტროლებთ? რომელი უფრო მოსახერხებელი შეიძლება იყოს პაციენტისთვის და რატომ?

პაციენტების მხრიდან ხშირად დასმული კითხვაა, რომელი აპარატი უფრო ზუსტია: მექანიკური თუ ავტომატური? სწორად გამოყენების შემთხვევაში ორივე შეიძლება სანდო იყოს, თუმცა მექანიკური აპარატით გაზომვას შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, რადგან აუცილებელია სტეტოსკოპით გულის ტონების მოსმენა. ავტომატური აპარატი კი თავად ასრულებს გაზომვას, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, ამიტომ სახლის პირობებში მარტივი, მოსახერხებელი და შესაბამისად, ზუსტია.

  • როგორ შევარჩიოთ ავტომატური წნევის აპარატი?

ავტომატური წნევის საზომი აპარატის შერჩევისას ყველაზე მნიშვნელოვანია სიზუსტე, მკლავის გარშემოწერილობის შესაბამისი მანჟეტი და აპარატის სანდოობა. ასეთი მოდელები ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია და ნებისმიერ პაციენტს შეუძლია მისი შეძენა.

  • რა ძირითადი წესები უნდა დავიცვათ წნევის გაზომვამდე და ახდენს თუ არა მიღებულ შედეგზე გავლენას მათი უგულებელყოფა?

თავდაპირველად, გაზომვამდე 5 წუთი მშვიდად დაისვენეთ, ბოლო 30 წუთის განმავლობაში მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას, მოწევასა და კოფეინის მიღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული წნევის მაჩვენებლები არასწორი იქნება. მაგალითად, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ წნევის დაუყოვნებლივ გაზომვამ შეიძლება მაღალი მაჩვენებელი გვიჩვენოს; ფეხის ფეხზე გადაჯვარედინებამ შეიძლება ხელოვნურად გაზარდოს არტერიული წნევის მაჩვენებელი; ასევე ყავა, ენერგეტიკული სასმელები ან მოწევა უშუალოდ გაზომვის წინ, მაჩვენებელს ზრდის.

  • როგორ უნდა მოვირგოთ სწორად როგორც ავტომატური, ასევე მექანიკური წნევის აპარატი და რა წესები უნდა დავიცვათ უკვე წნევის გაზომვის პროცესში?

არტერიული წნევის სწორად გასაზომად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აპარატის სწორად გამოყენება, არამედ მანჟეტის შესაბამისი ზომის შერჩევა, სხეულის სწორი პოზიცია და გაზომვის გარკვეული წესების დაცვა: დაისვენეთ მშვიდად 5 წუთის განმავლობაში, მიეყრდენით საზურგეს, ფეხები იატაკზე დააწყვეთ, არ გადააჯვარედინოთ, მანჟეტი უშუალოდ კანზე მოირგეთ, ხელი დადეთ მაგიდაზე ისე, რომ მკლავი გულის სიმაღლეზე იყოს. გაზომვის დროს არ იმოძრაოთ და არ ისაუბროთ.

  • რატომ არის რეკომენდებული ზუსტი შედეგის მისაღებად წნევის რამდენჯერმე გაზომვა ერთი წუთის ინტერვალით და რა სიხშირით უნდა ჩავიწეროთ მიღებული მაჩვენებლები? გვთავაზობს თუ არა აღნიშნულ მაჩვენებლებს ავტომატური წნევის აპარატი და რამდენად სანდო და მოსახერხებელია ამ თვალსაზრისით?

არტერიული წნევის გაზომვა უნდა მოხდეს დღეში ორჯერ: დილით და საღამოს. დილით გაღვიძების შემდეგ წამლისა და საუზმის მიღებამდე, საღამოს დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. არტერიული წნევის მაჩვენებელზე გავლენას ახდენს სტრესი, სუნთქვა და სხვა ფაქტორები, ამიტომ საჭიროა ერთი წუთის ინტერვალით ორჯერ მოხდეს წნევის გაზომვა, რათა სიზუსტე უზრუნველვყოთ. ასევე მნიშვნელოვანია არტერიული წნევის მაჩვენებლის რეგულარული ჩაწერა, რათა უკეთ გავიგოთ, როგორ იცვლება დღის განმავლობაში წნევის მაჩვენებლები და რამდენად ეფექტურია მკურნალობა.

თანამედროვე ავტომატური წნევის აპარატი ინახავს 99-მდე გაზომილ წნევის მაჩვენებელს და ღილაკზე თითის ერთი დაჭერით ავტომატურად სამჯერ ზედიზედ ზომავს წნევას და გამოაქვს საშუალო მაჩვენებელი. ექიმისა და პაციენტისთვის ეს მონაცემები მნიშვნელოვანია და უფრო კომფორტულს ხდის მონიტორინგის პროცესს.

ავტომატური წნევის აპარატი, რომელიც სახლის პირობებში ზუსტ მაჩვენებლებს უზრუნველყოფს

სახლის პირობებში არტერიული წნევის გასაკონტროლებლად პრაქტიკული არჩევანია ოსცილომეტრიული პრინციპით მომუშავე ავტომატური აპარატები, როგორიცაა მაგალითად, Microlife-ის BP 3AG1 მოდელი, რომელიც მექანიკურ საშუალებებთან შედარებით ბევრად მარტივი გამოსაყენებელია, რადგან არ საჭიროებს სპეციალურ სამედიცინო უნარებს ან სტეტოსკოპით მუშაობისას - გაზომვა ღილაკზე თითის ერთი დაჭერით ხდება.

ასეთი აპარატები უზრუნველყოფს ზუსტ შედეგს, თუ გაზომვის პროცესში ექიმის მიერ განმარტებული ყველა პირობაა დაცული, მანჟეტის კანზე მორგებიდან დაწყებული, ფეხების პოზიციის სწორად შერჩევით დამთავრებული. ამასთან, თანამედროვე ავტომატური მოდელები აღჭურვილია მეხსიერების ფუნქციით, რაც დროის სხვადასხვა მონაკვეთში წნევის ცვალებადობისთვის თვალის დევნების შესაძლებლობას იძლევა. შენახულ მონაცემებზე დაკვირვებით კი ექიმისთვის დიაგნოსტიკის პროცესი მარტივდება.

microlife1-1793602350.jpg

Microlife-ის ავტომატური წნევის საზომი აპარატი ადაპტერით

Microlife-ის ავტომატური წნევის აპარატის სწორად გამოყენების წესები:

  • მანჟეტი მოირგეთ შიშველ მკლავზე, გულის სიმაღლეზე;
  • ფეხები დააწყვეთ იატაკზე, არ გადააჯვარედინოთ;
  • პროცესში იჯექით მშვიდად, არ იმოძრაოთ და არ ისაუბროთ;
  • ერთი წუთის ინტერვალით კიდევ ერთხელ გაიმეორეთ პროცედურა.

აღსანიშნავია, რომ აპარატი აღჭურვილია ადაპტერით, რაც მონაცემების კომპიუტერში გადატანის შესაძლებლობას მოგცემთ.

R