რას ნიშნავს დამოკიდებულება და რატომ აგრძელებს ადამიანი იმ ქცევას, რაც აზიანებს? - ინტერვიუ ადიქტოლოგ თათა ასათიანთან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას ნიშნავს დამოკიდებულება და რატომ აგრძელებს ადამიანი იმ ქცევას, რაც აზიანებს? - ინტერვიუ ადიქტოლოგ თათა ასათიანთან

ადამიანი ხშირად უბრუნდება იმას, რაც ზიანს აყენებს და ხშირად ეს ნივთიერებაზე ან გარკვეულ ქცევაზე დამოკიდებულებაში გამოიხატება. ასეთ დროს მის გადასარწმუნებლად რაციონალური არგუმენტების მოყვანა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობაზე საუბარი, რიგ შემთხვევებში შედეგს არ იძლევა.

როდესაც დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე, ადამიანის თავის ტვინი ხშირად მოკლევადიან სიამოვნებას ან შვებას ირჩევს, გრძელვადიანი ზიანის ფასად და სწორედ აქ ჩნდება კითხვა, რამდენად შესაძლებელია, ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის გაცნობიერებულად შემცირება და ცხოვრების წესის შეცვლა? აღნიშნულ საკითხზე დეტალურად საუბრობს ადიქტოლოგი თათა ასათიანი. ის განმარტავს როგორც დამოკიდებულების ფსიქო-ფიზიოლოგიურ მექანიზმებს, ასევე ნივთიერებათა განსხვავებულ ეფექტებსა და იმ თანამედროვე, სამეცნიერო მიდგომებს, რომლებიც ადამიანებს საკუთარი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის შემცირებაში ან სრულად აღმოფხვრაში ეხმარება:

  • ქალბატონო თათა, რას ნიშნავს დამოკიდებულება და შედის თუ არა სიგარეტის მოხმარება ამ კატეგორიაში?

თავდაპირველად განვმარტოთ, რომ ნიკოტინი, რომელიც შედის სიგარეტის შემადგენლობაში და არის მისი მოხმარების ძირითადი მოტივატორი, წარმოადგენს ფსიქოაქტიურ ნივთიერებას და იწვევს დამოკიდებულებას.. ნიკოტინის დამოკიდებულების პოტენციალი არც თუ ისე სუსტია და მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს-ფსიქოლოგიური, ფიზიკური (ფიზიოლოგიური) და ქცევითი დამოკიდებულება.

ნიკოტინის მიღება ძირითადად სიგარეტით მოწევის გზით ხდება. ამიტომ ხშირად ხდება სიგარეტისა და ნიკოტინის ზიანის გაიგივება. აუცილებელია გავმიჯნოთ ნიკოტინზე დამოკიდებულება და სიგარეტით გამოწვეული ზიანი: მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნიკოტინი იწვევს დამოკიდებულებას და იმ პროდუქტების მოხმარება, რომლებიც მას შეიცავენ, არ არის რისკისგან თავისუფალი. სიგარეტის მოხმარებით მიღებული ზიანის შემთხვევაში კი, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი წვის შედეგად წარმოქმნილი ტოქსიკური ნივთიერებებია, რომელთა ნაწილი კლასიფიცირებულია, როგორც კანცეროგენი.

ნიკოტინზე ყალიბდება დამოკიდებულება, თუმცა სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებებისგან განსხვავებით (ალკოჰოლი, ოპიოიდები, ფსიქოსტიმულატორები და ა.შ) არ იწვევს ისეთ გართულებებს, როგორიც არის ცნობიერების დაბინდვა, ფსიქოზური აშლილობანი, ძალადობისადმი მიდრეკილება. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ნიკოტინი არ უშლის ხელს ადამიანს ძირითადი ვალდებულებების შესრულებაში, არ აქვეითებს სოციალურ და პროფესიულ აქტივობას, არ იწვევს პიროვნულ პრობლემებსა და სოციალურ დისფუნქციას. ამ მიზეზების გამო, ნიკოტინის მოხმარება ხდება ხანგრძლივად, უფრო მეტი მიმღებლობითა და გამოხატული სოციალური პრობლემების გარეშე, შედეგად კი ყალიბდება მასზე ტოლერანტობა და დამოკიდებულების სინდრომი.

