მზის სხივები და კანის ჯანმრთელობა - როგორ ავიცილოთ თავიდან დამწვრობა და მისი გართულებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მზით დამწვრობა მხოლოდ სიწითლე არ არის - რა საფრთხეებს უნდა ვუფრთხილდეთ და როგორ დავიცვათ კანი

მზით დამწვრობისგან დაცვა: რომელი საათებია განსაკუთრებით საშიში და ვის სჭირდება მეტი სიფრთხილე

ზაფხულის მზიანი დღეები სასიამოვნო და დასვენებისთვის იდეალურია, თუმცა მზის სხივებთან ხანგრძლივმა კონტაქტმა შესაძლოა კანისთვის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. მზით დამწვრობა მხოლოდ დროებითი სიწითლე და დისკომფორტი არ არის - განმეორებითი დამწვრობა ზრდის კანის ნაადრევი დაბერების, პიგმენტური ლაქებისა და კანის კიბოს განვითარების რისკს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მზისგან დაცვის რეკომენდაციებს უზიარებს და განმარტავს, ვინ მიეკუთვნება მზით დამწვრობის მაღალი რისკის ჯგუფს, როგორ ავიცილოთ თავიდან დამწვრობა და რა შემთხვევაშია აუცილებელი ექიმისთვის მიმართვა

მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები

რისკები: კანის ნაადრევი დაბერება და პიგმენტური ლაქები

კანის კიბოს განვითარების საფრთხე

მხედველობის დაზიანება (კატარაქტა)

მაღალი რისკის ჯგუფები:

ღია ფერის კანის, თმისა და თვალის მქონე პირები

6 წლამდე ასაკის ბავშვები და 60+ წლის პირები

როგორ დავიცვათ თავი?

მოერიდეთ პიკურ საათებს: 10:00-დან 16:00 საათამდე

გამოიყენეთ მზისგან დამცავი: SPF 30+ (წაისვით გასვლამდე 20 წუთით ადრე, განაახლეთ ყოველ 2 საათში)

ატარეთ დამცავი სამოსი:

ფართოფარფლებიანი ქუდი,

მუქი სათვალე და ღია ფერის ნატურალური ტანსაცმელი

დამწვრობის შემთხვევაში:

არ გახეთქოთ ბუშტუკები და მოერიდეთ მზეს

მიმართეთ ექიმს: თუ დამწვრობა მიიღო ერთ წლამდე ასაკის ბავშვმა, აღინიშნება მაღალი სიცხე ან ძლიერი ტკივილი