ნაწლავური მიკრობიოტა და მიკრობიომი, უხილავი ეკოსისტემა, რომელიც ცვლის თანამედროვე მედიცინას - ინტერვიუ პროფესორ კახაბერ ჭელიძესთან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნაწლავური მიკრობიოტა და მიკრობიომი, უხილავი ეკოსისტემა, რომელიც ცვლის თანამედროვე მედიცინას - ინტერვიუ პროფესორ კახაბერ ჭელიძესთან

ადამიანის საჭმლის მომნელებელი ტრაქტი მხოლოდ საკვების გადამამუშავებელი სისტემა არ არის. იგი უზარმაზარი მიკრობული ეკოსისტემის საცხოვრებელ გარემოს წარმოადგენს. ამ მიკროორგანიზმების ურთიერთქმედება კვებასთან, იმუნურ სისტემასთან, ნაწლავურ ბარიერთან და თავის ტვინთან დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად შესწავლადი სამედიცინო მიმართულებაა. თუმცა მიკრობიომთან დაკავშირებული პოპულარობის ზრდას თან ახლავს გადაჭარბებული მოლოდინები, სხვადასხვა ტიპის უზუსტობები, მცდარი შეხედულებები და მართვის არასწორი მიდგომები. აღნიშნულ საკითხზე დეტალურად საუბრობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თსსუ და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურ დირექტორი, საქართველოს შინაგან დაავადება კოლეგიის გენერალური მდივანი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე.

  • თავდაპირველად განგვიმარტეთ, რას ნიშნავს „ნაწლავური მიკრობიოტა“ და „მიკრობიომი“? ეს სინონიმებია თუ განსხვავებული ცნებები?

მიუხედავად იდენტური ჟღერადობისა, ეს ორი ტერმინი არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან. მიკრობიოტა აღნიშნავს კონკრეტულ გარემოში (მაგ., ნაწლავებში) მცხოვრები მიკროორგანიზმების ერთობლიობას - ბაქტერიებს, არქეებს, სოკოებსა და ვირუსებს. მიკრობიომი უფრო ფართო ცნებაა და მოიცავს ამ ორგანიზმების გენეტიკურ მასალას, მათ ფუნქციებს, მეტაბოლურ პროდუქტებსა და ეკოლოგიურ ურთიერთქმედებებს.

ამიტომ, როცა ვკითხულობთ „რომელი ბაქტერიაა ნაწლავში?“, მიკრობიოტაზე ვსაუბრობთ, ხოლო როდესაც გვაინტერესებს, რას აკეთებს ეს მიკრობული საზოგადოება, რომელი გენები აქტიურდება და რა ნივთიერებებს წარმოქმნიან ისინი - უკვე მიკრობიომს ვიკვლევთ.

  • რატომ უწოდებენ ნაწლავის მიკრობიოტას ზოგჯერ „დამატებით ორგანოს“?

ეს სამეცნიერო მეტაფორაა და არა ანატომიური განმარტება. ნაწლავის მიკროორგანიზმების როლი ჩვენი ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში კოლოსალურია. ისინი მონაწილეობენ საკვები კომპონენტების გარდაქმნაში, მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების წარმოქმნაში, პათოლოგირი მიკროორგანიზმების კოლონიზაციისადმი რეზისტენტობაში, ნაწლავის ბარიერისა და იმუნური პასუხის რეგულირებაში, ტკივილის მოდულაციასა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სხვადასხვა პროცესში. თუმცა მიკრობიოტა არ არის ცალკე არსებული დამოუკიდებელი ორგანო და მისი რაოდენობრივი და თვისობრივი სტატუსი მუდმივად დამოკიდებულია მასპინძელ ორგანიზმზე, კვებაზე, გარემოსა და სხვა ფაქტორებზე.

  • რას ნიშნავს დისბიოზი? არის თუ არა იგი დამოუკიდებელი დიაგნოზი?

უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოგახსენებთ სწორი ტერმინის გამოყენებისთვის, რადგან დღეს საზოგადოებაში ისევ მუსირებს არქაული „დისბაქტერიოზი“, რომელიც, თავისი არსით, მცდარი ფორმულირებაა. დისბიოზი აღწერს მიკრობული ეკოსისტემის ისეთ ცვლილებებს, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს სასიცცოხლოდ მნიშვნელოვან დისფუნქციას, სასარგებლო მეტაბოლური პოტენციალის დაქვეითების, ორგანიზმის რეზისტენტობის შესუსტების, პოტენციურად პათოგენური ორგანიზმების წილის გაზრდის და სხვა ფუნდამენტურ ცვლილებების სახით.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ „დისბიოზი“ თავისთავად არ წარმოადგენს კონკრეტულ კლინიკურ დიაგნოზს. მიკრობიოტაში ცვლილება შესაძლოა იყოს დაავადების მიზეზიც, შედეგიც ან უბრალოდ თანმხლები მოვლენა. მაგალითად, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, ნაწლავის ანთებითი დაავადებებისა და მეტაბოლური პათოლოგიების დროს მიკრობიომის განსხვავებები ნამდვილად ფიქსირდება, თუმცა ასოციაცია ყოველთვის მიზეზშედეგობრივ კავშირს არ ადასტურებს.

  • მიკრობიოტასთან მიმართებაში ხშირად მოიხსენიებენ მის კავშრის ორგანოთა სხვადასხვა სისტემებთან. ავიღოთ ერთ-ერთი ასეთი კავშირი „ნაწლავი-თავის ტვინის ღერძის“ სახით. რამდენად რეალურია ამ ტიპის კავშირი?

ნაწლავსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას შორის ორმხრივი კომუნიკაცია რეალურია. მასში მონაწილეობს ავტონომიური და ენტერალური ნერვული სისტემა, ჰორმონული სიგნალები, იმუნური მედიატორები და მიკრობული მეტაბოლიტები. ამ ღერძის მნიშვნელობაზე მიუთითებს მაგალითად თუ როგორ შეიძლება სტრესმა გააძლიეროს მუცლის ტკივილი, შებერილობა ან დაარღვიოს დეფეკაციის ჰაბითუსი, ხოლო ნაწლავში მიმდინარე პროცესებმა შეიძლება გავლენა იქონიოს საერთო თვითშეგრძნებასა და განწყობაზეც კი.

  • რომელი ფაქტორები გამოირჩევა ნაწლავის მიკრობულ ეკოსისტემაზე ზემოქმედების პოტენციალით?

ასეთი ფაქტორები მრავალია. მაგალითისთვის ავიღოთ ანტიბიოტიკოთერაპია. მას შეუძლია შეამციროს მიკრობული მრავალფეროვნება, დათრგუნოს კონკრეტული ჯგუფები, ხელი შეუწყოს რეზისტენტული ორგანიზმების ზრდას და შეცვალოს მიკრობიომის ფუნქცია. ცვლილების მასშტაბი დამოკიდებულია ანტიბიოტიკის ტიპზე, მკურნალობის ხანგრძლივობასა და პაციენტის თავისებურებებზე.

მნიშვნელოვანი ფაქტორებია აგრეთვე ერთფეროვანი და ბოჭკოთი ღარიბი კვება, მწვავე ნაწლავური ინფექცია, ზოგიერთი ქრონიკული დაავადება და ჰოსპიტალიზაცია. თანამედროვე მიდგომა არ გულისხმობს ყველა ასეთი ზემოქმედების შემდეგ მიკრობიომის „ძველი მდგომარეობის“ ხელოვნურად დაბრუნებას. მიზანია კლინიკური პრობლემის მართვა, ნაწლავის ფუნქციის და მიკრობული ეკოსისტემის აღდგენისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.

  • როგორია მიკრობიომზე მიმართული მკურნალობის თანამედროვე პარადიგმა?

მთავარი ცვლილება არის გადასვლა ზოგადი მიდგომიდან - „დავლიოთ რაიმე კარგი ბაქტერია“ - ჩვენებაზე, შტამზე, დოზასა და პაციენტზე მორგებულ გადაწყვეტილებაზე.

