ჟურნალისტ ანა კალანდაძეს, რომელსაც ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, საზოგადოების დახმარება სჭირდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჟურნალისტ ანა კალანდაძეს, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, საზოგადოების დახმარება სჭირდება

მის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს მისი კოლეგა და მეგობარი - ციცი ომანიძე:

„მეგობრებო, ჩემი საუკეთესო მეგობრის - ანა კალანდაძის მხარდასაჭერდ გაერთიანება უნდა გთხოვოთ.მე და ანამ 21 წლის წინ გავიცანით ერთმანეთი. ორივე ჟურნალის „რეიტინგი“ ჟურნალისტები ვიყავით, ორივე დამწყებები... მას შემდეგ ერთად მოვდივართ მუდმივი ჩხუბით, სამყაროზე სხვადასხვა მოსაზრებითა და შეხედულებებით, მაგრამ მუდმივი ერთგულებით და განსაკუთრებული ურთერთობით... აბა, შვილის ნათლიად სხვანაირ ადამიანს ხომ არ ავირჩევდი?!

მე კი არა, ანა ვინც გაიცნო და ერთხელ ნახა, ყველაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, დღემდე ისეთი რესპონდნეტები ურეკავენ და კითხულობენ, 10 წლის წინ ერთადერთხელ მხოლოდ ინტერვიუს გამო რომ შეხვდა.. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ „სიტყვის ჯადოქარია“, ყველაზე რთული ამბავიც კი ისე შეუძლია დაწეროს, რომ თვალწინ გაგიცოცხლოს ყველა სურათი და მოქმედება... ამის დასტური მისი პირველი საჯარო პოსტია იმ ვერაგი დაავადების პოვნასა და აღმოჩენაზე, რომლის გამოც ახლა თქვენი შეწუხება მიწევს.

არ მეგულება ქვეყნად ისეთი გაწონასწორებული, შინაგანი ძალისა და მყარი ფსიქიკის მქონე ადამიანი, როგორიც ანაა... ცხოვრების მანძილზე ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას დიდი შემართებით და მოთმინებით უმკლავდებოდა... ახლაც ასეა, მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენა ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, თავის ტვინში გასული მეტასტაზებით...არ არის ადვილი მოსასმენი ეს დიაგნოზი, თუმცა, თავად ანა ისეთი სიმშვიდისა და მოთმინების მაგალითია ჩვენთვის, რომ სხვაგვარად ფიქრის უფლებაც კი არ გვაქვს.ჰოდა, ამ ბრძოლაში, მეგობრებო, თქვენი დახმარება გვჭირდება... მოგეხსენებათ, რამხელა ფინანსური რესურსი სჭირდება ონკოპციენტის მკურნალობას და ამ დაავდების მართვას.ინკოპაციენტების მკურნალობას სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა, ამის პარალელურად უამრავი, სხვა ფინანსური ხარჯია (მედიკამენტები, არა გეგმიური ანალიზები, დამატებითი და „მოულოდენელი“ პრეპარატები)“...ჩვენ ერთხელ უკვე გავერთიანდით ანასთვის და წარმატებით დავძლიეთ პრობლემა, თუმცა, ამჯერადაც უნდა გთხოვოთ გვერდში დგომა - თქვენი და ანას კეთილი საქმეების იმედი მაქვს...“

GE91TB7223445064300036

მიმღები: ანა კალანდაძე

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის".