3 ჰარმონიული კომბინაცია - როგორ შევუხამოთ იატაკის საფარი, კედლები და რადიატორი ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

3 ჰარმონიული კომბინაცია - როგორ შევუხამოთ იატაკის საფარი, კედლები და რადიატორი ერთმანეთს

იატაკის საფარი, კედლის ფერი და რადიატორი ინტერიერის საერთო იერს განსაზღვრავს. მათი შერჩევისას მნიშვნელოვანია როგორც ვიზუალური მხარე, ისე პრაქტიკული მახასიათებლები გაითვალისწინოთ. მთლიანად სახლის მფლობელის გემოვნებაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ფერს რას შეუხამებს.

ინტერიერის დაგეგმვის ერთი უნივერსალური მეთოდი არ არსებობს. ამიტომაცაა, რომ საცხოვრებელი სივრცე მფლობელის გემოვნებაზე ყველაზე კარგად მეტყველებს.

მანამ, სანამ კონკრეტულ კომბინაციას აირჩევთ

იატაკის საფარის, კედლების ფერისა და გათბობის სისტემის შერჩევა ერთიანი პროცესია. გადაწყვეტილების მიღებაში კი რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება დაგეხმარებათ.

პირველი ეს არის განათების ინტენსივობა და ოთახის ზომა. სხვადასხვა განათებაზე მასალების ფერი განსხვავებულად აღიქმება. ასევე, მნიშვნელოვანია ფანჯრების მდებარეობაც და იქედან შემომავალი ბუნებრივი სინათლის ფაქტორი. ამიტომ მასალების ნიმუშები უშუალოდ იმ სივრცეში შეაფასეთ, სადაც მათ გამოყენებას გეგმავთ.

ასევე დაფიქრდით, რომელი დეტალით გინდათ, რომ აქცენტური ზონა შეიქმნას. ეს შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს. მაგალითად, ხის პარკეტი, კერამოგრანიტის ფილები, რადიატორი ან კედელები.

კომბინაცია 1: ხის იატაკი და მყუდრო ინტერიერი

ხის პარკეტი საცხოვრებელ სივრცეში გამორჩეულ ხასიათს ქმნის. განსაკუთრებით პოპულარულია მუხის პარკეტი, რომელიც ნებისმიერი სტილის ინტერიერსა და კედლებს უხდება.

მაგალითად, მას შეგიძლიათ შეუხამოთ ღია, ნეიტრალური ტონები ან დეკორატიული საღებავები გამოიყენოთ. თუ გსურთ, რომ ინტერიერში რადიატორი გამორჩეული აქცენტი არ იყოს, შეგიძლიათ კედლის ფერს შეუხამოთ. მაგალითად, თუ კედელი თეთრია, რადიატორიც თეთრი შეიძინოთ. საბედნიეროდ, თანამედროვე პრემიუმ ბრენდების კოლექციები სხვადასხვა ფერშია წარმოდგენილი. ეს კი საშუალებას გაძლევთ, ნებისმიერი იდეა განახორციელოთ.

სად შეიძლება გამოგადგეთ ეს მიდგომა? ხის პარკეტი სხვადასხვა დანიშნულების ოთახში გამოიყენება. მაგალითად, საძინებელში, მისაღებსა თუ სამუშაო სივრცეში. გარდა ამისა, ევროპული პრემიუმ ბრენდების ზოგიერთი კოლექცია სააბაზანოშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

კომბინაცია 2: კერამოგრანიტი და კონტრასტული დეტალები

კერამოგრანიტის ფილები ინტერიერში ფართოდ გამოიყენება. მაგალითად, იატაკის საფარად, კედლებზე და ჭერზეც კი. გარდა ამისა, მათ იყენებენ სამზარეულოს სამუშაო ზედაპირებზე, სააბაზანოში, სამზარეულოს კუნძულებზე, კიბეებზე, ბუხრის ზონასა და ავეჯის ცალკეულ დეტალებზეც.

