დღეში რამდენ ხანს არის სოციალური ქსელების გამოყენება უსაფრთხო ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის?
ფსიქიატრ მიგელ ანხელ ალვარეს დე მონის განცხადებით, სოციალურ მედიას ადამიანის ფსიქიკაზე მძიმე გავლენის მოხდენა შეუძლია. გამოცემა Infosalus-თან ინტერვიუში ექიმმა ის ზღვრული დრო დაასახელა, რომლის ფარგლებშიც სოციალური ქსელების მოხმარება უსაფრთხოდ ითვლება.
ექიმი მოუწოდებს საზოგადოებას, სოციალურ მედიაში გატარებული დრო დღეში არაუმეტეს ერთ საათამდე შეზღუდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ემოციური კეთილდღეობა ზარალდება და იზრდება შფოთვის დონე.
„24/7-იან რეჟიმში ინტერნეტთან წვდომა ართულებს პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას. ეს გვიფანტავს ყურადღებას და ქმნის ცრუ გადაუდებლობის განცდას, რის გამოც მუდმივი შფოთვის ფონზე გვიწევს ცხოვრება. შეტყობინებები და ყურადღების გამფანტველი მრავალი ფაქტორი ყველაფერს სასწრაფოდ წარმოაჩენს, რეალურად კი გვჭირდება მეტი კონტროლი იმაზე, თუ რას ვაკეთებთ და რას ვიღებთ და არა პირიქით“, — განმარტავს სპეციალისტი.
დე მონის რეკომენდაციით, განსაკუთრებით მავნებელია სოციალური ქსელების გამოყენება ძილის წინ და ჭამის დროს. ფსიქიატრის თქმით, უმეტეს შემთხვევაში ადამიანები დიდ დროს ატარებენ ონლაინ არა ნამდვილი სიამოვნებისთვის, არამედ ყოველდღიური რუტინისა და პრობლემებისგან თავის დასაღწევად.