24 ოქტომბერს „სკინოთეკამ“ უმასპინძლა სამედიცინო სემინარს - „ჰიალურონს მიღმა: ახალი თაობის სკინ ბუსტერები“
სემინარში მონაწილეობდა 80 ექიმი ესთეტიკური მედიცინის სფეროდან, მათ შორის, დერმატოლოგები და კოსმეტოლოგები, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სფეროს განვითარებაში.

ღონისძიების მთავარი სპიკერი იყო პოლონეთიდან მოწვეული ექიმი-მკვლევარი, მედიცინის დოქტორი და ტრენერი, ანა გალება (Anna Galęba), რომელიც თბილისს 3 დღით ეწვია. ანა გალება საერთაშორისო ავტორიტეტია მედიცინის სფეროში. იგი 59 სამეცნიერო პუბლიკაციისა და 10 წიგნის თავის ავტორია, არის ღეროვანი უჯრედებისა და რეგენერაციული მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის (IASRM) სამეცნიერო საბჭოს წევრი. 2019 წელს ის „წლის საუკეთესო რეგენერაციულ ესთეტიკოსად“ იქნა აღიარებული. ანა გალებას მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე 2 500-ზე მეტი ექიმი ჰყავს გადამზადებული, რომელთა რიცხვსაც უკვე 80 ქართველი ექიმი შეუერთდა.

სამედიცინო სემინარზე დოქტორმა გალებამ თავის მოხსენებაში განიხილა პროდუქტები და წარმოადგინა ტექნიკები და პროტოკოლებიი - პრევენციის, რეგენერაციისა და სრული აღდგენის სცენარები. ღონისძიების მომდევნო ნაწილი მოიცავდა მასტერკლასს, რომლის დროსაც ექიმებს პროცედურაზე დაკვირვების საშუალება ჰქონდათ.

ღონისძიების მეორე ნახევარი - „სულ სხვანაირი სემინარი“ დაეთმო ქართველი სპიკერების გამოსვლებს აქტუალურ თემებზე, მათ შორის, პაციენტის ტიპებს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ესთეტიკური მედიცინის მომავალს.

ღონისძიების ორგანიზატორმა, თათა მორჩილაძემ აღნიშნა, რომ სემინარზე პასუხი გაეცა დღეს ყველაზე აქტუალურ კითხვას - „ნებისმიერი პროდუქტის ხელმისაწვდომობის მიუხედავად, რატომ ირჩევს პაციენტი კონკრეტულ სპეციალისტს პროცედურის ჩასატარებლად?“

სემინარის მეორე ნაწილის სპიკერები იყვნენ:
- თათა მორჩილაძე - „ინფორმირებული თანხმობა ფილტრების ეპოქაში“;
- ლუკა ხალაძე - „ესთეტიკური მედიცინის ციფრული ტრანსფორმაცია“;
- მარიამ წივწივაძე - „პროდუქტიდან პერსონალიზებულ სტრატეგიამდე: კლინიკური აზროვნების როლი თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინაში“;
- ზურაბ ალხანიშვილი - „დაკარგული კავშირები: მეტი შესაძლებლობა, ნაკლები ნდობა - მედიცინის თანამედროვე პარადოქსი“;
- დავით ბოლქვაძე - „მენტალური ჰიგიენა, საუკეთესო Anti-age საშუალება“.

„სკინოთეკა გლობალის" (Skinotheque Global LLC) შესახებ:
კომპანია 2024 წელს დაარსდა საქართველოში და იტალიური ბრენდების - Uniderm Farmaceutici-ს, Medisepte-ისა და რამდენიმე სხვა ევროპული ბრენდის დისტრიბუციას უზრუნველყოფს.

დაფუძნებიდან დღემდე, კომპანია სპეციალიზება ესთეტიკური პროდუქტების დისტრიბუციაზე და პროფესიულ განათლებაზე სემინარების მეშვეობით.
ვებგვერდი: skinotheque.com
სოციალური ქსელები: @skinotheque.georgia
R