მკურნალობის საფუძველი უმეტეს შემთხვევაში რჩება:

  1. ძირითადი დაავადების ზუსტი დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  2. მრავალფეროვანი, მცენარეული პროდუქტებითა და საკვები ბოჭკოთი მდიდარი რაციონი, ინდივიდუალური ამტანობის გათვალისწინებით;
  3. ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენება;
  4. საჭიროებისას კონკრეტული პრებიოტიკის, პრობიოტიკის, სინბიოტიკის ან პოსტბიოტიკის შერჩევა;
  5. სპეციალური მიკრობიოტაზე დაფუძნებული თერაპია მხოლოდ დადასტურებული ჩვენებით.
  • სამეცნიერო განმარტებით რა არის პრობიოტიკი?

პრობიოტიკი არის ცოცხალი მიკროორგანიზმი, რომელიც ადეკვატური რაოდენობით მიღებისას ჯანმრთელობის დადასტურებულ სარგებელს აძლევს მასპინძელს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ პროდუქტი ცოცხალ ბაქტერიებს შეიცავს, მას ავტომატურად პრობიოტიკად არ აქცევს. ამას სჭირდება კლინიკური კვლევებით დადასტურებული ეფექტურობა და უსაფრთხოება.

მაგალითად, იოგურტშიც და ფერმენტირებულ საკვებში შეიძლება იყოს ცოცხალი მიკრობები, თუმცა მათი კონკრეტული კლინიკური სარგებელი ყოველთვის არ არის შესწავლილი.

  • მოქმედებს თუ არა ყველა პრობიოტიკი ერთნაირად?

რა თქმა უნდა, არა! პრობიოტიკის შედეგი შეიძლება იყოს შტამსპეციფიკური, ზოგჯერ კი კონკრეტული შტამების კომბინაციასა და დოზაზე დამოკიდებული.

მაგალითად, წარწერა „შეიცავს ლაქტობაცილებს“ არასაკმარისია. სრულ იდენტიფიკაციაში უნდა იყოს მითითებული გვარი, სახეობა და შტამის კოდი. ერთი სახეობის ორ შტამს შეიძლება განსხვავებული კლინიკური ეფექტი ჰქონდეს. შესაბამისად, ერთ პროდუქტზე ჩატარებული კვლევის შედეგი ავტომატურად ვერ გავრცელდება იმავე სახეობის შემცველ სხვა პროდუქტზე.

არც უფრო მეტი შტამი და არც უფრო მაღალი კოლონიის მაფორმირებელი ერთეული (CFU) ავტომატურად უკეთეს შედეგს არ ნიშნავს. ეფექტური დოზა ის დოზაა, რომელიც შესაბამისი შტამისთვის კლინიკურ კვლევაში იქნა გამოყენებული.

  • როგორ უნდა შევაფასოთ პრობიოტიკის ხარისხი?

ხარისხი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შტამის არჩევა. ეტიკეტზე სასურველია მკაფიოდ იყოს მითითებული:

  • მიკროორგანიზმის გვარი, სახეობა და კონკრეტული შტამი;
  • თითოეული შტამის სიცოცხლისუნარიანი რაოდენობა;
  • კვლევით დასაბუთებული დოზა და მიღების რეჟიმი;
  • შენახვის პირობები;
  • მწარმოებლისა და ხარისხის კონტროლის მონაცემები.

გასტროენტეროლოგთა მსოფლიო ორგანიზაცია (WGO) გამოყოფს ხარისხის სამ ძირითად კომპონენტს: იდენტობა - ნამდვილად ის შტამია თუ არა, რაც ეტიკეტზე წერია; პოტენციალი - არის თუ არა საკმარისი რაოდენობის ცოცხალი მიკროორგანიზმი პრობიოტიკის გამოყენების ვადის ბოლომდე; და სისუფთავე - დაცულია თუ არა პროდუქტი არასასურველი მიკრობული დაბინძურებისგან. ბაზარზე არსებული ზოგი პროდუქტი ვერ აკმაყოფილებს ეტიკეტზე მითითებულ რაოდენობრივ ან თვისებრივ მახასიათებლებს, ამიტომ არსებითია სანდო მწარმოებლის და კარგად შესწავლილი ფორმულის არჩევა.

