65 წლის ასაკში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი რემა ღვამიჩავა გარდაიცვალა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გარდაიცვალა ცნობილი ექიმი, ონკოქირურგი, საქართველოს ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი რემა ღვამიჩავა

ცნობილი ექიმი, მეცნიერი, ქირურგი-ონკოლოგი, საქართველოს ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელი რემა ღვამიჩავა 1961 წლის 18 ივნისს დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს.

1985–1987წწ. იყო ონკოლოგიის ცენტრის კლინიკური–ორდინატორი; 1987–1989წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ასპირანტი; 1989 – 1992წწ. ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის ორდინატორი; 1992 წლიდან ამავე ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;

იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის კათედრის ასისტენტი, ონკოპრევენციის ცენტრის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, კოლორექტალური ქირურგი.

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი:

„დიდი დანაკლისი განიცადა სამედიცინო საზოგადოებამ და მთელმა ქვეყანამ, გარდაიცვალა პროფესორი რემა ღვამიჩავა. განსაკუთრებით გულდასაწყვეტი იყო ბატონი რემას გარდაცვალება მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფისათვის, რადგან უკანსკნელი წლების განმავლობაში, ბატონი რემა, წარმატებით ხელმძღვანელობდა ჯგუფის ერთ ერთ მოწინავე დაწესებულებას -სხივური მედიცინის ცენტრს.

ბატონმა რემამ თავისი ცხოვრება სრულად მიუძღვნა ყველაზე საპასუხისმგებლო მისიას - ადამიანების სიცოცხლის გადარჩენასა და ონკოლოგიის განვითარებას საქართველოში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების დღიდან (1985 წ.), მისი პროფესიული გზა უწყვეტი შრომითა და უშრეტი ენერგიით იყო აღსავსე.

ბოლო ათეული წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტს, მან ექიმების არაერთი თაობა აღზარდა. უდიდესია მისი ღვაწლი საქართველოს ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და სხივური მედიცინის ცენტრის ჩამოყალიბებასა და მართვაში - სისტემების, რომლებმაც ათასობით ადამიანს აჩუქა სიცოცხლე და იმედი.

ჩვენი გუნდისთვის ბატონი რემა იყო არა მხოლოდ უმაღლესი დონის პროფესიონალი, არამედ გამორჩეული სითბოს, დიდსულოვნებისა და კოლეგიალობის მაგალითი. მისი პროფესიული სიბრძნე და ადამიანური მხარდაჭერა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობას ცვლიდა.

მთელი გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ ბატონი რემა ღვამიჩავას ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელ სამედიცინო საზოგადოებას.

მისი სახელი და დატოვებული კვალი მუდამ დარჩება ქართული მედიცინის ისტორიასა და ჩვენს გულებში“.

ონკოლოგი იოსებ აბესაძე:

„რემა, გემშვიდობები,

თითქმის წელიწადი მოტრიალდა, რაც შენი ავადმყოფობის ამბავი გავიგეთ და ის პირველი საზარელი ამბავი არც განელებულა მთელი ამ ხნის განმავლობაში;

სწორედ ისე იბრძოლე, როგორც შენ გახასიათებს, ყველაფერი სცადე, ყველაფერი გააკეთე, თუმცა საუბედუროდ სენი ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა, ვერ გაგტეხა, მაგრამ მოგერია და როგორც ამბობენ, ღმერთიც საუკეთესოებს არჩევს, ჰოდა შენც დაგიძახა თავისთან.

ძალიან მიჭირს შენზე წარსულში ლაპარაკი, არ მგონია, რომ საჭიროა იმის ჩამოთვლა, თუ რა გაგიკეთებია ქვეყნისთვის და ქართული მედიცინისთვის, მიმაჩნია, რომ ყოველივე ამას შენი დანატოვარი ჩემზე უკეთ აჩვენებს.

მე უბრალოდ მინდა ჩემი ადამიანური გრძნობები გამოვხატო, რადგანაც თითქმის 40 წლის განმავლობაში გვერდი-გვერდ ვიარეთ ცხოვრების გზაზე.

შენ იყავი ადამიანი, რომელსაც ბევრი ნიჭი და უნარი ჰქონდა; პირველ რიგში ადამიანური, შეგეძლო შენს გარშემო შემოგეკრიბა სწორი ადამიანები და მათგან მეგობრობის გარდა თანამოაზრეები და ერთიანი გუნდი შეგექმნა; შეგეძლო არა უბრალოდ დაგენახა პრობლემა, არამედ მოგეძებნა მისი გადაჭრის ერთადერთი გზა და ჩვენც დაგერწმუნებინე მის სისწორეში; წინაც ვერაფერი დაგიდგებოდა, თუ რამეს გადაწყვეტდი, აუცილებლად მიაღწევდი მიზანს.

ვიზიარებ ოჯახის, თამარის და რუსას განუსაზღვრელ მწუხარებას აუნაზღაურებელი დანაკლისის გამო; ჩემო კარგებო, დამიჯერეთ, რომ ჩვენი, რემას მეგობრების დანაკლისიც ვერაფრით ანაზღაურდება, მე პირადად თითქოს ცალი მხარი დავკარგე და ამ დანაკარგს ვერაფერი შეავსებს.

რემა, მეგობარო, მშვიდობით, ნათელში ამყოფოს შენი სული უფალმა, სახელი კი მანამდე იცოცხლებს, სანამ ერთი კაცი მაინც ივლის ამ ქვეყანაზე, ვინც პირადად გიცნობდა“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე:

„მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ეროვნული სკრინინგცენტრის ხელმძღვანელის, მეცნიერის, პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო. ქართული სამედიცინო საზოგადოებისათვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია. სწორედ რემა ღვამიჩავას სახელს უკავშირდება საქართველოში სხივური მედიცინის დანერგვა და ეროვნული სკრინინგცენტრის ჩამოყალიბება. მისი აღზრდილი ექიმთა არაერთი თაობისათვის იგი მუდამ დარჩება პროფესიონალიზმის, საქმისადმი ერთგულებისა და კეთილსინდისიერების სანიმუშო მაგალითად. თანავუგრძნობ ოჯახს, მეგობრებსა და სამედიცინო საზოგადოებას“.

"მკურნალი" მწუხარებას გამოთქვამს რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს მის კოლეგებს, ოჯახს, პაციენტებს. რემა ღვამიჩავას გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული სამედიცინო საზოგადოებისთვის, მთელი საქართველოსთვის.