როცა ვსაუბრობთ ზოგადად ზიანის შემცირებაზე, აქ ცალსახა პრინციპი არის ერთი: როცა ადიქციის გამომწვევი ნივთიერების გამოყენების სრული შეწყვეტა ანუ აბსტინენცია ვერ ხერხდება, მაშინ უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად შევამციროთ ზიანი.

  • უფრო კონკრეტულად, როგორ შეიძლება შემცირდეს ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი ამ დროს?

როცა უკვე ზიანის შემცირების სამეცნიერო საფუძვლებზე ვსაუბრობთ, აქ მნიშვნელოვანია, რა არის ზიანის მთავარი მიზეზი და რა შესაძლებლობას გვაძლევს მეცნიერება, რომ შევამციროთ ის.

სიგარეტის მოწევით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში, ნიკოტინი, ნივთიერება რომელიც იწვევს დამოკიდებულებას, არის ერთ-ერთი, მაგრამ არა მთავარი მიზეზი, რის გამოც ადგება ზიანი ადამიანის ჯანმრთელობას. კვლევებით დასტურდება, რომ სიგარეტთან დაკავშირებული დაავადებების ძირითადი გამომწვევი მიზეზი წვის შედეგად წარმოქმნილი ათასობით ნივთიერებაა, რომელთაგან დაახლოებით 100 კლასიფიცირებულია, როგორც ტოქსიკური ან პოტენციურად ტოქსიკური. აღნიშნული ნივთიერებები წარმოადგენს კარდიოვასკულარული, ონკოლოგიური და რესპირატორული დაავადებების ძირითად გამომწვევ ფაქტორებს.

როგორია აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიდგომა რისკების შემცირებასთან დაკავშირებით?

FDA-ის მიდგომა (The Relative Risks of Tobacco Products | FDA) შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც დაბალანსებული საერთაშორისო მაგალითი. მისი ძირითადი იდეაა, რომ არცერთი თამბაქოს ან ნიკოტინის პროდუქტი არ არის რისკის გარეშე. ამასთან, რისკის კონტინიუმის მიხედვით წვადი სიგარეტი ყველაზე მაღალი რისკის მქონე პროდუქტად განიხილება, რადგან ზიანის მთავარი წყარო წვის პროცესი და კვამლში არსებული ტოქსიკური ნივთიერებებია.

FDA თავის პოზიციაში ასვე აღნიშნავს შედარებითი რისკის სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობას ზრდასრული მწეველებისთვის - Why Is It Important for Adults Who Smoke to Understand the Relative Risks of Tobacco Products?. თუ ადამიანს ჰგონია, რომ ყველა პროდუქტი ერთნაირად საზიანოა, ის შეიძლება დარჩეს ყველაზე მაღალი რისკის მქონე არჩევანთან - სიგარეტთან. მეორე მხრივ, არასწორია ისეთი კომუნიკაციაც, რომელიც რომელიმე პროდუქტს უსაფრთხოდ წარმოაჩენს. ამიტომ გზავნილი უნდა იყოს მკაფიო, მაგრამ დაბალანსებული.

ეს მიდგომა არ ცვლის მთავარ პრიორიტეტს: ზრდასრულ მწეველებს პირველ რიგში უნდა შევთავაზოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეწყვეტის მეთოდები, მათ შორის, შესაბამისი მედიკამენტოზური, ფსიქოლოგიური და ქცევითი მხარადაჭერა. შედარებითი რისკების განხილვა განსაკუთრებით რელევანტურია იმ ზრდასრული მწეველებისთვის, რომლებმაც სცადეს შეწყვეტა, მაგრამ ვერ შეძლეს და აგრძელებენ სიგარეტის მოწევას.

FDA-ის მიდგომა გვიჩვენებს, რომ კომუნიკაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებზე უნდა იყოს ერთდროულად მკაფიო და რეალისტური: სიგარეტი ყველაზე მაღალი რისკის მქონე პროდუქტია და ამასთანავე, არცერთი ალტერნატივა არ არის რისკის გარეშე; მაგრამ ზრდასრულ მწეველს უნდა ჰქონდეს სწორი ინფორმაცია შედარებით რისკებზე.

