რა უნდა ვიცოდეთ რკინადეფიციტური ანემიის შესახებ
ხოლო რკინადეფიციტური ანემია წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ ტიპს და შეადგენს ანემიის შემთხვევების დაახლოებით 50–65%-ს.
ამასთან, რკინის ფარული დეფიციტის გათვალისწინებით, აღნიშნული მდგომარეობა ეხება დაახლოებით 1.27 მილიარდ ადამიანს. არსებული ეპიდემიოლოგიური პროგნოზების მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც მიუთითებს ამ პრობლემის მზარდ გლობალურ მნიშვნელობაზე.
რკინის დეფიციტის შედეგად ორგანიზმში ირღვევა ჰემოგლობინის სინთეზი, რაც იწვევს სისხლის მიერ ჟანგბადის ტრანსპორტირების უნარის შემცირებას. შედეგად, ორგანოებსა და ქსოვილებს საჭირო რაოდენობის ჟანგბადი ვერ მიეწოდება, რაც უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმის ფუნქციონირებაზე.
რკინადეფიციტური ანემიის გამომწვევი შესაძლო მიზეზები და მდგომარეობები შეიძლება იყოს:
- არასრულფასოვანი კვება - რკინით, ცილებითა და ვიტამინებით ღარიბი საკვების მიღება; ვეგეტარიანელობა და ვეგანობა.
- ქრონიკული სისხლდენა - მაგალითად, ბუასილის კვანძებიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და სხვა წყაროებიდან.
- მაღალი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა.
- აქტიური ზრდის პერიოდი.
- ორსულობა - ამ პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება რკინაზე მოთხოვნილება, რადგან აუცილებელია როგორც დედის ორგანიზმის, ისე ნაყოფისა და პლაცენტის განვითარებასთან დაკავშირებული საჭიროებების დაკმაყოფილება. რკინადეფიციტური ანემია ორსულებში ასოცირდება სხვადასხვა გართულებასთან, მათ შორის ნაყოფის ჰიპოქსიასთან, ნაადრევ მშობიარობასთან, ახალშობილის დაბალ წონასთან და ნაყოფის განვითარების შეფერხებასთან.
- ლაქტაციის პერიოდი - ამ დროს საჭიროა როგორც მშობიარობის დროს დაკარგული რკინის მარაგის აღდგენა, ასევე ორგანიზმის გაზრდილი მეტაბოლური მოთხოვნების დაკმაყოფილება.
- ხანდაზმულობა - ამ პერიოდში ხშირია არაბალანსირებული კვება, რკინის შეწოვის დარღვევა და ქრონიკული სისხლდენა.
- რკინის შეწოვის დარღვევა - არსებობს შემთხვევები, როდესაც საკვებიდან მიღებული რკინის საკმარისი რაოდენობის მიუხედავად, ანემია მაინც ვითარდება, რაც დაკავშირებულია მის არასაკმარის აბსორბციასთან.
რკინის ოპტიმალური აბსორბციისთვის აუცილებელია კუჭის წვენის ნორმალური სეკრეცია და მჟავე გარემოს არსებობა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ რკინის შემცველი პროდუქტების მიღება არ არის რეკომენდებული პურთან, მაკარონთან, მარცვლეულთან, პარკოსნებთან, ასევე ყავასა და ჩაისთან ერთად, რადგან ეს პროდუქტები აფერხებს რკინის შეწოვას და ამცირებს მის ბიოშეღწევადობას.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები იწვევს ორგანიზმში რკინის მარაგის თანდათანობით შემცირებას. თავდაპირველად ვითარდება ლატენტური დეფიციტი, როდესაც ჰემოგლობინი ჯერ კიდევ ნორმის ფარგლებშია, თუმცა დეპო-ორგანოებში რკინის მარაგი მნიშვნელოვნად შემცირებულია.
ლატენტური დეფიციტის ეტაპზეც შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:
- იმუნიტეტის დაქვეითება.
- კანის სიმშრალე და სიფერმკრთალე, სისუსტე, ადვილად დაღლა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
- ემოციური ლაბილობა.
- ყაბზობა ან დიარეა.
- ტაქიკარდია და მიკროცირკულაციის დარღვევები.
- ფრჩხილების მტვრევადობა და თმის ცვენა.
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა და რეპროდუქციული გართულებები.
სიმპტომები, როგორც წესი, ნელა და შეუმჩნევლად ვითარდება, რის გამოც ადამიანი ეტაპობრივად ეჩვევა ცხოვრების ხარისხის გაუარესებას და ხშირად ვერ აცნობიერებს მიმდინარე ცვლილებებს.
რკინის დეფიციტზე ეჭვის არსებობისას მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზი ხშირად არ არის საკმარისი დიაგნოზის დასასმელად. რეკომენდებულია დამატებითი კვლევების ჩატარება - ფერიტინის, შრატის რკინის, საერთო რკინის შემკავებელი უნარის (TIBC), ტრანსფერინისა და ტრანსფერინის სატურაციის განსაზღვრა, რაც უზრუნველყოფს დეფიციტის დროულ და ზუსტ გამოვლენას.
დამაიმედებელია, რომ რკინადეფიციტური ანემია სრულად განკურნებადია. მთავარი პირობებია მისი დროული აღმოჩენა, გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა და ადეკვატური მკურნალობის ჩატარება.
რკინადეფიციტური ანემიისა და რკინის ფარული დეფიციტის მკურნალობისა და პრევენციისთვის გამოიყენება რკინის პრეპარატები, მათ შორის სორბიფერ დურულესი, რომელიც შეიცავს ორვალენტიან რკინას და ასკორბინის მჟავას, რაც აუმჯობესებს მის აბსორბციას.
სორბიფერ დურულესი დამზადებულია უნიკალური ტექნოლოგიის გამოყენებით, რის შედეგადაც პრეპარატში არსებული რკინა ტაბლეტიდან თანდათანობით გამოიყოფა დაახლოებით 6 საათის განმავლობაში, რაც ამცირებს მისი ერთბაშად და მაღალი კონცენტრაციით კუჭის ლორწოვან გარსთან კონტაქტს. აღნიშნული თავის მხრივ ამცირებს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს და უზრუნველყოფს პრეპარატის კარგ ამტანობას. შესაბამისად, მკურნალობა გამოირჩევა მაღალი ეფექტურობითა და უსაფრთხოებით.
მკურნალობის რეჟიმი დამოკიდებულია მდგომარეობაზე:
- რკინის ფარული დეფიციტის დროს - 1 ტაბლეტი დღეში.
- რკინადეფიციტური ანემიის დროს - 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.
ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში რეკომენდებულია 1 ტაბლეტის მიღება დღეში ერთხელ. ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში, ასევე ძუძუთი კვების პერიოდში რეკომენდებულია 1 ტაბლეტის მიღება დღეში ორჯერ.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს რკინის მარაგის სრულ აღდგენამდე (ფერიტინისა და შრატის რკინის მაჩვენებლების ნორმალიზაციამდე).
სორბიფერ დურულესი სწრაფად აღადგენს და ინარჩუნებს რკინის ბალანსს ორგანიზმში, თავიდან გვაცილებს რკინის დეფიციტის სიმპტომებს მაშინაც კი, როცა მოთხოვნილება რკინაზე გაზრდილია.