ჩვევები, რომლებიც კბილებსა და ღრძილებს ყველაზე მეტად აზიანებს - ინტერვიუ ექიმ-პაროდონტოლოგ თათია როხვაძესთან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩვევები, რომლებიც კბილებსა და ღრძილებს ყველაზე მეტად აზიანებს - ინტერვიუ ექიმ-პაროდონტოლოგ თათია როხვაძესთან

პირის ღრუს ქრონიკული დაავადებები, მათ შორის, პაროდონტიტი, ხშირად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ერთი შეხედვით უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რაც მათ ადრეულ პროფილაქტიკას ართულებს.

ექიმ-პაროდონტოლოგი თათია როხვაძე დეტალურად საუბრობს, რა თავისებურებები ახასიათებს პაროდონტიტს, დაავადების განვითარების რა რისკ-ფაქტორები არსებობს და რა უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა აღნიშნული გართულების თავიდან ასაცილებლად.

თათია როხვაძე ITOP-ის (Individually Trained Oral Prophylaxis) საერთაშორისო ლექტორი პერიო & ონკოლოგიის პროექტის ავტორი, PerioEdu academy-ის ლექტორი და საგანმანათლებლო მიმართულების მენეჯერია (Curaprox Georgia).

  • ქალბატონო თათია, თქვენი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე განგვიმარტეთ, რა არის პირის ღრუს ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელსაც პაციენტები ყველაზე გვიან ამჩნევენ ხოლმე და რატომ ხდება ეს?

ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად შეუმჩნეველი პრობლემა პაროდონტის დაავადებაა, განსაკუთრებით პაროდონტიტი. კარიესისგან განსხვავებით, რომელიც გარკვეულ ეტაპზე ტკივილს ან მგრძნობელობას იწვევს, პაროდონტიტი ხშირად დიდი ხნის განმავლობაში თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პაციენტი ხედავს, რომ კბილი ვიზუალურად თითქოს ჯანმრთელია და ექიმთან მისვლის აუცილებლობას ვერ გრძნობს.

პაროდონტიტის პირველი ნიშნები შეიძლება იყოს ღრძილებიდან სისხლდენა, სიწითლე, შეშუპება ან უსიამოვნო სუნი, რაც რიგ შემთხვევებში, პაციენტისთვის სერიოზულ პრობლემად არ აღიქმება და ხშირად თვითმკურნალობას მიმართავენ ხოლმე. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ სისხლდენა ღრძილის ნორმალური მდგომარეობა ნამდვილად არ არის.

მთავარი პრობლემა კი არის ის, რომ როდესაც პაციენტი უკვე ამჩნევს კბილის მორყევას, პოზიციის ცვლილებას ან კბილებს შორის სივრცეების გაჩენას, შესაძლოა, დაავადება უკვე საკმაოდ პროგრესირებული იყოს. პაროდონტიტის დროს ზიანდება კბილის საყრდენი ქსოვილები და ძვალი. ასევე, ის სერიოზულ გავლენას ახდენს ზოგად ჯანმრთელობაზე.სწორედ ამიტომ, ჩემი მთავარი გზავნილია - ღრძილების სისხლდენა არ უნდა იყოს ნორმად აღქმული ეს არის მიზეზი, რომ პაციენტმა პაროდონტოლოგს დროულად მიმართოს.

  • რა მთავარი რისკ-ფაქტორები, რომლებიც კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს და რომელთაც პაციენტები ხშირად უგულებელყოფენ?

გამოვყოფდი რამდენიმე რისკ-ფაქტორს:

  1. პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენა - აქ იგულისხმება არა მხოლოდ კბილების გახეხვის სიხშირე, არამედ ისიც, რამდენად ეფექტურად ხდება ნადების მოცილება.
  2. შაქრის ხშირი მოხმარება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანი მთელი დღის განმავლობაში ხშირად მიირთმევს ტკბილ საკვებსა და სასმელებს.
  3. მავნე ჩვევები, მათ შორის მოწევა და თამბაქოს ნაწარმის მოხმარება. გასათვალისწინებელია, რა ტიპის პროდუქტს მოიხმარს ადამიანი - ყველაზე მავნე პროდუქტი ასეთ შემთხვევაში, არის წვადი პროდუქტები, რა დროსაც გამოიყოფა ათასობით ტოქსიკური ნაერთი, მათ შორის რეაქტიული ჟანგბადის სახეობები - ნახშირბადის მონოქსიდი, კუპრი და მყარი ნაწილაკები, რომელიც გროვდება პირის ღრუში და ხელს უწყობს ქრონიკულ ანთებასა და ბაქტერიების კოლონიზაციას. კვლევების თანახმად, სხვა ტიპის პროდუქტები შეიძლება ნაკლებად მავნე იყოს პირის ღრუსთვის.
  4. მნიშვნელოვანი ორგანიზმის სისტემური მდგომარეობაც, მათ შორის დიაბეტი, რომელიც დაკავშირებულია პაროდონტიტის განვითარებასა და პროგრესირებასთან.

