დაკეტილი ჭიშკარი, უცნაური სიჩუმე და ძაღლის ყეფა - სასწრაფოს ბრიგადის გადაწყვეტილებამ პაციენტის სიცოცხლე გადაარჩინა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

112-ში დარეკა და გონება დაკარგა - სასწრაფოს ბრიგადამ მარტყოფში პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იპოვა

„ძაღლი თითქოს დახმარებას ითხოვდა“ - როგორ გადაარჩინა გარდაბნის სასწრაფოს ბრიგადამ მარტყოფში მამაკაცის სიცოცხლე

ზოგჯერ სიცოცხლის გადარჩენისთვის მხოლოდ პროფესიონალიზმი და სამედიცინო ცოდნა არ კმარა - გადამწყვეტი შეიძლება ერთი საეჭვო დეტალის შემჩნევა და სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღება აღმოჩნდეს.

სწორედ ასეთ შემთხვევაზე გვიყვება გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“. გამთენიისას, მარტყოფში, გარდაბნის სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადა სუნთქვის გაძნელების გამო გამოძახებაზე მივიდა. მისამართის პოვნა არ გასჭირვებიათ, თუმცა ადგილზე მისულებს დაკეტილი ჭიშკარი, ცარიელი ეზო და უცნაური სიჩუმე დახვდათ.

მხოლოდ ძაღლის ხმა ისმოდა - ის ხან ყეფდა, ხან ტიროდა. ბრიგადის წევრებმა კი, იმის ნაცვლად, რომ ჩაეთვალათ, თითქოს გამოძახების მიზეზი აღარ არსებობდა, ყურადღება მიაქციეს ყველაზე მნიშვნელოვან დეტალს: 112-ში თავად პაციენტი რეკავდა და ახლა არსად ჩანდა.

ეს არის ამბავი პროფესიონალიზმზე, სწრაფ გადაწყვეტილებებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც ყველაზე კრიტიკულ წუთებში სხვისი სიცოცხლისთვის იბრძვიან

- გამთენიისას, გარდაბნის სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადამ მარტყოფში გამოძახება მიიღო - სუნთქვის გაძნელება. ბრიგადას მისამართის მოძებნა არ გასჭირვებია. მძღოლი, არჩილ ცოფურაშვილი, სოფლის თითქმის ყველა მცხოვრებს იცნობს და ხშირად სწორედ მისი დახმარებით ადგენენ, კონკრეტულ მისამართზე რომელი ოჯახი ცხოვრობს.

ზარის ინიციატორთან დაკავშირებისას გაირკვა, რომ 112-ში თავად პაციენტი რეკავდა. ბრიგადა მისამართზე მალევე მივიდა. თუმცა, იქ უცნაური სიჩუმე დახვდათ. ჭიშკარი დაკეტილი იყო. ეზოშიც და სახლშიც ადამიანი არ ჩანდა. მხოლოდ ძაღლის ხმა ისმოდა, რომელიც ხან ყეფდა, ხან ტიროდა და თითქოს დახმარებას ითხოვდა.
ბრიგადის წევრებს შესაძლოა ეფიქრათ, რომ პაციენტმა დახმარება აღარ ესაჭიროებოდა და უკან გამობრუნებულიყვნენ, მაგრამ ის ფაქტი, რომ ზარის ინიციატორი თავად პაციენტი იყო და ახლა არსად ჩანდა, მათთვის განსაკუთრებით საეჭვო აღმოჩნდა.
პარამედიკოსმა გიორგი გოგალაძემ ღობეზე გადაძრომა გადაწყვიტა. საკმაო სიმაღლიდან ეზოში გადავიდა და შიგნიდან დაკეტილი ჭიშკარი ბრიგადის სხვა წევრებს გაუღო. სახლის შესასვლელთან პაციენტი იპოვეს - ზღურბლთან, პირქვე დაცემული. როგორც ბრიგადის წევრებმა ივარაუდეს, მამაკაცი სახლიდან გამოსვლას ცდილობდა, როდესაც გონება დაკარგა და დაეცა.
პაციენტს პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა. სახის მიდამოში დიდი ზომის დაზიანება და სისხლდენა და გაფართოებული თვალის გუგები ჰქონდა. ბრიგადამ დაუყოვნებლივ დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები. ექთანმა და მძღოლმა საჭირო აღჭურვილობა სწრაფად შემოიტანეს. პერიფერიული ვენის წვდომის უზრუნველყოფის შემდეგ დაიწყო მედიკამენტური თერაპია.
მონიტორზე დაფიქსირდა ფიბრილაცია. ბრიგადის მიერ ჩატარებული წარმატებული რეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ მონიტორზე პულსი აღდგა. ამასობაში ადგილზე მეზობლებიც შეიკრიბნენ. პაციენტი ფარზე გადაიყვანეს და მამაკაცი რუსთავის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა გადაყვანილი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პაციენტი სახლში მარტო იმყოფებოდა. როდესაც თავი შეუძლოდ იგრძნო და საბედნიეროდ, გონების დაკარგვამდე 112-ში დარეკვა მოასწრო.
ბრიგადის წევრები მის მდგომარეობას პერიოდულად კითხულობდნენ და თითოეული მათგანისთვის უდიდესი სიხარული იყო იმის გაგება, რომ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და საბოლოოდ ის კლინიკიდან ბინაზე გაეწერა.
გარდაბნის მე-6 ბრიგადა:
არამედიკოსი -გიორგი გოგალაძე
ექთანი- თამარ ჯავახიშვილი
მძღოლი -არჩილ ცოფურაშვილი