„ობობის ქსელი“ ფეხებზე - მხოლოდ ესთეტიკური უხერხულობაა თუ ჯანმრთელობის სიგნალი?
ფეხებზე გამოჩენილი წვრილი კაპილარები, ე.წ. „ობობის ქსელი“, თუ მუქი ზედაპირული ვენები ბევრისთვის, პირველ რიგში, ვიზუალური დისკომფორტია. თუმცა, ხშირად ეს მხოლოდ გარეგნული დეტალი არ არის. სისხლძარღვოვანი ბადე შესაძლოა ვენური სისხლის მიმოქცევის სიღრმისეულ დარღვევაზე მიანიშნებდეს.
ზოგჯერ ეს ცვლილებები მართლაც უწყინარი გარეგნული თავისებურებაა. თუმცა, თუ ხილულ ვენებს თან ახლავს:
- ფეხების სიმძიმე და დაღლილობა
- შეშუპება
- წვის ან ტკივილის შეგრძნება
ასეთ დროს ფლებოლოგის კონსულტაცია და მდგომარეობის დროული შეფასება აუცილებელი ხდება.
როცა ესთეტიკური დისკომფორტი თვითშეფასებაზე მოქმედებს
ხილული ვენები და კაპილარები მხოლოდ ფიზიკურ შეგრძნებებზე არ აისახება - ის პირდაპირ მოქმედებს ჩვენს ფსიქოლოგიურ კომფორტსა და განწყობაზე.
უხერხულობის განცდა განსაკუთრებით ზაფხულში იმატებს, როდესაც ღია ტანსაცმლის, კაბის ან საცურაო კოსტიუმის ჩაცმის დრო დგება. სურვილი, „დავმალოთ ფეხები“, იწვევს საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილებას და თვითშეფასების დაქვეითებას.
სწორედ ამიტომ, ვენური ცვლილებების მკურნალობა სცილდება ჩვეულებრივი „სილამაზის პროცედურის“ ფარგლებს - ბევრისთვის ეს არის გზა სიმსუბუქის, თავდაჯერებულობისა და შინაგანი კომფორტის დასაბრუნებლად.

როგორ ვებრძოლოთ სისხლძარღვოვან პრობლემებს?
- სკლეროთერაპია - ეფექტური მინიმალურად ინვაზიური მეთოდი
სკლეროთერაპია ფართოდ გავრცელებული პროცედურაა, რომლის დროსაც დაზიანებულ სისხლძარღვში შეჰყავთ სპეციალური პრეპარატი. ის იწვევს ვენის კედლების შეწებებას, რის შედეგადაც სისხლის ნაკადი ჯანმრთელ ვენებში გადანაწილდება, ხოლო დამუშავებული კაპილარი თუ ვენა დროთა განმავლობაში სრულად ქრება.
მეთოდი საუკეთესოა ობობისებრი და მცირე ზომის ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ.
- Cutera-ს ინოვაციური ლაზერული ტექნოლოგია
თანამედროვე სისხლძარღვოვანი ლაზერული ტექნოლოგიები, კერძოდ Cutera, მიზანმიმართულად და უსაფრთხოდ მოქმედებს კანში არსებულ სისხლძარღვებზე. ლაზერის სინათლის ენერგია შეიწოვება სისხლის ჰემოგლობინით, იწვევს სამიზნე სისხლძარღვის დახურვას და მას ნაკლებად შესამჩნევს ხდის.
Cutera გამოიყენება როგორც სახის, ისე სხეულის ზედაპირული კაპილარების, წითელი ლაქებისა და ვენური ცვლილებების დროს.
მნიშვნელოვანია: ყველა ხილული სისხლძარღვი ერთნაირ მკურნალობას არ ექვემდებარება. აპარატის ტიპი, ტექნოლოგია და პარამეტრები ინდივიდუალურად ირჩევა სისხლძარღვის ზომის, სიღრმისა და კანის ტიპის მიხედვით.
Cutera - ახლა უკვე Neo Neo-ს ორ ფილიალში
სისხლძარღვოვანი პრობლემების ზუსტი დიაგნოსტიკა და თანამედროვე მკურნალობა Neo Neo-ში უკვე ხელმისაწვდომია ორ ლოკაციაზე:
- მინდელის ფილიალი
- ბახტრიონის ფილიალი
პროცედურებს ატარებენ გამოცდილი ფლებოლოგები. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან მკურნალობის წარმატება სწორ დიაგნოსტიკაზე დგას. ექიმი პირველ რიგში აფასებს სისხლძარღვთა სისტემის საერთო მდგომარეობას და ირჩევს ყველაზე ეფექტურ და უსაფრთხო გზას - სკლეროთერაპიას, Cutera-ს ლაზერულ მკურნალობას თუ კომპლექსურ მიდგომას.

უსაფრთხოება იწყება სწორი დიაგნოსტიკით
მხოლოდ თანამედროვე აპარატურა საკმარისი არ არის - გადამწყვეტია ექიმის კვალიფიკაცია, ინდივიდუალური მიდგომა და პროცედურის სიზუსტე. Neo Neo-ში Cutera-ს ტექნოლოგია გამოიყენება ექსკლუზიურად ექიმი-ფლებოლოგის დანიშნულებითა და მეთვალყურეობით.
თქვენი ფეხების სილამაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ მათი ჯანმრთელობა - კიდევ უფრო მეტად.
ნუ დაელოდებით პრობლემის პროგრესირებას. ჩაეწერეთ კონსულტაციაზე, გაიარეთ შეფასება და მიიღეთ თქვენზე მორგებული მკურნალობის გეგმა.
Neo Neo - როცა ესთეტიკას ჯანმრთელობაზე ზრუნვა ემატება.
R
