75 წლის ასაკში გარდაიცვალა ონკოდერმატოლოგი ირაკლი ნადირაძე
დაიბადა 1951 წელს ქალაქ თბილისში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.
1974–1977 წწ. იყო სამედიცინო რადიოლოგიის ინსტიტუტის სხივური თერაპიის განყოფილების ორდინატორი; 1977–1985წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის თორაკო–აბდომინური განყოფილებისა და ფილტვის ქირურგიის განყოფილების ორდინატორი, 1985 წლიდან რბილი ქსოვილებისა და ძვლების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი.
ავტორია 128 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების სიმსივნეების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, თრომბოჰემორაგიულ სინდრომს.
იყო საქართველოს სამხედრო–სამედიცინო აკადემიის პრეზიდენტი - 1994 წლიდან დღემდე.
აშშ–ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სამხედრო – საველე სწავლებაში მონაწილეობისთვის დაჯილდოებულია სერტიფიკატით – 1998 წ. 19 ივლისი.
აკადემიკოს ივ. ბერიტაშვილის პრემიის ლაურეატი – 1999 წ.
საერთაშორისო ჟურნალ _ `საქართველოს სამხედრო- სამედიცინო აკადემიის მაცნეს–მთავარი რედაქტორი –1999 წლიდან დღემდე.
საქართველო–ისრაელის ერთობლივი კლინიკა ''გიდმედის'' ხალის პათოლოგიის და კანის სიმსივნეების ცენტრის ხელმძღვანელი – 2010 წლიდან.
ვენის ინტერნაციონალური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი– 2010 წლიდან.
კოლეგები ყოველთვის აღნიშნავდნენ მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას საქმისადმი, პაციენტებისადმი, ირაკლი ნადირაძე გამორჩეული იყო არა მხოლოდ პროფესიონალიზმით, არამედ ადამიანური თვისებებითაც.
ვუსამძიმრებთ ირაკლი ნადირაძის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, მთელ სამედიცინო საზოგადოებას.