ჩამოთვლილთან ერთად, არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც პაციენტები ხშირად ვერ აფასებენ - პროფილაქტიკური ვიზიტების გადადება. ადამიანი მიდის ექიმთან მაშინ, როდესაც უკვე ტკივილი აწუხებს ან სხვა აშკარა პრობლემას ამჩნევს. ჩემი აზრით, თანამედროვე სტომატოლოგიის იდეა სწორედ ამ მიდგომის შეცვლაა - ჩვენ არ უნდა ველოდოთ დაავადების განვითარებას, როდესაც მისი პრევენცია შესაძლებელია.

მოწევასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის გართულებებს ხშირად მხოლოდ ნიკოტინს უკავშირებენ, თუმცა სამეცნიერო მტკიცებულებები აჩვენებს, რომ დაავადების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თამბაქოს წვის შედეგად გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებებია. მოწევისას კბილების მუქი შეფერილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია თამბაქოს წვის შედეგად წარმოქმნილ კვამლში არსებული კუპრი და მყარი ნაწილაკები, რომლებიც ძლიერად ეკვრის მინანქარს და ხელს უწყობს ყავისფერი და შავი ლაქების წარმოქმნას კბილებზე. გარდა ამისა თამბაქოს წვის შედეგად გამოიყოფა ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც იწვევს ისეთ ბიოლოგიურ პროცესებს, როგორიცაა ანთებითი ციტოკინების გამომუშავება, კოლაგენის დაშლა და ოსტეოკლასტების აქტივობის გაძლიერება, რაც საბოლოოდ ძვლის რეზორბციას და ქსოვილების დაზიანებას უწყობს ხელს. მოწევის პრობლემა მხოლოდ ესთეტიკურ ნაწილში არ არის. წვის შედეგად წარმოქმნილი ტოქსიკური ნივთიერებები მნიშვნელოვნად მოქმედებს ღრძილებზე - ზრდის დაავადების რისკს და ართულებს დაზიანებული ქსოვილების შეხორცებას.

პაციენტს ვეტყოდი - კბილის გათეთრებით შეიძლება ფერის გაუმჯობესება, მაგრამ მოწევით გამოწვეული რისკების შემცირების ყველაზე ეფექტური გზა თამბაქოს მოხმარების შეწყვეტაა.

  • კვლევებით დასტურდება თუ არა თამბაქოს მოხმარებასა და პირის ღრუს დაავადებებს შორის კავშირი? რა გავლენა აქვს სხვადასხვა პროდუქტს პირის ღრუს ჯანმრთელობაზე?

თამბაქოს არცერთი პროდუქტი არ არის უსაფრთხო. ამასთანავე, საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების მიხედვით, რისკები ერთმანეთისგან განსხვავდება. მნიშვნელოვანია პროდუქტის შემადგენლობა, წვის პროცესის არსებობა და რამდენად ხშირად ვიღებთ მას. ხოლო ის, სადაც წვის პროცესი არ მიმდინარეობს, ზოგადად სიგარეტთან შედარებით დაბალ რისკთან ასოცირდება.

კბილებისა და ღრძილების ყველაზე მავნე პროდუქტი, სხვა პროდუქტებს შორის არის სიგარეტი, რადგან მისი მოხმარების დროს როგორც აღვნიშნე, გამოიყოფა წვის შედეგად წარმოქმნილი ათასობით ტოქსიკურ ნაერთი, რომელსაც აქვს მავნე ეფექტი როგორც პირის ღრუში ქსოვილებზე, ასევე მთელს ორგანიზმზე.

  • რა რეკომენდაციებს მისცემდით მათ, ვისაც სურს ჯანსაღი პირის ღრუ და ლამაზი ღიმილი შეინარჩუნოს?

რჩევებს დავყოფდი ხუთ მარტივ პრინციპად:

  1. ყოველდღიური ეფექტური ჰიგიენა. კბილების გახეხვა დღეში ორჯერ სრულფასოვნად, რაც მოიცავს კბილთაშორისი სივრცეების გასუფთავებასაც სპეციალური კბილთაშორისი ჯაგრისის გამოყენებით.
  2. ნუ დაელოდებით ტკივილს. პროფილაქტიკური ვიზიტი ექიმთან გაცილებით მარტივია, ვიდრე უკვე განვითარებული დაავადების მკურნალობა.
  3. ყურადღება მიაქციეთ ღრძილებს. თუ ღრძილები სისხლმდენია, შეშუპებულია ან მუდმივად უსიამოვნო სუნს გრძნობთ, ეს არ უნდა ჩაითვალოს ნორმად.
  4. გააკონტროლეთ კვების ჩვევები. განსაკუთრებით შაქრის რაოდენობა და მიღების სიხშირე. ასევე მნიშვნელოვანია თამბაქოს და ნიკოტინის პროდუქტების გამოყენების თავიდან აცილება.
  5. გახსოვდეთ, რომ ლამაზი ღიმილი მხოლოდ თეთრი კბილები არ არის. ჯანმრთელი ღიმილი იწყება ჯანმრთელი ღრძილებით, ჯანმრთელი კბილებით და იმ ჩვევებით, რომლებიც ადამიანს ყოველდღიურად აქვს.