საგარეჯოში რიგითი გამოძახება ნამდვილ დრამატულ, თუმცა ბედნიერ ისტორიად იქცა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გზაში დაბადებული ახალი სიცოცხლე: საგარეჯოს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მშობიარობა ავტომობილში მიიღო

კლინიკისკენ მიმავალ გზაზე ახალგაზრდა ქალს მშობიარობის ტკივილები გაუძლიერდა, რის გამოც ოჯახს ავტომობილის შეჩერება და სასწრაფო დახმარების დალოდება მოუწია. ადგილზე მისულ სამედიცინო ბრიგადას გადაწყვეტილება წამებში უნდა მიეღო - ჰოსპიტალიზაციისთვის დრო აღარ რჩებოდა. ისტორიას სოციალურ ქსელში, გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ აქვეყნებს

- საგარეჯოს სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურში გამოძახება შევიდა ლოზუნგით „მშობიარობა“. სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაუყოვნებლივ გავიდა გამოძახების მისამართზე და პაციენტთან მისვლამდე, მუდმივ კონტაქტში იყო ზარის ინიციატორთან.

ახალგაზრდა ქალს სამშობიარო ტკივილები სახლში დაეწყო. ოჯახის წევრებმა საკუთარი ავტომობილით კლინიკაში გადაყვანა გადაწყვიტეს, თუმცა პაციენტს გზაში ტკივილები გაუძლიერდა გადაადგილების გაგრძელება შეუძლებელი გახდა, რის გამოც ოჯახის წევრებმა ავტომობილი გააჩერეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადას დაელოდნენ.

ადგილზე მისვლისთანავე პაციენტის მდგომარეობის შეფასებისას აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ქალს მშობიარობა დაწყებული ჰქონდა. მდგომარეობიდან გამომდინარე, პაციენტის სასწრაფო დახმარების ავტომობილში გადაყვანისა და ჰოსპიტალიზაციისთვის დრო აღარ რჩებოდა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ექიმებს მშობიარობა ადგილზე, მიეღოთ.

saaswrafi-1785522952.jpg

მყისიერად მომზადდა სამეანო აღჭურვილობა და სამედიცინო გუნდი ახალ სიცოცხლესთან შესახვედრად მოემზადა. რამდენიმე წუთში დაიბადა ბიჭუნა, რომელიც დაბადებისას ციანოზური იყო და სპონტანურად არ იტირა. ექიმმა ნანა ილაურმა დაუყოვნებლივ განახორციელა სასუნთქი გზებისა და პირის ღრუს სანაცია, მიაწოდეს ახალდაბადებულ ბავშვს ჟანგბადი, დახმარების შედეგად ახალშობილმა ტირილი დაიწყო.

მედპერსონალმა ადგილზე ჩაატარა ყველა აუცილებელი სამედიცინო მანიპულაცია, რის შემდეგაც დედა და ახალშობილი სასწრაფო დახმარების მანქანაში გადმოიყვანეს და სამშობიარო კლინიკაში გადაიყვანეს.

ნანა ილიაური მე-11 წელია საგანგებოს სიტუაციების კოორიდნაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმია. მის პრაქტიკაში ეს მშობიარობის მიღების მეექვსე შემთხვევა იყო. დროულმა გადაწყვეტილებამ და ბრიგადის პროფესიონალიზმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გადაუდებელ მედიცინაში თითოეული წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

  • ექიმი ნანა ილაური
  • ექთანი ქეთევანი ოკინაშვილი
  • მძღოლი დავით უცუნაშვილი