ხარისხიანი ფილები ლამაზი, ეკოლოგიურად სუფთა, გამძლე, ნაკაწრების და ტენის მიმართ მდგრადი და ყინვაგამძლეა. პრემიუმ ბრენდების კოლექციები ინოვაციურობითაც გამოირჩევა. მაგალითად, შესაძლებელია მათში ჭკვიანი მოწყობილობების სამართავი სისტემა ჩაშენდეს. ასევე, ეკრანის ფუნქციაც შეასრულოს.

ინტერიერში შეგიძლიათ ერთმანეთს შეუხამოთ დიდი ფორმატის ფილები, ვერტიკალური რადიატორი და ღრმა ტონის საღებავები. ეს იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი სტილი თქვენს გემოვნებას შეესაბამება.

კომბინაცია 3: მუქი ხე და ღრმა ტონები

მუქი ხის იატაკის საფარი სხვადასხვა ფერის კედელს უხდება. ის ბუნებრივად ერწყმის როგორც ღია ფერებს, ისე უფრო ღრმა ტონებსაც. არჩევანი მთლიანად სახლის მფლობელის პირად გემოვნებაზეა დამოკიდებული.

მაგალითად, კედლებისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ მწვანე, ლურჯი, კრემისფერი ან ნებისმიერი სხვა ტონი. ასევე, არსებობს დეკორატიული საღებავები, რომელთაც სივრცეში განსაკუთრებული ხასიათი შემოაქვთ.

ასეთი მიდგომა შეგიძლიათ სხვადასხვა ოთახში გამოიყენოთ. მთავარია, შერჩეული მასალები და ფერები თქვენს გემოვნებას შეესაბამებოდეს.

შეცდომები, რომლებიც არ უნდა დაუშვათ

ინტერიერის დაგეგმვისას პრობლემა ხშირად არა ფერებს შორის განსხვავება, არამედ მნიშვნელოვანი დეტალების გაუთვალისწინებლობაა.

შეცდომაა ფერების მხოლოდ ერთი ტიპის განათებაზე შეფასება. საცხოვრებელ სივრცეში სხვადასხვა მასალის ფერი შეიძლება განსხვავებულად აღიქმებოდეს.

არ შექმნათ ზედმეტად ბევრი აქცენტური ზონა. თუ რამდენიმე ელემენტი ერთდროულად იქცევს ყურადღებას, შესაძლოა თვალი აგიჭრელდეთ და სახლში სიმყუდროვე ვერ იგრძნოთ.

კიდევ ერთი შეცდომაა პრაქტიკული თვისებების უგულებელყოფა. იატაკის საფარი ოთახის დანიშნულებას უნდა შეესაბამებოდეს, საღებავები კი - ყოველდღიურ დატვირთვას უნდა უძლებდეს.

აუცილებლად უნდა მოუაროთ პარკეტს. ხე ბუნებრივი მასალაა და გარემო პირობებზე რეაგირებს. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰაერის ტენიანობის კონტროლი. თუ იატაკქვეშა გათბობის სისტემას დაამონტაჟებთ, პარკეტის პირვანდელი იერსახის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია ოთახში ოპტიმალური მიკროკლიმატის დაცვა.

არჩევანი თქვენი გემოვნებიდან გამომდინარე გააკეთეთ

იატაკის საფარის, კედლებისა და ცენტრალური გათბობის რადიატორების შეხამების მზა რეცეპტი არ არსებობს. ხის პარკეტის, კერამოგრანიტის ფილების, საღებავებისა და რადიატორის საშუალებით სხვადასხვა სტილის ინტერიერის შექმნაა შესაძლებელი.

მასალების შერჩევისას გაითვალისწინეთ მათი გამძლეობა, პრაქტიკულობა, განათების ფაქტორი, ხარისხი, მწარმოებელი ბრენდი და ქვეყანა.

R