ზოგ ქვეყანაში პრობიოტიკები საკვები დანამატის სტატუსით იყიდება და ბაზარზე გამოსვლამდე მათი ეფექტიანობა ისეთივე წესით არ ფასდება, როგორც მედიკამენტებისა. ეს კიდევ უფრო ზრდის გამჭვირვალე ეტიკეტირებისა და დამოუკიდებელი ხარისხის კონტროლის მნიშვნელობას.

  • როგორ შეაფასებთ, გამოიყურება მიკრობიომური მედიცინის მომავალი?

პასუხი: მომავალი, სავარაუდოდ, ეკუთვნის „ზუსტ მიკრობიომურ მედიცინას“ - პაციენტის კლინიკური ფენოტიპის, კვების, მედიკამენტების, მიკრობული ფუნქციების და კონკრეტული თერაპიული მიზნის ერთობლივ შეფასებას. ვითარდება ახალი თაობის პრობიოტიკები, განსაზღვრული მიკრობული კონსორციუმები, ბაქტერიოფაგები, პოსტბიოტიკები და მიკრობული მეტაბოლიტების მიზნობრივი მოდულაცია.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება უკვე მოხდა - შეიცვალა ჩენი წარმოდგენა მიკრობომზე: დღეს იგი აღარ განიხილება უბრალოდ „კარგი“ და „ცუდი“ ბაქტერიების სიად. ჩვენ ვიცით, რომ მირკბიომი დინამიკური ეკოსისტემაა, რომელიც უდიდეს მნიშვნელობას ასრულებს ჩვენი ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში.

  • დასასრულს, გთხოვთ, შეაჯამოთ, რა მთავარი გზავნილები გექნებათ ნაწლავურ მიკრობიომთან დაკავშირებით?

ნაწლავური მიკრობიომი თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული შესწავლის სფეროა, მაგრამ სწორედ ამ პოპულარობის გამო საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. პრობიოტიკის არჩევისას მნიშვნელოვანია არა შეფუთვაზე დაწერილი მილიარდების რაოდენობა ან შტამების სიმრავლე, არამედ ზუსტად იდენტიფიცირებული შტამი, კონკრეტული კლინიკური ჩვენება, კვლევით დადასტურებული დოზა, პროდუქტის სისუფთავე და სიცოცხლისუნარიანობა გამოყენების ვადის ბოლომდე.

სწორი პრობიოტიკი სწორ პაციენტში სარგებლის მომტანია. არასწორად შერჩეული პროდუქტი, ხშირად, მხოლოდ ფინანსური დანახარჯია; მოწყვლად პაციენტში კი - საფრთხის შემცველი. თანამედროვე მიდგომის იდეალური ფორმულა ასეთია: ჯერ დიაგნოზი, შემდეგ კლინიკური მიზანი და მხოლოდ ამის შემდეგ კონკრეტული, ხარისხიანი მიკრობიოტაზე მიმართული ინტერვენცია.

დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე წარმოდგენილია ბრენდი ომნი-ბიოტიკი.

preparati-1784524228.jpg

ეს არის ავსტრიული პრობიოტიკული ბრენდი, რომელიც ევროპაში N1 პოზიციას იკავებს, ასევე მსოფლიო პრობიოტიკული ბაზრის ტოპ სამეულშია. მისი მწარმოებელი გახლავთ ავსტრიული მიკრობიომის კვლევის კომპეტენციის ცენტრი „Institut AllergoSan”, რომელიც კვლევებსა და მეცნიერებაზეა ორიენტირებული. ომნი-ბიოტიკის პროდუქცია მისდევს თანამედროვე მიკრობიომული მედიცინის ტენდენციას, მორგებულია საერთაშორისო სტანდარტებზე და მიზნობრივი, თანამედროვე ფორმულებით არის წარმოდგენილი. ეს სამედიცინო საზოგადოებას აძლევს იმის საშუალებას, რომ სხვადასხვა პაციენტს მოარგოს კონკრეტულად მის საჭიროებაზე შესატყვისი მაღალი სტანდარტის დანამატი. ომნი-ბიოტიკის პროდუქციის უკან დგას კლინიკური კვლევები, მეცნიერება, მაღალი სტანდარტები და რეპუტაცია, რაც კლინიცისტებისთვის მეტად მნიშვნელოვანი და ღირებულია.R