საზაფხულო საკითხავი 9-12 წლის ასაკის მოზარდებისთვის - წინ ლიტერატურული აღმოჩენები გელოდებათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საზაფხულო საკითხავი 9-12 წლის ასაკის მოზარდებისთვის - წინ ლიტერატურული აღმოჩენები გელოდებათ

ფანტაზია კი - საკუთარი იდენტობის ძიებაში. ციფრული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის სწრაფად ცვალებადობის ეპოქაში, რომელმაც ახალ თაობებში ერთ საკითხზე კონცენტრაცია გამოწვევად აქცია, წიგნის კითხვა გონების ნამდვილი წვრთნაა.

ამ ასაკში კითხვა მოზარდს ეხმარება არამხოლოდ ყურადღების მოკრებაში, არამედ ლექსიკონის გამდიდრებაში, ემპათიისა და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებასა და თვალსაწიერის გაფართოებაში. ამისათვის კი მნიშვნელოვანია, ბავშვისთვის წიგნის კითხვა არა მოსაბეზრებელი რუტინა, არამედ დროის სახალისოდ გატარების შესაძლებლობა და ჰობი იყოს. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ რამდენიმე წიგნს, რომელიც 9-12 წლის ასაკის მოზარდს ზაფხულს საინტერესოდ გაატარებინებს:

3-1785740513.jpg

მარკ ტვენის ეს კლასიკა ბავშვებს ამაღელვებელი ენით ასწავლის ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიც არის ემპათია, ადამიანის შინაგანი ფასეულობები და პასუხისმგებლობა. დინამიკური და თავგადასავლებით სავსე სიუჟეტები ბავშვის ყურადღებას პირველივე გვერდებიდან მიიპყრობს. პერსონაჟების პიროვნული ზრდა და განვითარება კი მკითხველს საკუთარ ქმედებებსა და არჩევანზე აუცილებლად დააფიქრებს.

6-1785740629.jpg

ალესანდრო გატის ეს პოპულარული სერია 9-12 წლის ასაკის მოზადებისთვის დეტექტივების სამყაროს აღმოჩენის საუკეთესო გზაა. სიუჟეტი სამი სრულიად განსხვავებული მოზარდის - ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსის, არსენ ლუპენისა და ირენ ადლერის გარშემო ვითარდება, რაც წიგნს ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის.

4-1785740743.jpg

საბავშვო საკითხავზე საუბარი შეუძლებელია ვაჟა-ფშაველას შემოქმედების გარეშე. მისი ნაწარმოებები განმსჭვალულია ბუნებისადმი ზრუნვითა და მორალური ღირებულებებით, რომლებიც მკითხველს საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

ვაჟას ნაწარმოებებში გაპიროვნებული ბუნება მოზარდს სულ სხვანაირად დაანახებს გარემოს, დააფიქრებს საკუთარი და გარშემომყოფებების ქმედებებზე.

2-1785740727.jpg

საბავშვო საკითხავი კვლავ წარმოუდგენელია ჟიურ ვერნის გარეშე. მის უკვდავ სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის რომანს „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ მოზარდები კვლავ გატაცებით კითხულობენ. კაპიტან ნემოსა და მისი წყალქვეშა ნავის, „ნაუტილუსის“ საიდუმლოებებით მოცული მოგზაურობა მკითხველს ოკეანის ყველაზე ღრმა და ამოუცნობ წერტილებზე უამბობს.

კაპიტან ნემოს რთული, პროტესტით სავსე პერსონაჟი მოზარდს აფიქრებს თავისუფლებაზე, სამართლიანობასა და ბუნების ურთიერთობაზე.

5-1785740755.jpg

ჯორდან ლისის „მოჩურჩულე სანთლები“ ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებია, რომელიც მოზარდებს ჯადოსნურ, თავგადასავლებით სავსე სამყაროში ეპატიჟება. წიგნი იდეალური არჩევანია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც საიდუმლობების ამოხსნა და მისტიკური სიუჟეტები იზიდავთ.

1-1785740667.jpg

დენ ფრიდმენის „მე ვარ ლენი ბრაუნი“ მოზარდებს დაეხმარება „ჩუმი თანატოლების“ მიმართ ემპათიის გაღრმავებასა და მათი მდგომარეობის უკეთ შეცდონაში.

წიგნი მკითხველს ეხმარება, გაიგოს, რომ თუ ვინმე სკოლაში ნაკლებს ან საერთოდ არ ლაპარაკობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას სათქმელი ან შინაგანი სამყარო არ აქვს და ყოველთვის არ არის საჭირო ყვირილი ან ხმამაღალი საუბარი, რათა შესამჩნევი გახდე, არსებობს საკუთარი თავის გამოხატვის განსხვავებული გზებიც.

ასევე, ლენის ისტორია მოზარდს დაეხმარება ახალ გარემოსა და ცვლილებებთან შეგეუბაში. ის უკეთ გაიაზრებს, რომ ახალ გარემოში გადასვლის შიშ სრულიად ბუნებრივია და სულაც არ არის საჭირო სწრაფი ადაპტაცია, ყველაფერი ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება.

ბავშვებისთვის განკუთვნილი ამ და სხვა საინტერესო საკითხავის აღმოსაჩენად ეწვიეთ „ბიბლუსის“ მაღაზიებს მთელი საქართველოს მასშტაბით ან გადახედეთ კატალოგს, სადაც მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ.

კატალოგის სანახავად მიჰყევით ბმულს.