  • ქალბატონო თათა, რა სამეცნიერო მტკიცებულებები არსებობს როგორც აღნიშნეთ, არაწვად პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც ასევე არის FDA-ს კვლევის საგანი?

რაც შეეხება სამეცნიერო მტკიცებულებებს უკვამლო/არაწვადი პროდუქტების შესახებ, მნიშვნელოვანია, გავმიჯნოთ ორი ტიპის მტკიცებულება: ერთი მხრივ, ის სამეცნიერო მონაცემები, რომლებიც დღეს უკვე ხელმისაწვდომია, ხოლო მეორე მხრივ - ხანგრძლივი ეპიდემიოლოგიური კვლევები, რომელთა დაგროვებასაც პროდუქტის გამოყენებისა და დაკვირვების უფრო ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება.

დღეს არსებული სამეცნიერო მტკიცებულებებიდან ყველაზე კარგად შესწავლილი და მაღალი სარწმუნოობის მქონე მონაცემები მიუთითებს, რომ მეცნიერულად შეფასებული და ხარისხის სტანდარტების შესაბამისად წარმოებული უკვამლო პროდუქტები სიგარეტთან შედარებით, წარმოქმნიან ნაკლები რაოდენობისა და დონის ტოქსიკურ ნივთიერებებს. ცალკეული კვლევების თანახმად, გახურების შედეგად წარმოქმნილი აეროზოლის საერთო შემადგენლობა მნიშვნელოვნად ნაკლებად ტოქსიკურია, ვიდრე სიგარეტის კვამლი. აქვე ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ნიკოტინის შემცველი არცერთი პროდუქტი არ არის უსაფრთხო და მოწევისგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ყველაზე ჯანსაღი მიდგომა მათი მოხმარებისთვის თავის სრულად არიდებაა.

ეს დასკვნები ეფუძნება არა მხოლოდ მწარმოებლების მიერ ჩატარებულ კვლევებს, არამედ დამოუკიდებელ სამეცნიერო შეფასებებსაც, მათ შორის სახელმწიფო კვლევითი ორგანიზაციებისა და მარეგულირებლების მიერ ჩატარებულ ან განხილულ კვლევებსა და მეტაანალიზებს.

ამ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი მარეგულირებელი და სამეცნიერო ინსტიტუტი შეიძლება გამოვყოთ, რომლებიც მეცნიერულად აფასებენ ახალ თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტებს. ასეთ ინსტიტუტებს შორისაა ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია - FDA, გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი უწყებები, მათ შორის Office for Health Improvement and Disparities, ასევე სახელმწიფო კვლევითი ორგანიზაციები, როგორიცაა გერმანიის რისკის შეფასების ფედერალური ინსტიტუტი - German Federal Institute for Risk Assessment, BfR.

რაც შეეხება ხანგრძლივ ეპიდემიოლოგიურ კვლევებს, ასეთი მონაცემების დაგროვებას დრო სჭირდება. არაწვად თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველ პროდუქტებს შორის ერთ-ერთი პროდუქტი, რომელსაც მოხმარების ხანგრძლივი ისტორია აქვს და, შესაბამისად, უფრო ხანგრძლივი ეპიდემიოლოგიური მონაცემებიც ხელმისაწვდომია, არის პერორალური თამბაქო. შვედეთის გამოცდილება მიუთითებს, რომ ნიკოტინის მიღების წვადი ფორმიდან არაწვად ფორმაზე გადასვლამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაჩვენებლებზე განსხვავებული გავლენა იქონია. შვედმა მამაკაცებმა სიგარეტიდან აღნიშნულ პროდუქტზე გადასვლა განსაკუთრებით აქტიურად 1970-იანი წლებიდან დაიწყეს. ამ პერიოდის განმავლობაში შვედ მამაკაცებში სიგარეტის მოწევის გავრცელება 49%-დან დაახლოებით 5%-მდე შემცირდა. შედეგად, ათწლეულების შემდეგ, შვედეთში მამაკაცებში მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება ევროპაში: მამაკაცებში ფილტვის კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 61%-ით დაბალია ევროპულ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო საერთო ონკოლოგიური სიკვდილიანობა - 34%-ით დაბალია.