როგორ ავირიდოთ თავიდან ნაწლავური ინფექციები და საკვებით მოშხამვა ზაფხულში – NCDC-ის რეკომენდაციები
- ცენტრის ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდში მატულობს ნაწლავთა ინფექციები და საკვებით მოშხამვების რაოდენობა და სულ რამდენიმე წესის დაცვა აუცილებელია, ესენია: პროდუქტების შენახვა, სწორი გამოყენება, სწორად მომზადება და სუფთა ხელები.
„პროდუქტების სწორი შენახვა გულისხმობს უმი და მზა საკვების განცალკევებით განთავსებას, მზა საკვები ოთახის ტემპერატურაზე არ უნდა ინახებოდეს 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში.
არანაკლებ მნიშვნელოვანია წყლისა და ნედლეულის უსაფრთხოება. ხილი, ბოსტნეული და მწვანილი მოხმარებამდე გულდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით. თუ სასმელი წყლის უვნებლობაში დარწმუნებული არ ხართ, იგი აუცილებლად უნდა ადუღდეს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას, რომ ინფექციების პრევენციისთვის ფუნდამენტურია პირადი ჰიგიენა - ხელების ხშირი და გულდასმით დაბანა საპნითა და წყლით, განსაკუთრებით საკვების მომზადებამდე და ჭამის წინ,“ - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.