5 და 6 სექტემბერს, Yoga Festival 2026 გაიმართება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 და 6 სექტემბერს, Yoga Festival 2026 გაიმართება

თანამედროვე ცხოვრების მუდმივი ტემპი, ხანგრძლივი სტრესი, უმოძრაობა და არასაკმარისი დასვენება გავლენას ახდენს როგორც ჩვენს ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ მდგომარეობაზე. სწორედ ამიტომ სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა პრაქტიკებს, რომლებიც მოძრაობას, სუნთქვასა და გონებრივ დასვენებას აერთიანებს.

კვლევები მიუთითებს, რომ იოგას პრაქტიკას შესაძლოა დადებითი გავლენა ჰქონდეს სტრესის მართვაზე, ძილზე და ემოციურ კეთილდღეობაზე. ამასთან, რეგულარული ფიზიკური აქტივობა ზოგადად მნიშვნელოვანი ფაქტორია არაერთი არაგადამდები დაავადების რისკის შემცირებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერისთვის.

Yoga Festival-ის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ვესაუბრეთ, თუ რატომ შეიძლება მსგავსი სივრცეები მნიშვნელოვანი იყოს ჩვენი ყოველდღიური კეთილდღეობისთვის.

- რატომ უკავშირებთ Yoga Festival-არა მხოლოდ გართობას, არამედ მენტალურ ჯანმრთელობასაც?

- იმიტომ, რომ სხეული და ჩვენი ემოციური მდგომარეობა ერთმანეთისგან განცალკევებული არ არის. ხშირად მთელი დღე დაძაბულები ვართ, ვჩქარობთ, საათობით ვზივართ, მუდმივად ტელეფონში ვართ და ზოგჯერ ვერც კი ვამჩნევთ, რამდენ დაძაბულობას ვატარებთ სხეულში.

იოგა, მოძრაობა, სუნთქვითი პრაქტიკა ან მედიტაცია ჩემთვის პირველ რიგში არის შესაძლებლობა, ცოტა ხნით შეანელო და შეამჩნიო, როგორ ხარ სინამდვილეში. ეს არ არის ჯადოსნური წამალი და, რა თქმა უნდა, არც ექიმს ან ფსიქოთერაპიას ცვლის, მაგრამ შეიძლება გახდეს საკუთარ თავზე ზრუნვის ძალიან კარგი ინსტრუმენტი.

- ხშირად გვესმის ტერმინი „სომატური ჯანმრთელობა“. შეიძლება იოგა ფიზიკური დაავადებების პრევენციასთან დავაკავშიროთ?

- ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ასეთ დაპირებებთან. არასწორი იქნება თქმა, რომ იოგა კონკრეტული დაავადებისგან დაგვიცავს. მაგრამ ვიცით, რომ ქრონიკული სტრესი, უმოძრაობა და არასაკმარისი ძილი ჯანმრთელობისთვის კარგი ნამდვილად არ არის. თუ პრაქტიკა გვეხმარება უფრო მეტად ვიმოძრაოთ, უკეთ დავისვენოთ, შევამციროთ სტრესი და საკუთარ სხეულს მეტი ყურადღება მივაქციოთ, ეს უკვე მნიშვნელოვანი ნაწილია ჯანმრთელობაზე ზრუნვის.

- რას გამოცდიან ადამიანები ფესტივალზე?

- იდეაც ის არის, რომ ერთ სივრცეში ბევრი განსხვავებული რამ იყოს და ადამიანმა თავად იპოვოს ის, რაც მას ეხმარება. იქნება სხვადასხვა ტიპის იოგა, ნეირო იოგა, პრანაიამა, მედიტაციები, ბგერითი პრაქტიკები, ტაიჩი, მოძრაობითი სესიები, აკროიოგა, ხელებზე და თავზე დგომის ვორქშოფები და ბევრი სხვა აქტივობა.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ არავის სჭირდება წინასწარი გამოცდილება. იოგას დასაწყებად არ არის აუცილებელი იყო მოქნილი, გამხდარი, სპორტული ან მშვიდი ადამიანი. შეიძლება პირველად მოხვიდე და უბრალოდ მოსინჯო.

- და რატომ არის თქვენთვის ფხიზელი გართობა ამ ყველაფრის ნაწილი?

- იმიტომ, რომ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ მშვიდად ჯდომას არ ნიშნავს. გვჭირდება ცეკვა, თამაში, სოციალური კავშირი, მუსიკა და გართობაც. ძალიან გვაკლია სივრცეები, სადაც შეგვიძლია თავისუფლად გავერთოთ ალკოჰოლისა და სხვა ნივთიერებების გარეშე.

ძალიან მეამაყება, რომ ასეთ სივრცეს ვქმნით საქართველოში. მინდა ადამიანმა ფესტივალიდან წაიღოს არა იდეა, რომ „ხვალიდან აუცილებლად იოგი უნდა გავხდე“, არამედ განცდა - მე შემიძლია საკუთარ სხეულთან და გონებასთან ურთიერთობის კიდევ ერთი გზა აღმოვაჩინო.

Yoga Festival-ის პროგრამაში ასევე იქნება Sober Rave, მუსიკა, შემოქმედებითი ვორქშოფები, საბავშვო სივრცე, ჯანსაღი საკვები, თამაშები და დასასვენებელი ზონები.

Yoga Festival 2026 – 5 და 6 სექტემბერს, Zion Garden-ში.

5-september-1787572196.jpg

6-september-1787572224.jpg

სრული პროგრამა: yogafest.ge

ბილეთები: biletebi.ge

R